მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

როგორია BODBE Hotel - ის საქმიანობის სპეციფიკა და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

news image

BODBE Hotel არის პრემიუმ კლასის სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს და წარმატებით ემსახურება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ვიზიტორებს. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სასტუმრო „ბოდბე“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის ტურისტულ ობიექტს, რომელმაც საქმიანობა 2024 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო და დღემდე წარმატებით ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს.
სასტუმრო მდებარეობს კახეთში, ქალაქ სიღნაღის შესასვლელთან, ბუნებრივად გამორჩეულ და ისტორიულად დატვირთულ ლოკაციაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ალაზნის ველზე, კავკასიონის მთებსა და ბოდბის ხეობაზე.
სასტუმროს ძირითადი საქმიანობაა ვიზიტორებისთვის განტვირთვისა და იდეალური დასვენებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, თანამედროვე დიზაინის, მყუდრო და უნიკალური გარემოს პირობებში.

სტუმრებს ვთავაზობთ:
• დახვეწილი დიზაინის ნომრებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე კომფორტს და ესთეტიკას;
• ღია და დახურულ აუზებს, იდეალურ სივრცეს განტვირთვისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე;
• სპა და გამაჯანსაღებელ სერვისებს, რომელიც მოიცავს საპროცედურო ოთახებს, საუნას, ორთქლის ოთახსა და სპორტ დარბაზს;
• სხვადასხვა კონცეფციის რესტორნებსა და ბარებს, სადაც წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამზარეულო და გამორჩეული კოქტეილები, ადგილობრივი და უცხოური ღვინოები;
• კონვერტირებად ღონისძიებების სივრცეებს, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე ქორწილებისა და სხვა პირადი ღონისძიებებისთვის.


როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ტურიზმის სექტორში კახეთის რეგიონი ერთ-ერთი ლიდერია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით.
რაც შეეხება ახლად გახსნილ სასტუმრო „ბოდბეს“, მოთხოვნა შეიძლება შეფასდეს როგორც სტაბილურად პოზიტიური და დინამიკურად მზარდი.
უკვე შეინიშნება მაღალი დაინტერესება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან - როგორც დასვენების, ისე ღონისძიებებისა და საქმიანი ვიზიტების მიზნით.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
სასტუმრო „ბოდბეს“ ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა მისი უნიკალური ადგილმდებარეობაა - თბილისთან სიახლოვე და ამავე დროს, გამორჩეული ბუნებრივი გარემო.
სასტუმრო მაღლიდან გადმოჰყურებს ალაზნის ველს, კავკასიონის მთებს, ქალაქ სიღნაღსა და ბოდბის ხევს, რაც სტუმრებს სთავაზობს 360 გრადუსიან პანორამულ ხედებს და დაუვიწყარ ვიზუალურ გამოცდილებას.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე კომფორტს, დახვეწილ ესთეტიკას და ბუნებასთან ჰარმონიას. თითოეული დეტალი გააზრებულია იმისთვის, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს მშვიდ, გამორჩეულ და შთამაგონებელ გარემოში.
ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მოწყდეს ყოველდღიურ რუტინას, სტრესსა და ქაოსს და სრულად ისიამოვნოს განტვირთვით, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ეს განცდა, რომელიც „ბოდბეს“ თითოეულ სტუმარს რჩება, ქმნის იმ განსაკუთრებულ კავშირს, რაც სასტუმროს გამორჩეულ პოზიციას უმყარებს ბაზარზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სასტუმრო „ბოდბეს“ სამომავლო სტრატეგია ორიენტირებულია მზარდ ტურისტულ მოთხოვნაზე რეაგირებასა და სასტუმროს, როგორც კახეთის რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული, მაღალი სტანდარტების ტურისტული ობიექტის პოზიციონირებაზე.
ჩვენი ხედვა ეფუძნება მუდმივ განვითარებასა და იმ გამოცდილების დახვეწას, რომელსაც სტუმარს ვთავაზობთ იმისთვის, რომ თითოეულმა ვიზიტორმა არა მხოლოდ კმაყოფილმა, არამედ შთაგონებულმა დატოვოს „ბოდბე“.


უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სივრცის დაამატება:
• პადელის მოედანი – აქტიური დასვენების მოყვარულთათვის;
• ახალი კახური რესტორანი – რომელიც ადგილობრივ გემოებსა და კულინარიულ ტრადიციებს წარადგენს თანამედროვე ინტერპრეტაციით;
• ასევე იგეგმება დამატებითი გასართობი და კულინარიული სივრცეების ინტეგრირება სასტუმროს ტერიტორიაზე.
ჩვენთვის პრიორიტეტულია ხარისხის სტაბილურად მაღალი დონე, სტუმრების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და ისეთი ღირებულებების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან ლოიალურობას, პოზიტიურ შეფასებებსა და განმეორებით ვიზიტებს.
„ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი — ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

ცნობისთვის, სასტუმროში განთავსებულია დახურული და სეზონური ღია აუზი ტერასაზე, რომელსაც ხედები აქვს ალაზნის ველზე და კავკასიონზე. „ბოდბე“ სიღნაღში გამორჩეულია, როგორც კერძების მრავალფეროვნებით, ასევე უნიკალური გარემოთი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

30.06.2025.17:45

თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიება 25 ივნისს ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო: „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“.

ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი – სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე, რაც სრულ თანხვედრაშია თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. მან თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, თიბისის რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა კი შეაჯამა 2024 წლის ძირითადი მიღწევები მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, რომლის სპიკერებიც იყვნენ ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women)  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებული და გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებული. 

ღონისძიება დასრულდა დიალოგით თემაზე „მდგრადობის როლი ხელოვნებაში და ხელოვნების როლი მდგრადობაში“. ეს თემა ასახავს თიბისის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს კულტურულ განვითარებას, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. დიალოგი ვიზუალურ არტისტ მარიამ ოდიშელიძესა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს შორის გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მედია, თიბისის პროგრამების მონაწილეები, თანამშრომლები და მომხმარებლები — როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესსექტორებიდან.

„თიბისიში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მხარი დავუჭიროთ მდგრად განვითარებას. ჩვენი საქმიანობით ვქმნით მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე. გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პერსპექტივები ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა და ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, ვუპასუხოთ კომპლექსურ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და ვიყოთ ESG პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თიბისი მდგრადი განვითარების მიმართულებით 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის არის მელიორა 2024-ის კონკურსზე მთავარი ჯილდო კატეგორიაში „წლის პასუხისმგებლიანი მსხვილი კომპანია“, ESG აკადემიის PEAK ჯილდო საერთაშორისო დეველორის კონკურსზე, ევრომანის ჯილდო მდგრადობის მიმართ გამორჩეული ერთგულებისთვის.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს მდგრადი განვითარების წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია. იხილეთ თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში: tbc-bank-group-plc-sustainability-report-2024.pdf

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა