ვაპირებთ ახალი ბოქსების ხაზის დამატებას - Bloom
ბლუმი • Bloom არის ქართული ბრენდი, რომელმაც ბაზარზე ოპერირება სულ ახლახან დაიწყო და მომხმარებელს ახალშობილებისთვის და მათი მშობლებისთვის საჭირო სასაჩუქრე ბოქსებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს სოფიო მუზაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Bloom არის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ახალშობილთა მშობლებისთვის შექმნილ სასაჩუქრე ბოქსებს აწარმოებს. ჩვენს ბოქსებში თავს იყრის ნივთები და სერვისები, რომლებიც ეხმარება მშობლებს ბავშვის დაბადების შემდგომ მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ სულ რამდენიმე კვირის წინ და ამ ეტაპზე ვმუშაობთ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.
ბრენდი შეიქმნა ზრუნვის, სითბოსა და მხარდაჭერის იდეის გარშემო. გამომდინარე იქიდან, რომ მე თავად ვარ ორი შვილის დედა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის გაჩენის შემდეგ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების დახმარება, მხარდაჭერა და მზრუნველობა. თითოეული ბოქსი ქმნის განცდას, რომ მშობლები მარტო არ არიან, რომ მათზე ზრუნავენ. ეს არის საუკეთესო საჩუქარი მათთვის, ვინც ახლახან შეუდგა მშობლობის სასიამოვნო, მაგრამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე გვაქვს სამი სახის ბოქსი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან კომპლექტაციით, დიზაინითა და ფასით. ესენია:
თითოეული ნივთი და სერვისი, რომლებსაც ჩვენს ბოქსებში იხილავთ, დიდი სიფრთხილით არის შერჩეული. საკუთარ და სხვის გამოცდილებაზე დაკვირვებით, ასევე პროფესიონალების რჩევის გათვალისწინებით ჩამოვყალიბდით ისეთ ნივთებზე და სერვისებზე, რომლებიც მშობლებს დაეხმარება ბავშვის მოვლაში, დასვენებაში, სტრესის მოხსნასა და განტვირთვაში. მაგალითად, პერსონალური განვითარების ქოუჩის ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც ისინი კვალიფიციურ რჩევებს მიიღებენ მათთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე; იოგას მასტერკლასის ვაუჩერი - ჩვენ გვჯერა რომ, მშობლის მენტალური ფიზიკური ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი აღზრდისათვის; კერამიკის მასტერკლასი წყვილებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს ბავშვის გაჩენის შემდეგაც დაუთმონ დრო პარტნიორულ ურთიერთობებს; ვიდეო ძიძა, რომელიც ეხმარება მშობლებს ბავშვის მოვლის ყოველდღიური რუტინის გამარტივებაში; წიგნები, რომლებიც მშობლების მრჩეველები გახდებიან შვილებთან ჯანსაღი ურთიერობების ჩამოყალიბების საკითხებში; პრემიუმ ხარისხის თავის მოვლის საშუალებები. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ საჭირო და საინტერესო ნივთებისა, რასაც ჩვენს ბოქსებში აღმოაჩენთ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
BLOOM-ის მთავარი უპირატესობა მისი სიღრმე და შინაარსი. ჩვენ არ ვყიდით შემთხვევით ნივთებს, როგორიც შეიძლება იყოს ეტლი, ბავშვის ტანსაცმელი ან საწოვარა ბოთლი, რაც ისედაც გავრცელებული და ბანალური საჩუქარია. გვინდოდა, რომ თავად მშობლებისთვისაც და სხვებისთვისაც შეგვეხსენებინა, რომ ამ დროს ბავშვზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობელი, მისი ფსიქო-ემოცური და ფიზიკური მდგომარეობა. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც რეალურად ეხმარება ახალბედა მშობლებს. ბოქსები გამოირჩევა ელეგანტური, დახვეწილი სასაჩუქრე დიზაინით, რაც იძლევა სიხარულის და კმაყოფილების განცდას, პროდუქტი თავისი ვიზუალითაც და შინაარსითაც იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს გააზრებულ, საჭირო და გამორჩეულ საჩუქარს ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, თანამშრომლისთვის თუ პარტნიორისთვის, რომელიც დგას ახალი გამოწვევის წინაშე. BLOOM-ის ჩუქებისას თქვენ ჩუქნით სითბოს, მზრუნველობას, მხარდაჭერასა და სიყვარულს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
მიზნად გვაქვს ფიზიკური გაყიდვების წერტილის დამატება. ასევე ვაპირებთ ახალი ბოქსების ხაზის დამატებას, რომლებიც სხვადასხვა თემატიკასა და საჭიროებას მოიცავს, მათ შორის შეიძლება იყოს ბოქსები ორსულებისთვის, ბავშვის პირველი დაბადების დღისთვის და ა.შ.
გრძელვადიან პერიოდში გვინდა BLOOM გახდეს ასოციაცია- ორსულების, მომავალი მამების და ახალბედა მშობლების თავშეყრის ადგილი, სადაც ისინი თავის გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს. მათ გვერდით იქნებიან პროფესიონალი პედიატრები, ფსიქოლოგები, გინეკოლოგები, ძიძები და ა. შ. რომლებისგანაც მშობლები მიიღებენ სანდო და კვალიფიციურ ინფორმაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გაეცნობიან თანამედროვე მიდგომებს ბავშვის გაზრდასთან და მშობლების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაიგეგმება ტრენინგები, ჯგუფური შეხვედრები და თემატური ღონისძიებები. გაიზრდება ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლობა მხოლოდ მოვალეობა კი არა, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, უანგარო სიყვარულით სავსე პროცესია, რომელიც უკეთეს საზოგადოებას ქმნის.
ცნობისთვის, ამჟამად მომხმარებლებს ბოქსების შეძენა მხოლოდ ონლაინ შეუძლიათ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
24.07.2025.18:32
საქართველოს 19-წლამდე ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში იასპარეზებს. შეხვედრები 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე რუმინეთში, პიტეშტში გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრების მთავარი მიზანი, ტურნირზე სამეულში მოხვედრა და მომდევნო სეზონისთვის A დივიზიონში გადასვლაა.
დასახული მიზნის მისაღწევად, ნაკრებმა გაიარა ინტენსიური, ერთთვიანი მომზადების ფაზა, რომელიც საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც მოიცავდა.
B დივიზიონში ისინი შეხვდებიან ისეთ ძლიერ მეტოქეებს, როგორებიც არიან: რუმინეთი, დანია, უკრაინა, პორტუგალია და აზერბაიჯანი.
ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო 2 გუნდი დაძლევს და მეოთხედფინალში გავა, დანარჩენები კი დარჩენილი ადგილებისთვის იბრძოლებენ.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.