Biotecsi კვლევითი ცენტრის გაფართოებას და სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
ბიოტეკსი • Biotecsi, ვეტერინარული პრეპარატების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც კავკასიის რეგიონში ბაზრის ლიდერია და მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. “ბიოტეკსს“ საკუთარი კვლევითი ცენტრი გააჩნია, რომელიც BrTRC -ის სახელითაა ცნობილი. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს, დავით კაზაროვს ესაუბრა.
„BrTRC-ის მიზანია სოციალური პრობლემების გადაჭრა ბიორაციონალურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით. ცენტრი აერთიანებს სამეცნიერო კვლევას, ტექნოლოგიურ ტრანსფერს და ინოვაციურ წარმოებას. BrTRC იმ სივრცედ იქცევა, სადაც თეორია პრაქტიკაში გარდაიქმნება “, ამბობს დავით კაზაროვი.
ცენტრს სხვადასხვა მიმართულება აქვს და მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან.
„კვლევითი ცენტრის ძირითადი ფოკუსი მიმართულია :
BrTRC მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომლებიც თანამედროვე სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის წინაშე დგას და მუდმივად ეძებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სოციალურ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
BrTRC აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.
„BrTRC აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან. ცენტრი მხარს უჭერს ინკლუზიური ცოდნის გავრცელებას და ინოვაციების ხელშეწყობას სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებში. ეს პარტნიორობა ემსახურება, როგორც მეცნიერული კვლევების პოპულარიზაციას, ისე პრაქტიკულ გადაწყვეტილებათა დანერგვას აგრარულ, ეკოლოგიურ და სამედიცინო სფეროებში.
ცენტრი თანამშრომლობს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია „მი ლაბ“-თან, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიებით და აკმაყოფილებს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს კვლევების სანდოობასა და მეცნიერულად გადამოწმებულ შედეგებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოლოგიური პრეპარატების, აგროქიმიკატებისა და ეკოლოგიური ტექნოლოგიების ტესტირებისთვის.
„მი ლაბ“-ის მიერ ჩატარებული ანალიზები ქმნის მყარ საფუძველს BrTRC-ის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების სტანდარტიზაციისა და ბაზარზე წარმოდგენისათვის. შედეგად, იზრდება ცენტრის მიერ შემუშავებული გადაწყვეტების ეფექტიანობა, ნდობა და კონკურენტუნარიანობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე “, - აღნიშნავს დავით კაზიროვი.
BrTRC -ის სამომავლო გეგმებში გაფართოება და პარტნიორობის გაღრმავება შედის, როგორც საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, ისე კვლევით ინსტიტუტებთან.
„BrTRC მიზნად ისახავს კვლევითი და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებას, მათ შორის:
ცენტრი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ინოვაციების ჰაბი ბიოტექნოლოგიების და ეკოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით “, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ BrTRC დაფუძნდა 30-წლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოტექსის“ ბაზაზე. დღეს ცენტრში დასაქმებულია პროფესიონალთა გუნდი, მათ შორის ქიმიკოსი და ტექნიკური პერსონალი. მისი მოდელი ეფუძნება „ღია კარის პრინციპს“ , რაც გულისხმობს თანამშრომლობის შესაძლებლობას, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერებისთვის, ისე სამეცნიერო ჯგუფებისა და საწარმოო ორგანიზაციებისთვის.
ცენტრი მდებარეობს თბილისში, იუმაშევის ქუჩაზე. მისი სამიზნე აუდიტორიაა როგორც საქართველოს რეგიონები, ისე სამეცნიერო წრეები საერთაშორისო დონეზე. BrTRC ღიაა ახალი თანამშრომლობებისთვის და მზად არის საკუთარი ცოდნა და რესურსი მოახმაროს საერთო მიზნების მიღწევას.
სხვა სიახლეები
Kairos Logistics უკვე სომხეთშია
18.11.2025.14:00
ქართული გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი აქტიურად ფართოვდება და იზრდება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, Kairos Logistics-ი უკვე ოფიციალურად წარმოდგენილია სომხეთში და ამ ბაზარზე არსებული მოთხოვნა მოლოდინს უკვე გადააჭარბა.
„გეტყვით, რომ ჩვენ აქამდეც ვაქტიურობდით სომხეთის ბაზარზე და აქტიურად გვყავდა დამკვეთები. უბრალოდ ახლა სომხეთში ოფიციალური წარმომადგენლობა დავაფუძნეთ და დავარეგისტრირეთ შპს. ავიყვანეთ ადგილობრივი გამოცდილი კადრები და მაქსიმალურად ფოკუსი ავიღეთ სფეროს განვითარებაზე, რადგანაც ლოგისტიკურად სომხეთი მიბმულია საქართველოზე. სომხეთის ბაზარზე ჩვენს კომპანიას საკმაოდ დადებითად აღიქვამენ, სანდოობა და რეპუტაციაც მაღალი გვაქვს. სომხეთის ბაზარზე საკმაოდ სწრაფად ვითარდებით და პირველი ორი თვის შედეგებმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა“, - განაცხადა ნამადოვმა.
როგორც Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, სომხეთის ბაზარზე ექსპორტისა და იმპორტის კუთხით მოთხოვნა ევროპის მიმართულებებზეა.
„ძირითადი ექსპორტი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ეს არის სომხეთი–ევროპის მიმართულება, ხოლო რაც შეეხება იმპორტს, აქაც ფოკუსი გვაქვს აღებული უკრაინისა და ევროპის მიმართულებაზე. ასევე ფოთიდან ტვირთების მომსახურებაზე, რადგანაც ისინი ფოთს განიხილავენ, როგორც საზღვაო არტერიას“, - განმარტავს Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics-ი 2013 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს და უკვე 6 ქვეყანაში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა: საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე სომხეთშიც.
საგულისხმოა, რომ Kairos Logistics-ი არსებულ მიღწევებზე არ ჩერდება და კიდევ მორიგი გაფართოებისთვის ემზადება.
„აქტიურად ვუყურებთ უზბეკეთის მიმართულებას და სავარაუდოდ, მომავალ წელს უზბეკეთის ბაზარზე უკვე დაგეგმილად შევალთ. ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნის მიმართულებაზე თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილები - ინფრასტრუქტურულად საქართველოს გამოვიყენებთ, როგორც ჰაბს და უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ბაზარს, როგორც სერვისების კუთხით, ისე ინფრასტრუქტურულად“, - განმარტავს მიხეილ ნამადოვი.
კომპანია Kairos Logistics ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, კომპანია მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე. პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 200-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო ბრენდს.
კომპანიის მისია დაარსების დღიდან უცვლელია - „პროფესიონალური ლოგისტიკური სერვისის შეთავაზებით ხელს ვუწყობთ კომპანიებს გაზარდონ წარმადობა და მუდმივად იდგნენ განვითარების გზაზე“.