როგორია "ბიოტეკსის" 2026 წლის განვითარების ხედვა
2026 წელი „ბიოტეკსისთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის წელი, როცა კომპანია 35 წლის იუბილეს აღნიშნავს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „ბიოტეკსის“ ფინანსურმა მენეჯერმა ანა ჭყონიძემ განუცხადა.
„2026 წელი ბიოტეკსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის წელი, როცა კომპანია 35 წლის იუბილეს აღნიშნავს - სამი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებით, ცოდნითა და სანდოობით. ჩვენთვის ეს თარიღი არ არის მხოლოდ სიმბოლური, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ „ბიოტეკსი“ არის სტაბილური და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია.
ბოლო 35 წლის განმავლობაში „ბიოტეკსმა“ არაერთი ეკონომიკური, საბაზრო და საკანონმდებლო გამოწვევა გადალახა. სწორედ ამ გამოცდილებამ მოგვცა უნარი, რომ ვიმოქმედოთ უფრო სტრატეგიულად, პროგნოზულად და პასუხისმგებლობით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
2025 წელი ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კომპანიამ შეძლო 20%-იანი ზრდის დაფიქსირება წინა წელთან შედარებით. ეს ზრდა ეფუძნებოდა ფინანსურ დისციპლინას, პროცესების ოპტიმიზაციას, პროდუქტების სწორ პოზიციონირებას და პარტნიორებთან გრძელვადიან ურთიერთობებს.
ჩემი, როგორც ფინანსური მენეჯერის ხედვა ეფუძნება ისეთი ზრდის მოდელს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება დაბალანსებულად და გრძელვადიანი ეფექტის გათვალისწინებით.
2026 წლის სტრატეგიული ფოკუსი არის ექსპორტზე დაფუძნებული ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. 35 წლიანი გამოცდილება გვაძლევს სანდოობას საერთაშორისო პარტნიორობისთვის და საშუალებას - სწორად მოვარგოთ პროდუქტები სხვადასხვა რეგიონს.
მდგრადობა ბიოტეკსის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვმუშაობთ კლიმატ- გონივრულ პროდუქტებზე, რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და მმართველობის გამჭვირვალობაზე.
ბიოტეკსის გზა აჩვენებს, რომ გამოცდილება, სტაბილურობა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა ქმნის მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს. 2026 წელი ამ გზის ბუნებრივი გაგრძელებაა და განვითარების ახალი შესაძლებლობების ეფექტიანი რეალიზების საშუალებას იძლევა, რაც დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსია “, - აცხადებს ანა ჭყონიძე.
ცნობისთვის, "ბიოტეკსი" ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ვეტერინარულ პრეპარატებს, საკვებდანამატებს, სადეზინფექციო საშუალებებს, მავნებლების კონტროლის პროდუქტებს და მცენარეთა მოვლის საშუალებებს. BrTRC კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, "ბიოტეკსს" თავისი პროდუქცია ექსპორტზეც გააქვს არაერთ ქვეყანაში და აგრძელებს გაფართოებას გლობალურად.
სხვა სიახლეები
TOP 10 კომპანია, სადაც 2025 წლის IV კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა
11.03.2026.12:14
ცნობილია იმ კომპანიების სია, სადაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
TOP 10 კომპანია ყველაზე მსხვილი ინვესტიციებით:
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის IV კვარტალში 391.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.3 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
წინასწარი მონაცემებით 2025 წლის მეოთხე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 202.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 76.8 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 38.7 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1 პროცენტს შეადგენს.