როგორია ავიაკომპანია Myway Airlines-ის გეგმები და როდიდან აღადგენს სამგზავრო გადაზიდვებს
მალე ავიაკომპანია Myway Airlines-ი სამგზავრო Boeing 777-ს მიიღებს და ჩარტერული, სამგზავრო რეისების შესრულებას შეუდგებაა. როგორც Business Insider Georgia-სთან ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე აცხადებს, ახალ ბორტს Myway Airlines-ი რამდენიმე დღეში მიიღებს და რომელიმე პროგრამის ფარგლებში დაასაქმებს.
„გავუშვებთ რაიმე ჩარტერულ პროგრამაზე, რათა გამოცდილება მივიღოთ და გადავამზადოთ თანამშრომლები. პარალელურად დავიწყებთ მეორე ბორტზე მუშაობას“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
როგორც ცნობილია რეგულარული ფრენების დასაწყებად ავიაკომპანიის ფლოტში მინიმუმ 2 საჰაერო ხომალდი უნდა ირიცხებოდეს.
ირკვევა, რომ Myway Airlines-ი Boeing 777-ის „დასაქმებისთვის“ რამდენიმე ვარიანტს უკვე განიხილავს.
Boeing 777, რომელსაც Myway Airlines-ი მიიღებს 2003 წლის მოდელია და ხომალდი 312 მგზავრზეა გათვლილი, საიდანაც 28 სავარძელი ბიზნეს კლასია. თვითმფრინავი არის შორმაგისტრალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შორ დისტანციებზე უწყვეტი ფრენების განხორციელება შეუძლია.
აღნიშნულ საჰაერო ხომალდს მგზავრებთან ერთად 12-15 ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაც შეგიძლია. ავიაკომპანიის მიერ ოპერირებად სატვირთო თვითმფრინავით კი 17 ტონამდე ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი.
რატი ბაკურაძის განმარტებით, აღნიშნული სატვირთო ხომალდი სხვადასხვა მიმართულებებითაა დაკავებული და რეისებს ასრულებს როგორც ახლო აღმოსავლეთის ისე იაპონიის მიმართულებით. თუმცა საჰაერო ხომალდის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, საბოლოო დანიშნულების წერტილს ხომალდი რამდენიმე ტექნიკური დაშვების შემდეგ აღწევს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ავიაკომპანია ასრულებდა როგორც ჩარტერულ ისე რეგულარულ რეისებს. პანდემიის პერიოდში კი სარეპატრიაციო ფრენებშიც იყო ჩართული. კომპანია საკუთარ ბორტებს სველი ლიზინიგითაც გასცემდა.
პანდემიის შემდეგ კი ავიაკომპანია ძირითადად სატვირთო გადაზიდვებზე იყო ორიენტირებული, თუმცა გასულ წელს სუდანში განვითარებულ მოვლენებს Myway Airlines-ის ორი ხომალდი შეეწირა.
Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა და მისი ავიაპარკი Boeing 737-800 ტიპის ორი სამგზავრო და Boeing 737-700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავს აერთიანებდა.
2022 წელს კი მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) შეუჩერა, რისი მიზეზიც არაგეგმური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები გახდა. ავიაკომპანიამ gcaa-ს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ავიაკომპანიის ფრენები დროებით აღდგენილ
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას უმზადებს. 27 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით მოწყობილ კონცერტებზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უცხოელ შემსრულებლებსაც შევხვდებით.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება: მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლების - New York Voices და Kennedy Administration, გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდისა და პოპულარული ქართველი მომღერლის ეკა მამალაძის კონცერტები, ორკესტრის თანხლებით. ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს კი მისი სასიმღერო შემოქმედების 2 საღამო მიეძღვნება. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდება.
ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „წლევანდელი ფესტივალისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ეს სეზონი გამორჩეულია რამდენიმე მიზეზით: წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეა და სწორედ მისთვის მიძღვნილი ორი საღამო დახურავს ფესტივალს. ფესტივალის შემდეგ კი ამ კონცერტით თელავს, ქუთაისსა და სხვა ქალაქებს ვესტუმრებით. ეს იქნება ძალიან ემოციური და მრავალფეროვანი საღამოები, არაერთი სიურპრიზით.
ასევე განსაკუთრებული იქნება პროექტი, რომელიც ფესტივალს გახსნის - მსოფლიო კინომუსიკის საღამო გაბორ ჰოლერუნგის დირიჟორობით. დიდ ეკრანზე გაეშვება მსოფლიო კინოშედევრებიდან 20-ზე მეტი სხვადასხვა ეპიზოდი, ორკესტრი კი ამ ეპიზოდებიდან ცნობილ ნაწარმოებებს ცოცხლად შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფესტივალის ფარგლებში 3-4 კონცერტის გამართვას ვახერხებდით, წელს კი „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით მოგვეცა საშუალება, შვიდი კონცერტი ჩავატაროთ და ჯანსუღ კახიძის საიუბილეო საღამო რეგიონებშიც ჩავიტანოთ.
ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრს უკვე წლებია მყარად ჩამოყალიბებული პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ეს არ არის მხოლოდ კონცერტების სერია, პროექტი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს შეუძლიათ ჩაერთონ, გაეცნონ განსხვავებულ კულტურას და პროფესიონალი მუსიკოსები ინსპირაციის წყაროდ აქციონ.
ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი ვუხსნით სივრცეს განათლებას, ინოვაციას და ახალ თაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხარისხიან კონტენტს ქმნის, გრძელვადიან გავლენას ახდენს და ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაშია“.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობით უკვე არაერთი მუსიკალური საღამო შედგა. გასულ წელს კომპანიის მხარდაჭერით, ფესტივალი „შემოდგომის თბილისი 2024“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კამერული, სიმფონიური, საგუნდო და ჯაზ-პოპ მუსიკის კონცერტები ჩატარდა.