როგორია A Little Paradise -ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
A Little Paradise • პატარა სამოთხე არის საოჯახო ტიპის ბიზნესი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მყუდრო ხის კოტეჯებში დასვენებას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს ვიკა ბერიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანიის „პატარა სამოთხის“ საქმიანობის მიზანია, შევთავაზოთ სტუმრებს სიმშვიდე, კომფორტი და ბუნებასთან ჰარმონიაში გატარებული დასვენება. ბიზნეს იდეა ოჯახისგან წამოვიდა და სწორედ, 2025 წლის დასაწყისიდან იწყება ჩვენი ისტორია. მას შემდეგ „პატარა სამოთხე“ თანდათან იზრდება და ვითარდება.
დღეს სტუმრებს ვთავაზობთ სამ სრულად აღჭურვილ, მყუდრო ხის კოტეჯს, საუნას, ღია აუზს და მის გარშემო მოწყობილ დასასვენებელ სივრცეს, სადაც შესაძლებელია როგორც განტვირთვა იდილიურ გარემოში, ისე ოჯახური თუ მეგობრული შეკრებები, დაბადების დღეები, ნიშნობები და სხვა მცირე ღონისძიებები.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლების ტენდენციები აჩვენებს, რომ მოთხოვნა ბუნებრივ და მყუდრო დასასვენებელ სივრცეებზე მუდმივად იზრდება. ადამიანები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას არა უბრალოდ ღამის გასათევ ადგილს, არამედ ისეთ გარემოს, რომელიც ზღაპრული, კომფორტული და ნამდვილად დასამახსოვრებელია. სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს ჩვენი კომპანია.
ძირითადი მოთხოვნა ქართველი სტუმრებისგან მოდის, თუმცა ხშირად გვესტუმრობენ ტურისტები როგორც მეზობელი, ისე შორეული ქვეყნებიდანაც, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ჩვენი სივრცის ცნობადობის ზრდას.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ ვართ საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლები, სადაც ყოველი დეტალი სიყვარულით, სითბოთი და ყურადღებითაა შექმნილი. სტუმრები არამხოლოდ ფორმალურ მომსახურებას, არამედ გულწრფელ ურთიერთობას იღებენ ჩვენგან. ჩვენ ვზრუნავთ მათ კომფორტზე ისე, როგორც ყველა ახლობელ ადამიანზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ გვაქვს მიზანი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა. ვგეგმავთ დიდი ზომის VIP კოტეჯის დამატებას და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას წლის ნებისმიერი სეზონისთვის.
ასევე, ვგეგმავთ სტუმრებისთვის ქართული სამზარეულოს შეთავაზებას. შესაძლებლობას, დააგემოვნონ ღვთაებრივი ქართული კერძები და ტრადიციული ღვინო, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს და დამამახსოვრებელს გახდის მათ სტუმრობას ჩვენს სივრცეში.
ჩვენთვის უმთავრესია, რომ „პატარა სამოთხე“ დარჩეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის - თბილი, გულწრფელი და იდეალური ადგილი, სადაც ყოველი სტუმარი თავს ისე იგრძნობს როგორც საკუთარ სახლში.
ცნობისთვის, „პატარა სამოთხე“ ქალაქ ბათუმში, ნიკოს მუსხელიშვილის ქუჩა N 22 -ში მდებარეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.17:42