მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

news image

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება თანამედროვე გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენას.

კეთილშობილი კავკასიური ირემი, არჩვის სამხრეთკავკასიური ქვესახეობა და კასპიური შურთხი - ეს იმ სახეობათა ჩამონათვალია, რომელთა მცირე ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საირმის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეინიშნება. ეკოლოგიური რესურსებითა და ბუნებრივი ლანდშაფტით მდიდარი ადგილი საუკეთესო პირობებს ქმნის საფრთხეში მყოფი სახეობების დასაცავად.

ისტორიული პროექტისა დასაირმეს რეკრეაციული ფერმისმოწყობის დამტკიცების შემდეგ ამ მისიის განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვაზე პასუხისმგებლობა ახლა ლიცენზიატს ეკისრება, რომელიც მოვალეობას გეგმის მიხედვით ასრულებს. უსაფრთხო გარემო უმთავრესი ფაქტორია, რაც, მაგალითისათვის, კეთილშობილი კავკასიური ირმის საირმეში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ამ დროისათვის დაახლოებით 1000 კავკასიური ირემია, რაც საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია. მისი დნმ სრულიად განსხვავდება ევროპაში გავრცელებული სახეობისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოყვანა მხოლოდ კავკასიის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, ისიც მხოლოდ დნმ-ის დადასტურებითა და სახელმწიფოს ნებართვით. არსებობს მეორე გზაც, რომელიც საირმის ტერიტორიაზე შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს. აუცილებელია, ტერიტორიაზე შეწყდეს ბრაკონიერობა, გაკონტროლდეს მტაცებელთა რაოდენობა, შემოისაზღვროს დაცული ტერიტორია, რომელიც 10 000 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, და მუდმივად კონტროლდებოდეს.

რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: „კეთილშობილი კავკასიური ირემი საქართველოს ტერიტორიაზე ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, გურია-აჭარის ქედზე, ლაგოდეხის ნაკრძალში, ასევე, გარდაბნის აღკვეთილში გვხვდება. მცირედი შემოსვლები აღინიშნება საირმეში, სადაც ამ დროისათვის მიმდინარე პროცესები იმედის მომცემია. ტერიტორია აღჭურვილია დაცვით, ყველგანმავალი ავტომობილებით მიმდინარეობს მონიტორინგი, დამონტაჟებულია ფოტოხაფანგები, პროცესში ჩართულია დრონები. თუ ტყე დაცული იქნება, საირმეს ირემი დაუბრუნდება

რაც შეეხება ირმის გამრავლების შესაძლებლობებს, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოპულაცია იქვეა, აბასთუმნის თავზე. თუ მას საირმეში უსაფრთხო გარემო დახვდება, ირემიც შემოვა, ეს ბუნებრივი პროცესია. ბიჟინი (ირმის ნაშიერი) სადაც იბადება, იქვე რჩება, ის ადგილი იქცევა მის სამშობლოდ

მეორე ვერსიაა ირმის საშენში გამრავლება, რომლის მოწყობის ვალდებულებაცსაირმეს რეკრეაციულმა ფერმამაიღო. ის შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კი ლიცენზიატისთვის წინაპირობაა, სახელმწიფოსგან მიიღოს უფლება, ბუნებაში მოიპოვოს ირემი გამრავლების მიზნით და შემდეგ უკან გაუშვას. მესამე გზა კი მისი სხვა ქვეყნიდან შემოყვანაა, თუმცა მხოლოდ დნმ-ის გადამოწმებით. ამას თავისი უპირატესობები აქვსსხვადასხვა ბუდის ირმების შეჯვარებით სისხლი განახლდება. ეს ძალიან კარგი იქნება არა მხოლოდ საირმისთვის, არამედ მთელი ბორჯომ-ხარაგაულის აკვატორიისთვის“. 

ცხოველთა მოპოვების უფლების მისაღებად საშენი შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი და ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. აუცილებელია დიდი ტერიტორია, დაცული ღობითა და სამეთვალყურეო სისტემით. ამასთანავე, თითოეულ ცხოველს, რომელსაც ფერმიდან ღია ტერიტორიაზე გაუშვებენ, ექნება სპეციალური GPS საყელო, რათა მუდმივი დაკვირვება იყოს შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ, „საირმეს რეკრეაციული ფერმისპროექტის ფარგლებში, კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებშივე, ტყეში მალე გაჩნდება სამარილეებიც, რაც ტერიტორიაზე ცხოველის გაჩერება-დარჩენას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ფერმაში ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია. ასევე, დამონტაჟებულია 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გაიზრდება და სათანადო ლოკაციებზე განთავსდება.

 

საირმე, რომელიც ცნობილია, როგორც სამკურნალო და საკურორტო ზონა, თავისი ტენიანი კლიმატითა და ტყიანი ტერიტორიებით იდეალურ გარემოს ქმნის ირმებისთვის. რეგიონს აქვს საკვები რესურსები, წყლის საკმარისი მარაგი და შედარებით დაცული გარემოეს ყველაფერი აუცილებელია ირმის პოპულაციის წარმატებული გამრავლებისთვის. საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, ქვეყანაში არანაკლებ 60-70 000 ერთეული კავკასიური ირემი უნდა იყოს. როცა ეს ციფრი 1000 ერთეულს სულ ოდნავ აღემატება, ნიშნავს, რომ ეს პოპულაცია კვდება“, – ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.

საირმეს რეკრეაციული ფერმისფარგლებში განთავსებულმა ფოტოხაფანგებმა ტერიტორიაზე აღმოაჩინა კიდევ ერთი საინტერესო არჩვის ქვესახეობა (ლათ. Rupicapra rupicapra aziatica), რომელიც ასევე წითელ ნუსხაშია დაცული. საქართველოში მისი ორი ქვესახეობაა და, როგორც სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, ორივეს დაცვა სჭირდება.

 

პროექტის ფარგლებში, მაისის მეორე ნახევრიდან საირმის ტყეში ექსპერტთა საველე გასვლები იგეგმება.

ვვარაუდობთ, რომ მეურნეობის ტერიტორიაზე, მთების კლდოვან ნაწილში არის კასპიური შურთხიც. თუ დადასტურდა, ეს ძალიან სასიხარულო აღმოჩენა იქნება, ცნობილია, რომ ისიც გადაშენების პირასაა. ამის მიზეზი უმეტესწილად არარეგულირებული ძოვება გახდა. მაგალითად, ცხვრის ფარა ფრინველის საბუდარ ადგილებში ძოვისას ხშირად ფრინველის ბუდეებს ანადგურებს

თუ ველური ბუნება გაქრება, გაქრება შინაური ცხოველიც და ადამიანიც. ერთი რგოლის ამოვარდნაც კი ყველაფრის რღვევას განაპირობებს. ვფიქრობ, პასუხისმგებლობიანი მეურნეობების გაჩენა ამ პროცესის შეჩერებას და წითელ ნუსხაში არსებული ცხოველების გადარჩენა-გამრავლებას შეუწყობს ხელს“, – გვითხრა რევაზ ბეჟაშვილმა.

გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, მათ შორის კეთილშობილი კავკასიური ირმის დაბრუნება, საირმეში ფართო მიზანს, ეკოლოგიურ თანასწორობას ემსახურება და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარემოს დაცვის უმთავრეს ფაქტორთან ერთად, საირმეში დაწყებული მასშტაბური პროექტი დაეხმარება და წაახალისებს ეკოტურიზმს საქართველოში, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც აისახება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

13.02.2026.12:10

თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებითაც სარგებლობს.

„ბანი 2007“ 18 წელია თიბისის პარტნიორია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების მენეჯმენტს; Hilton Garden Inn კი, ჯგუფის მეორე ობიექტია სტუმარმასპინძლობის სექტორში.

“მოხარული ვარ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ეს ნიშნავს რეგიონის ეკონომიკაში ჩადებულ ინვესტიციას, რაც ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას. სწორედ ესაა მთავარი პრიორიტეტები, რომლებსაც თიბისი პროექტების დაფინანსებისას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორს მთელს საქართველოში. სასტუმრობისა და ტურიზმის სექტორში თიბისის პორტფელი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ბანკმა ინდუსტრიის დაფინანსება 210 მილიონი ლარით, 22%-ით, გაზარდა“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

“მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ქალაქისა და რეგიონის წინაშე. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტით ბორჯომში მდგრად ეკოსისტემას ვქმნით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება რამდენიმე კომპანია და დასაქმდება არანაკლებ 80 ადამიანი, ექსპლოატაციის შემდეგ კი დაახლოებით 100 ადგილობრივი მიიღებს სტაბილურ სამუშაო ადგილს. განსაკუთრებულად გვიხარია თიბისისთან პარტნიორობა - ბანკთან, რომელიც რეგიონების გრძელვადიან განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს; პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს დაფინასებას, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის“,- ვაკო საღირაშვილი, პროექტის აღამასრულებელი მენეჯერი.

„Hilton Garden Inn-ის პროექტის განხორციელება ბორჯომში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას ქვეყნის ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის და მოხარული ვართ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმით თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში“ - კომპანია სარგებლობს სააგენტოს პროგრამით „ბიზნეს უნივერსალი“. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქვეყანაში ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესების გააქტიურებას“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა