მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

როგორი იქნება $6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი რიცხვებში - Eagle Hills-ი სტატიას აქვეყენებს

news image

Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina გამოხატავენ საქართველოს განვითარების ერთიან მიმართულებას, გზას, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ ზრდას და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, აერთიანებს თანამედროვე განვითარებას ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობასთან. ამის შესახებ Eagle Hills-ის ოფიციალურ ვებ გვერზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქართველოში $6.5 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება ყოველწლიურად მოიზიდავს 350 000-ზე მეტ ვიზიტორს, ჯამში დაასტიმულირებს $10 მილიარდზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას და შექმნის 30 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს მშენებლობის, საცალო ვაჭრობის, სტუმართმასპინძლობის სექტორში | Eagle Hills-ი სტატიას ქვეყნებს.

კომპანიის ვებ გვერზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორივე პროექტი ემყარება Eagle Hills-ის რწმენას, რომ პროგრესი თანხვედრაში უნდა იყოს როგორც ადამიანების, ისე გარემოს ინტერესებთან.

თბილისსა და გონიოს პორექტებში ეს მიდგომა გამოიხატება ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურაში, ჭკვიანი სისტემების ინტეგრირებაში, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო ქსელის შექმნაში და ასევე, გარემოსდაცვით ქმედებებში - განსაკუთრებით კი ბათუმში, სადაც ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებაზე.

,,საქართველოს ბუნება და მრავალწლიანი ტრადიციები ერთდროულად შთაგონებისა და პასუხისმგებლობის წყაროა. ეს პროექტები განიხილება როგორც ამ ლანდშაფტის გაგრძელება და ქმნის მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებას”, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორივე პროექტი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნული განვითარების დღის წესრიგს: ხელს უწყობს მდგრად ტურიზმს, პასუხისმგებლიან მიწათსარგებლობას და ქვეყნის გრძელვადიან პროგრესს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ სელის" ფილიალი გაიხსნა

28.10.2025.18:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ტელეკომ ოპერატორის, "გლობალ სელის", ფილიალი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "გლობალ სელის" ფილიალში მგზავრებს შეეძლებათ მიიღონ საუკეთესო პირობების მქონე სამოგზაურო SIM და eSIM ბარათი, ასევე, გაიაქტიურონ მათთვის სასურველი სატელეკომუნიკაციო სერვისები როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მთელი ევროპისა თუ მსოფლიოს დაფარვით.

კომპანია "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში.

რაც შეეხება კომპანიის სხვა სიახლეებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჭადრაკის საზოგადოების მიერ „გლობალ სელი“ ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორად იქნა აღიარებული.

"ევროპის ჭადრაკის კავშირის მხარდაჭერის ჯილდო გადაეცა "გლობალ სელს", ევროპის ჭადრაკის კავშირთან მისი ღირებული პარტნიორობის აღიარების ნიშნად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოთამაშეებისა და ღონისძიებებისთვის მთელ ევროპაში. "გლობალ სელის" სერვისმა გააუმჯობესა კომუნიკაცია, დაფარვა და წვდომა ციფრულ სერვისებზე ევროპული ჭადრაკის საზოგადოებისთვის" - აღნიშნულია ევროპის ჭადრაკის კავშირის ჯილდოზე, რომლის გლობალურ სატელეკომუნიკაციო კავშირს კომპანია "გლობალ სელი" უზრუნველყოფს.

"გლობალ სელი" ასევე პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა.

 



საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა