როგორ ვითარდება როუმინგ ინტერნეტის სერვისი საქართველოში - ბაზრის მიმოხილვა mobineX-ის მმართველ პარტნიორთან
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ როუმინგ ინტერნეტი ქართველი მოგზაურების დიდი ნაწილისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. ამის მიზეზი ჩაკეტილი ბაზარი, არაკონკურენტული გარემო და მაღალი ტარიფები იყო.
თუ აქამდე შეღავათიანი როუმინგ ინტერნეტის შეძენა მოგზაურებს მხოლოდ საერთაშორისო კომპანიების გავლით შეეძლოთ, დღეს უკვე ბაზარზე არაერთი ქართული კომპანიაა, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მაღალი ხარისხის მობილურ ინტერნეტს ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს.
mobineX-ი იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც 2023 წელს ქართველ მოგზაურებს შესთავაზა მაღალი ხარისხის როუმინგ ინტერნეტის სერვისი ადეკვატურ ფასად. მას შემდეგ ბაზარი მკვეთრად გაიზარდა და მრავალფეროვანი გახდა.
როგორ განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში როუმინგ ინტერნეტის სერვისი საქართველოში, დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კომპანია mobineX-ის მმართველ პარტნიორს და თანადამფუძნებელთს, მარიამ კაკაბაძეს დაუკავშირდა.
ცხადია, ჩვენთვის ეს სასიხარულო ამბავია და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით მსგავს სიახლეებს. ბაზრის გამრავალფეროვნება და ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლების ინტერესების დასაცავად აუცილებელი პირობაა. არჩევანის თავისუფლება აბონენტს საშუალებას აძლევს, ყველაზე ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტი აირჩიოს.
ასეთ დროს ჩვენი უპირატესობა დაგროვილი გამოცდილებაა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვთქვით, რომ შესაძლებელია, სამოგზაურო ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომ ფასად და შეღავათიან პირობებს გავლენა არ ჰქონდეს სერვისის სტაბილურობაზე. ამ მიმართულებით mobineX-ი იყო ინოვატორი და დღესაც ასე განვაგრძობთ სვლას. გვაქვს ჩვენი საკომუნიკაციო ენა, მოქნილი საფასო პოლიტიკა, მომხმარებელზე მორგებული ინტერნეტ შეთავაზებები, ხარისხიანი კავშირი, რაც ჩვენი აბონენტებისთვის პრიორიტეტულია.
როგორც უკვე აღვნიშნე, mobineX-ის მთავარი უპირატესობა სერვისების ხარისხში მდგომარეობს. ხშირად კომპანიები აბონენტების მიზიდვას ფასის მინიმუმამდე დაყვანით ცდილობენ, თუმცა, მნიშნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დღევანდელობაში ხარისხიანი სერვისი თავის თავში აერთიანებს საიმედო კომპანიას 24/7-ზე მხარდაჭერის გუნდით, ტექნიკურ გამართულობას და მოგზაურის საჭიროებებზე მორგებულ საინტერესო შეთავაზებებს, შესაბამისად, მხოლოდ პაკეტების ღირებულებებს შორის უმნიშვნელოდ მცირედ სხვაობას გავლენა ვეღარ აქვს კონკურენტულ უპირატესობებზე. mobineX-ის მთელი გუნდი ორიენტირებულია არსებული აბონენტების ლოიალობის შენარჩუნებაზე, რაშიც გვეხმარება ტელეკომ ბაზარზე ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ბრენდის მთავარი დაპირება, კერძოდ, გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ უსწრაფესი სამოგზაურო ინტერნეტით და სულ ხაზზე ვართ ჩვენც და ჩვენი აბონენტებიც.
ჩვენ წლებია ვცდილობთ, ქართულ ბაზარზე შემოვიდეთ, როგორც MVNO - ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორი, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტექნოლოგიურ განვითარებას. ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოში ბაზრის სამომავლო პერსპექტივაზე. შეიძლება ითქვას, უკვე წარმატებით შევძელით როუმინგ ინტერნეტის სერვისებზე ბაზრის გამრავალფეროვნება და დიდი სურვილი გვაქვს, ამ მიმართულებითაც შევიტანოთ წვლილი. გვსურს, აქ ვიყოთ ლოკალური მობილური ოპერატორი.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ mobineX-ი არის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ქართული წარმომავლობის კომპანია, შესაბამისად, გვყავს სტაბილური და გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორები, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად გვაქვს საინტერესო შეთავაზებები, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერები ვართ, მაგალითად, დროდადრო განსაკუთრებულ შეღავათებს ვთავაზობთ სპორტის მოყვარულებს და მათ, ვისაც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება სურთ.
გარდა ამისა, გვყავს ქართულენოვანი საინფორმაციო გუნდი ყველა საკომუნიკაციო არხში, რომელიც 24/7-ზე მზად არის აბონენტებს დახმარება გაუწიოს. ბოლო პერიოდში ჩვენი სერვისების ჩამონათვალს დაემატა AI ასისტენტის მომსახურება, რომელიც საჭიროებებისა და პრეფერენციების მიხედვით ყველაზე ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტის არჩევის საშუალებას იძლევა წამებში.
mobineX-ის კიდევ ერთი უპირატესობა ჩვენი აპლიკაციის დამატებითი ფუნქციონალია. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა დარეკვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე ისე, რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა. ამ ფუნქციას ხშირად იყნებენ ჩვენი აბონენტები, როცა საზღვარგარეთიდან ბანკში დარეკვა უნდათ რაიმე ტრანზაქციასთან ან ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით, საღამოს რესტორნის ან ტაქსის დაჯავშნას ცდილობენ ლოკალურად კონკრეტულ ქვეყანაში და ა.შ.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლების უკუკავშირი, ამიტომ პერიოდულად გამოკითხვას ვატარებთ. გამოკითხვაში ჩვენი მომხმარებლები ხშირად ამბობენ, რომ mobineX-ის ინტერნეტი სტანდარტულზე ნელა იხარჯება, რაც თავისთავად უიაფებს მოგზაურობის ხარჯებს და ბუნებრივია აღნიშნული ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
mobineX-ის აბონენტების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ბაზარი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მივიზიდოთ და ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ. ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ლოიალურობას, შესაბამისად, საინტერესო შეთავაზებები გვაქვს არა მხოლოდ პოტენციური მომხმარებლების ყურადღების მიქცევის მიზნით, არამედ არსებულ აბონენტებსაც მუდმივად ვუკეთებთ საჩუქრებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც სისტემატურად მოგზაურობენ და მოგზაურობისას ყოველთვის ირჩევენ mobineX-ს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ უკვე გავცდით ქართულ ბაზარს. mobineX-ი სომხეთის მასშტაბითაც წარმატებით ოპერირებს.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომელ ქვეყნებში სარგებლობენ ყველაზე ხშირად ჩვენი სერვისებით, კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან გააჩნია, სეზონს. ზაფხულის განმავლობაში, ბუნებრივია, საზღვაო კურორტები იყო აქტუალური - კვიპროსი, საბერძნეთი… ზამთარში სხვა მიმართულები, მაგ. ჩეხეთი, ავსტრია… არის ისეთი ლოკაციებიც, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნადია, ერთ-ერთი მათგანია თურქეთი. ინტერნეტ პაკეტების პოპულარობა ასევე დამოკიდებულია მიმდინარე მოვლენებზე. სპორტული ივენთების ან დიდი კონცერტების პერიოდში სხვადასხვა ლოკაცია ხდება მოთხოვნადი.
mobineX-ის კატალოგი 1800-ზე მეტ ინტერნეტ პაკეტს აერთიანებს. გვაქვს სხვადასხვა საჭიროებისა და პრეფერენციების მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ როუმინგ პაკეტები რამდენიმე ვალუტაშია ხელმისაწვდომი. ასევე სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება CHEAP TRAVEL-ის ჯგუფის წევრებისთვის, Mastercard ბარათის მომხმარებლებისთვის და ა.შ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია აბონენტებთან კომუნიკაცია და სწორედ ამის საფუძველზე ვავითარებთ ახალ იდეებს. ვცდილობთ, მომსახურება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, გავიჩინოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორები, გავამრავალფეროვნოთ სერვისები და შევინარჩუნოთ ხარისხი. მაგალითად, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ხელოვნური ინტელექტი, ჩვენც დავამატეთ შესაბამისი ფუნქციონალი - AI ასისტენტი, რომელიც აბონენტებს ინტერნეტ პაკეტის არჩევაში ეხმარება. სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს და მათ განხორციელებას ნელ-ნელა იხილავენ აბონენტები.
ჩვენი მომსახურება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეც არის გათვლილი. ინტერნეტის გამოყენება საქართველოშიც თავისუფლად შეიძლება და ტურისტებისთვის გვაქვს ქართული პაკეტები. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ბაზარზე ვართ გასული, ამ ქვეყნებში იციან, რომ mobineX-ის ინტერნეტით სარგებლობა ნებისმიერ ლოკაციაზე შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებებიც ანალოგიურად ვრცელდება უცხოელების შემთხვევაში. Mastercard-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ნაჩუქარი 1GB-ით, ჩვენი აბონენტებისთვის შეღავათები ვრცელდება იბის ჰოტელში დარჩენის შემთხვევაშიც და ა.შ.
ჩვენ გსურს mobineX-ელებმა არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ საქართველოშიც იგრძნონ მხარდაჭერა. აქაც შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური პრივილეგიებით და იგრძნონ, რომ mobineX-ი მათ გვერდით არის. ეს სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მიუხედავად იმისა, რომ სულ ახალი ამბავია, უკვე გვაქვს მომხმარებლებისგან პოზიტიური უკუკავშირი. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და შემდეგ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს.
ჩვენი მიზანია, mobineX-ის მომსახურება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. უკვე აქტიურად ვოპერირებთ სომხეთის ბაზარზე და სხვა მიმართულებებითაც დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ერთ დღესაც ქართულ ბაზარზე შემოვალთ, როგორც ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა
სხვა სიახლეები
ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, „ტრამპთაუერ თბილისი“ კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა - ერიკ ტრამპი
19.04.2026.12:00
ტრამპის სახელი მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება, ხოლო Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ვამაყობთ, რომ ამ გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში ვნერგავთ და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან.“- აცხადებს ერიკ ტრამპი, “ტრამპის ორგანიზაციის” აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
“არქი” ჯგუფთან, Biograpi Living-თან, The Sapir Organization-თან, Blox Group-თან და Finvest Georgia-სთან თანამშრომლობით, The Trump Organization საქართველოში თავის პირველ ბრენდირებულ პროექტს წარადგენს, რაც რეგიონში ფუფუნებისა და დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. დაახლოებით 70-სართულიანი გამორჩეული ცათამბჯენი ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა გახდება. იგი გადაჰყურებს ცენტრალურ პარკს და მრავალფუნქციური სივრცის მთავარ ცენტრად იქცევა, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და განსაკუთრებულად შერჩეული ცხოვრების სტილის სერვისები.”- ნათქვამია განცხადებაში.