როგორ ვაქციოთ ჩვენი სურვილები რეალურ მიზნად?!
ადამიანებს გვიჭირს ხოლმე სახელი დავარქვათ მოვლენებს, ურთიერთობებს, გეგმებს. არადა, როცა ამას ვაკეთებთ, ყველაფერი მარტივდება, თავის ადგილას დგება და მიზნებიც უფრო ხელშესახები ხდება.
დეკემბრის დასაწყისში თითქმის ყველა ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რა ცვლილებები გვინდა ახალი წლიდან. ზოგს მოგზაურობა და ახალი შეგრძნებები გვიზიდავს, ზოგს გვსურს სასწორზე დადგომისას რამდენიმე კილოგრამით ნაკლებ ციფრს ვხედავდეთ. ზოგი სულაც კულინარიულ ინფლუენსერობას უმიზნებს და მოტივაციისთვის სამზარეულოს განახლებას გეგმავს.
სურვილები მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მათგანისთვის არსებობს ერთი ფსიქოლოგიურად ძლიერი ხრიკი, რომელიც მათ რეალურ მიზნად აქცევს. როგორც კი მიზანს კონკრეტულ სახელს არქმევ, ტვინიც სხვაგვარად იწყებს მუშაობას და ეს სულაც არაა თვითმოტივაცია ან კოსმოსში უმისამართოდ გაგზავნილი სიგნალი, ნამდვილად მეცნიერულად დამტკიცებული ეფექტია.
2021 წელს 15 000 -ზე მეტ მონაწილეზე დაკვირვებით ჩატარდა კვლევა, რომელიც ორ ტექნიკას დაეფუძნა: mental contrasting- როცა ადამიანები სასურველ მომავალს წარმოიდგენენ თუმცა მაშინვე იაზრებს რეალურ დაბრკოლებებს, და implementation intentions- ანუ, დაგეგმო: ზუსტად რა უნდა გააკეთო და როდის.
ფორმულა კი ასე მუშაობს: მოიფიქრე მიზანი (მაგალითად, ბავშვობის ოცნების ასრულება და პარიზის დისნეი-ლენდში სრული ერთი დღის გატარება), იფიქრე რეალურ დაბრკოლებებზე (მაგ: ზედმეტად მფლანგველი ხარ) დაარქვი მას სახელი და შეადგინე „თუ–მაშინ“ გეგმა (“თუ ხელფასს ავიღებ, მაშინ 100 ლარს შევინახავ). კვლევის ავტორმა ფსიქოლოგმა ვანგმა დაასკვნა, რომ კვლევის მონაწილეებს, რომელთაც მიზნებისთვის კონკრეტული სახელი ჰქონდათ დარქმეული უფრო მოტივირებულები იყვნენ და მისი მიღწევის შანსი ბევრად იყო გაზრდილი.
ცნობილი დოკუმენტური ფილმი ‘secret” (საიდუმლოც) ხომ ნანახი გაქვს? ყველა გმირი რეალურია და თავიანთი ისტორიებით გვიმტკიცებენ, რომ თუ მუდმივად ფიქრობ იმაზე, რაც გულით გინდა და წარმოიდგენ მისმიღწევისას განცდილ სიხარულს, მიზანი რეალობად გექცევა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კიდევ უფრო პრაგმატული ფინანსური ქცევის კვლევები პირდაპირ ამტკიცებს, რომ „სახელს“ ნამდვილად აქვს ძალა. ფული, რომელსაც სახელს არქმევ, ნაკლებად იხარჯება. ადამიანები, რომლებიც დანაზოგს სახელს არქმევენ, სპონტანურად თანხას აღარ ფლანგავენ და მიზნისკენ უფრო სწრაფად მიდიან.
თუ სკეპტიკოსი ხარ და მსგავს კვლევებს ეჭვის თვალით უყურებ, დეკემბერი კარგი შანსია, ეს თეორია საკუთარ თავზე გადაამოწმო. ახალი წლის წინ მოახლოებულ ჯადოსნობას რომ თავი დავანებოთ, არც არაფერს კარგავ?! თანხის შეგროვება ცუდი იდეა როდის ყოფილა?
თან თიბისის ანაბარზე- „ჩემი მიზანი“, საკუთარი მიზნისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ, მინიმალური თანხით შეგიძლია. დამატებითი მოტივაციისთვის, დეკემბრის თვეში თიბისი +1% სარგებელსაც დაგიმატებს და წლიური დანაზოგი ეფექტური ლარში 9.74%-დან გექნება.
დაარქვი შენს მიზანს კონკრეტული სახელი და ერთი წლის შემდეგ, დარწმუნდი შედეგის მაგიურობაში.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.