როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
ბოლო წლებში საქართველო ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა, რაშიც უდიდესი წვლილი 500 Global in Eurasia-ს, საქართველოს ბანკისა და GITA-ს პარტნიორობამ შეასრულა. ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი სტარტაპი Quissly - ია, რომელმაც 500-ის პროგრამაში მონაწილეობა ჯერ კიდევ პროდუქტის რელიზამდე დაიწყო და უკვე 12 ქვეყანაში ოპერირებს.
რა არის Quissly?
დღეს ონლაინ შოპინგისას მომხმარებელს სტანდარტული ძიება აღარ ჰყოფნის. მას სურს, რომ სისტემას კონტექსტი ესმოდეს და თავად ხვდებოდეს, მაგალითად, როგორი სავარძელი მოუხდება მწვანე კედელს. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს Quissly - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა და ჩატი, რომელიც ონლაინ სივრცეში ფიზიკური მაღაზიის გამოცდილებას ქმნის.
“წარმოიდგინე, რომ ონლაინ მაღაზიაშიც ზუსტად ისე შეგიძლია დაუსვა კითხვა სისტემას, როგორც რეალურ კონსულტანტს. ტრადიციული საძიებო სისტემებისგან განსხვავებით, სადაც ბიზნესებს თითოეული სიტყვისა თუ შესაძლო ტექნიკური შეცდომის ხელით გაწერა უწევთ, Quissly-ის მთავარი უპირატესობა მისი "ჭკუაა",- ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი, თაზო ლეჟავა.
სისტემა უნაკლოდ აღიქვამს შეცდომით დაბეჭდილ სიტყვებს, ბარბარიზმებს და მომხმარებლის კონტექსტს. მეტიც, სისტემას შეუძლია პროდუქციის სურათებით მოძიება და შოპინგის პროცესის პირდაპირ Messenger-ში, Instagram-სა თუ WhatsApp-ში დასრულება.
რით განსხვავდება Quissly სტანდარტული ჩატბოტებისგან?
Quissly-ში ინტეგრირებულია Human-in-the-loop მოდელი, რადგან კომპანიაში კარგად ესმით ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობა.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელი, თაზო, აღნიშნავს:
“რამდენად გასაოცარიც უნდა გვეჩვენებოდეს AI-ს შესაძლებლობები, კრიტიკული მომხმარებლის თვალში ის არ არის იდეალური, არ აქვს საკმარისი ადამიანური უნარები, ემპათია, რომელიც მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება”.
სწორედ ამიტომ, თუ მომხმარებელს ადამიანთან საუბარი დასჭირდება, სისტემა მას შეუფერხებლად გადაამისამართებს ოპერატორთან.
რეალური შედეგები
Quissly-ის ტექნოლოგიის დანერგვა პირდაპირ აისახება ბიზნესის ზრდაზე:
• კონვერსია ძიებიდან ყიდვამდე დაახლოებით 20%-მდე იზრდება;
• საშუალო კალათის ზომა 10-დან 40%-მდე იმატებს;
• მომხმარებლები დამატებით ფილტრებს იყენებენ მხოლოდ 2.6% შემთხვევაში (მაშინ, როცა მსოფლიო მაჩვენებელი 33-45%-ია). ეს ნიშნავს, რომ სისტემა პირველივე ცდაზე ზუსტ შედეგს აჩვენებს.
500 Global in Eurasia-ს ეფექტი და გეზი ამერიკისკენ
სტარტაპისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 500 Global in Eurasia-ში მონაწილეობა:
“500 Global-ში მოხვედრა სიგნალი იყო, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებდით. ფასდაუდებელი კავშირების გარდა, მთავარი იყო ე.წ. mindset-ის ცვლილება. თუ მანამდე 3-4 წელიწადში 100 კლიენტი ამბიციური გეგმა გვეგონა, 500-ში მონაწილეობით ეს რიცხვი გაათმაგდა და ვადა განახევრდა. დავიჯერეთ ექსპერიმენტების ძალის”, - იხსენებს თაზო.
Quissly ახლა Shopify-ის აპლიკაციის დასტურს ელოდება, რაც განვითარების პროცესს კიდე უფრო დააჩქარებს. აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ბაზრების ათვისების შემდეგ კი სტარტაპმა მთავარი გეზი ამერიკისკენ აიღო. ამ დიდი მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია 11 მარტს საქართველოს ბანკის პარტნიორობით გამართულ 2026 Select USA Tbilisi Startup Pitch Competition-ზე გამარჯვებაც.
ამერიკის პარალელურად, სტარტაპი ევროპაშიც აღწევს წარმატებას. Vestbee-მ, რომელიც ინვესტორებისა და სტარტაპების დამაკავშირებელი წამყვანი ევროპული პლატფორმაა, ქართული გუნდი ევროპის ტოპ 100 სტარტაპს შორის დაასახელა, ხოლო Global Startup Awards-ზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამარჯვების შემდეგ, მაისში Quissly მალტაზე გაემგზავრება და უკვე გლობალურ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
Quissly-ის მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება 500 Global in Eurasia-ს მსგავსი პროგრამითა და სწორი მხარდაჭერით, ქართულმა სტარტაპმა ოფიციალურ რელიზამდე დაიწყოს გლობალური ზრდა და მსოფლიოს წამყვანი ბაზრების სრულფასოვანი მოთამაშე გახდეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა
სხვა სიახლეები
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
27.03.2026.17:07