როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ გადარიცხვები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი მეწარმეებს ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის გამარტივებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ნებისმიერ დროსა და ადგილას ერთ აპლიკაციაში შესაძლებელია:
აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი გადარიცხვებია. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის გასაზიარებლად და უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად, ბიზნეს მობილბანკიდან თანხის გადასარიცხად სამი მარტივი გზაა:
კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდით, რომელიც საგადასახადო საქმიანობისთვის ბიზნესისთვის მიკუთვნებული ნომერია. მისი გამოყენებით გადარიცხვისას შეცდომის რისკი დაბალია და კომპანიის სრული საბანკო დეტალების მოძიება საჭირო აღარაა.
პირადი ნომრით- თუ მიმღები ფიზიკური პირია – მომხმარებელი, სერვისის მიმწოდებელი, ინდ მეწარმე ან პარტნიორი - გადარიცხვისას მისი პირადი ნომერი შეგიძლიათ მიუთითოთ. სისტემა შესაბამის ანგარიშსავტომატურად მოძებნის და გადარიცხვას რამდენიმე წამში დაასრულებთ.
ანგარიშის ნომრით გადარიცხვა კი ტრადიციული, სტანდარტული გზაა. მისი დახმარებით შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე სხვა პირებთან, სხვა ბანკებსა თუ ხაზინაში.
„გადარიცხვების პროცესის გამარტივებით, საქართველოს ბანკი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურ პროცესებში ნაკლები დრო დახარჯონ და ბიზნესის ზრდასა და სტრატეგიულ საკითხებს მეტიდრო დაუთმონ. რაც მთავარია, ბიზნეს მობილბანკი მუდმივად ვითარდება და რეგულარულად ემატება ფუნქციები, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულია“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
გამოცადეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.14:00
საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.
„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.
სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:
• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.
თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.