მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.8
-0.0067
flag
AZN 1.5575
-0.0001
flag
CNY 38.871
-0.0159
flag
EUR 3.0026
-0.0174
flag
GBP 3.4838
-0.0166
flag
KZT 54.41
-0.0006
flag
TRY 0.0569
-0.0001
flag
USD 2.6473
-0.0007
news banner

როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ბიზნესის სამართავად

news image
mbc image

დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფას რესურსად იქცა, ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსების მართვის სწრაფი და მარტივი გზები გახდა. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას გთავაზობთ – ესაა ერთი აპლიკაცია, სადაც ყველა ის  ძირითადი სერვისი ერთიანდება , რაც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს.

რატომ ბიზნეს მობილბანკი?

აპლიკაცია მუდმივად ვითარდება და ახალი ფუნქციები ემატება, რათა ბინესის საჭიროებებს სრულად უპასუხოს. ბიზნეს მობილბანკი შესაძლებლობას გაძლევთ, მართოთ კომპანიის ფინანსები ონლაინ და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა.

რა უპირატესობებს აერთიანებს ბიზნეს მობილბანკი?

სატენდერო გარანტია – ტენდერებში მონაწილეობის მსურველ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მნიშვნელოვანი დოკუმენტი 1 საათზე ნაკლებ დროში, პირდაპირ აპლიკაციიდან მიიღონ.

წერილები ციფრულად – ყველა საკითხზე ბანკიდან პასუხს პირდაპირ ბიზნეს მობილბანკში მიიღებთ.

ბიზნეს შეთავაზებების მოდულში შეგიძლიათ იპოვოთ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებზე ფასდაკლებები, ქეშბექები ან სპეციალური პირობები თქვენი საქმიანობის გასაძლიერებლად.

თანხის კონვერტაცია პირდაპირ მობილბანკშია ხელმისაწვდომი.

ხელფასების გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე პაკეტურად.

სხარტი ბიზნეს სესხით დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება უკვე ფილიალში მისვლის გარეშე შეგიძლიათ .

ბიზნეს ნაკრების გააქტიურებით, ერთი საკომისიოს ქვეშ გააერთიანებთ საჭირო პროდუქტებს, სერვისებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.

იხილავთ გადახდების ისტორიას - ჩარიცხვებს, რომლებიც განხორციელდა საქართველოს ბანკის ტერმინალებით ან ონლაინგადახდებით.

ახალ ანგარიშს  გახსნით დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე.

გარდა ამისა, შეასრულებთ ყოველდღიურ ტრანზაქციებს - გადარიცხავთ თანხას, დაფარავთ კომუნალურ და სხვა გადახდებს, შეამოწმებთ ტრანზააქციებს ან შეძლებთ პლასტიკური ან ციფრული ბარათის შეკვეთას თქვენთვის ან თქვენი თანამშრომლებისთვის.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ თქვენი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად შეიქმნა. თანამედროვე, მოქნილი და მუდმივად განახლებადი ფუნქციებით ის მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.

გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და გამოსცადეთ მისი უპირატესობები. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24.06.2026.21:16

საქართველოს ფოსტასა და საერთაშორისო სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის ლოჯისტიკური ეკოსისტემის განვითარებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის თანამედროვე საჰაერო ტერმინალი სრულად მოემსახურება Silk Way West Airlines-ს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს, გაზრდის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების უფრო სწრაფ და გამართულ გადაადგილებას.

პარტნიორობა ითვალისწინებს საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებასა და საჰაერო გადაზიდვების შესაძლებლობების განვითარებას. თანამშრომლობის შედეგად, უნივერსალური საფოსტო მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირდება სატრანზიტო ვადები და გაფართოვდება დანიშნულების ქვეყნების ჩამონათვალი, რაც საქართველოს ფოსტის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ უფრო სწრაფი, მოქნილი და ფართო გეოგრაფიული დაფარვის მქონე სერვისით. აღნიშნულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის პირველი წარმატებული შეთანხმებაა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის განცხადებით, Silk Way West Airlines რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი სატვირთო ავიაკომპანიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე.

„ავიაკომპანიის ფართო გლობალური ქსელი და ძლიერი ოპერაციული შესაძლებლობები ქმნის ახალ პერსპექტივებს როგორც პირდაპირი, ისე ტრანზიტული ნაკადების განვითარების მიმართულებით. საქართველოს ფოსტის საჰაერო ტერმინალი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მზად არის უზრუნველყოს ავიაკომპანიის ოპერაციების სრული ციკლი - ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების მიღება, დამუშავება, უსაფრთხოების კონტროლი და მათი მომზადება საჰაერო გადაზიდვისთვის“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთბრუნვის ზრდას, ტრანზიტის დროის შემცირებას, გლობალური დანიშნულებების გაფართოებას, ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, როლის გაძლიერებას.

აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა