როგორ შეგიძლიათ გაავრცელოთ თქვენი ბიზნესის შეთავაზებები საქართველოს ბანკის არხებით – Ads მენეჯერი
დღეს, როცა მომხმარებელი ყოველდღიურად ათეულობით შეტყობინებასა და შეთავაზებას ხედავს, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რთული გამოწვევაა, მოხვდეს სწორ დროს, სწორ ეკრანზე. სწორედ ამაზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი კიდევ უფრო ვითარდება — ესაა პლატფორმა, სადაც ბიზნესს საკუთარი მომხმარებლებისთვის ფასდაკლების, ქეშბექის, ან PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა და გამოქვეყნება შეუძლია.
სად გამოჩნდება თქვენი შეთავაზება?
Ads მენეჯერი ბიზენსს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ გაიგოს, თუ რა საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს ბანკი – განსაზღვროს, სად და როგორ გავრცელდება მის მიერ შექმნილი შეთავაზება:
• SMS-ით სამიზნე აუდიტორიასთან;
• Newsletter-ით სამიზნე აუდიტორიასთან;
• სოციალურ მედიაში– საქართველოს ბანკის ოფიციალურ გვერდებზე;
• Offers.bog.ge – ერთიანი სივრცეში, სადაც მომხმარებლები საკუთარი ინტერესების მიხედვით შეთავაზებებს ეძებენ;
• მობილბანკში – აპლიკაციის „story“-ში ან შეთავაზებების გვერდზე;
• sCoolApp-ში, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილ აპლიკაციაში, სადაც ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები ვრცელდება.
რატომ არის ეს პლატფორმა განსაკუთრებით ღირებული მცირე და საშუალო ბიზნესიებისთვის?
ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი შეთავაზება ფართო აუდიტორიას წარუდგინოს. საგულისხმოა, რომ მხოლოდ მობილბანკს უკვე 1.7 მილიონამდე მომხმარებელი იყენებს.
გარდა ამისა, შესაძლებელია მიზნობრივი სეგმენტაცია – Ads მენეჯერში შესაძლებელია, ზუსტად განსაზღვროთ, ვისთვის ქმნით შეთავაზებას: SOLO, Amex, Plus ბარათის მფლობელებისთვის, სტუდენტებისთვის, ან კონკრეტული ინტერესებისა და ასაკის მომხმარებლებისთვის თუ სხვა. გარდა ამისა:
• ინფორმაცია საქართველოს ბანკის არხებში ბიზნესისთვის უსასყიდლოდ ვრცელდება
• პროცესები მარტივია – პლატფორმა ინტუიციურია და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, თვითონ შეგირჩევთ რა ტიპის შეთავაზების შექმნაა ყველაზე ოპტიმალური, გარდა ამისა, AI-ის მეშვეობით შესაფერის ვიზუალსა და საკომუნიკაციო ტექსტებსაც შექმნით.
• ანალიტიკა რეალურ დროში – ნახავთ, ვინ გამოიყენა და რა შედეგი მოიტანა კამპანიამ.
Ads მენეჯერი მუდმივად ვითარდება და მას ემატება ფუნქციონალები, რომლებიც ბიზნესს შეთავაზების შექმნიდან მის გააანალიზებამდე სრულ პროცესს უმარტივებს.
როგორ დავიწყოთ?
თუ თქვენი მიზანია გაყიდვების სტიმულირება, ახალი მომხმარებლების მოზიდვა ან ლოიალობის ზრდა — შექმენით შეთავაზება manager.bog.ge-ზე.
Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ. თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ.
სხვა სიახლეები
09.10.2025.19:00
EMAAR-ის ინვესტიციის განხორციელებით, ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა.
„გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიანად რეგიონთან და ცენტრალური აზიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და გახლავთ დღეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი „ჰაბია“ საავიაციო - აქედან გამომდინარე, ისინი მოიცავენ, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც, რომ ავიღოთ სიხშირე ფრენების არამარტო ერთი ავიაკომპანიის, ახლა Etihad Airways დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის გატანა მსოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში. ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს აქტაუსთან, კურიგთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან. ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. დღეს ეს არის მათი სტრატეგიული რეგიონი მათი ინვესტიციებისთვის. იცით რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები როგორიც არის „აბუ-დაბის პორტის ჯგუფი“, „დუბაი პორტს ვორლდ“ (Dubai Ports World) და ა.შ იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერული კომპანიები. მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, საქართველო არის პოპულარული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ეს კრავს მთლიან ჯაჭვს ინტერესისას. ყახაზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.
"თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.
„მაგრამ გარდა ამისა, მათ გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებია, იქ სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განმარტავს ინაიშვილი.