როგორ შეგიძლიათ ბიზნეს ანაბრის გახსნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით
ბიზნესისთვის შემოსავლებისა და რესურსების ზრდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამის ერთ-ერთი გამორჩეული გზა კი ბიზნეს ანაბარია, რომელიც თანხის საიმედოდ შენახვასაც უზრუნველყოფს და რაც მთავარია, ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, კაპიტალმა დამატებითი შემოსავალი მოუტანოს.
რატომ საქართველოს ბანკში?
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანაბრის გახსნა პირდაპირ მობილბანკით, სრულად ციფრულადაა შესაძლებელი. ამასთანავე, ბანკი მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ანაბარს მოქნილი პირობებით, დამატებითი სარგებლითა და მართვის გამარტივებული შესაძლებლობით სთავაზობს.
ბანკში ოთხი ტიპის ბიზნეს ანაბარია ხელმისაწვდომი - ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. რაც მთავარია, თუ გახსნით ვადიან ანაბარს ლარში ონლაინ ან შეგროვებადს – ნებისმიერ ვალუტაში, 0.25%-ით მეტ სარგებელს მიიღებთ.
ვადიანი ანაბარი ბიზნესისთვის
ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია 500 ლარიდან (ან მისი ეკვივალენტიდან უცხოურ ვალუტაში). თქვენ თავად ირჩევთ ვადას — 3-დან 24 თვემდე, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გსურთ თანხის დეპოზიტზე დატოვება.
თანხის გატანა ვადის გასვლისასაა შესაძლებელი, სარგებელი კი ყოველთვიურად, ან ვადის ბოლოს დაირიცხება.
ანაბრის პროცენტული სარგებელი დამოკიდებულია ვალუტაზე:
• ლარში მიიღებთ წლიურ 10.95%-დან 12.25%-მდე სარგებელს (ეფექტური პროცენტი: 10.95%-დან 11.5%-მდე); დოლარში — 0.3%-დან 1.45%-მდე; ფუნტ სტერლინგში — 0.25%-დან 1.15%-მდე.
ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტაში —კომპანიის საჭიროებების შესაბამისად.
მოთხოვნამდე ანაბარი ბიზნესისთვის
თუ გსურთ, რომ ბიზნესს ყოველთვის ჰქონდეს თანხაზე შეუზღუდავი წვდომა და ამავე დროს სარგებელი მიიღოს, მოთხოვნამდე ანაბარი კარგი არჩევანია.
მისი გახსნა ნებისმიერი თანხიდან, მომსახურების საკომისიოს გარეშე შეგიძლიათ. უფრო მეტიც, ანაბარი უვადოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება თქვენთვის სასურველი ხანგრძლივობითაა შესაძლებელი.
თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გაიტანთ, სარგებელი კი წლის ბოლოს, ყოველდღიური ნაშთის მიხედვით დაირიცხება. ლარში მიიღებთ 2%-იან წლიურ სარგებელს (ეფექტური პროცენტი: 2.02%).
მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის
ამ ანაბრის გახსნაც, წინას მსგავსად, მარტივია — საწყისი თანხა არაა განსაზღვრული და არც გახსნის საკომისიოს დაფარვაა საჭირო. თანხის დამატება ან გატანა ნებისმიერ დროს შესაძლებელია შეუზღუდავად.
მთავარი განსხვავება კი სარგებლის დარიცხვის სისტემაშია. ამ შემთხვევაში:
• სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე ხდება.
პროცენტული სარგებელი ლარში – 3%-ია (ეფექტური პროცენტი -8.06%).
შეგროვებადი ანაბარი ბიზნესისთვის
თუ გსურთ ეტაპობრივად შექმნათ სოლიდური სარეზერვო კაპიტალი, შეგროვებადი ანაბარი ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალია.
მისი გახსნა 10 ერთეულიდანაა შესაძლებელი, ვადას კი 3-დან 24 თვემდე თავად ირჩევთ. ამ ტიპის ანაბარზე თანხის დამატება ნებისმიერ დროს, ხოლო გატანა — ვადის ბოლოს შეგიძლიათ.
სარგებელი ირიცხება:
• ყოველთვიურად;
• ან ვადის ბოლოს.
პროცენტული სარგებელი დამოკიდებულია ვალუტაზე:
• ლარში — 10.35%-დან 11.50%-მდე (ეფექტური: 10.85%-დან 11.41%-მდე);
• დოლარში — 0.8%-დან 2%-მდე (ეფექტური: 0.8%-დან 1.98%-მდე);
• ევროში — 0%-დან 0.6%-მდე (ეფექტური: ევროში 0%-დან 0.6%-მდე);
• ფუნტში — 0.8%-დან 2%-მდე (ეფექტური: 0%-დან 1.98%-მდე).
როგორ შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი ბიზნეს მობილბანკით?
ყველა ტიპის ბიზნეს ანაბრის გახსნა პირდაპირ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მენეჯერს ან ფინანსურ ხელმძღვანელს აღარ სჭირდება ფილიალში ვიზიტი — სასურველი ანაბრის არჩევა, პირობების დეტალურად გაცნობა და გახსნა შესაძლებელია სრულად დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მობილბანკის ანაბრების მოდულიდან.
გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.
სხვა სიახლეები
ექსკლუზიური ონლაინ ფასდაკლებები, პრომოკოდები და საუკეთესო პასკების არჩევანი ქალაქში — Glovo-ზე სააღდგომო კვირეული დაიწყო
04.04.2026.14:07
აღდგომა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ოჯახური შეკრებების, სადღესასწაულო სუფრისა და მრავალწლიანი ტრადიციების დრო. Glovo წელს განსაკუთრებულად იზრუნებს ერთგულ მომხმარებლებზე, რათა თითოეულმა ოჯახმა მარტივად და კომფორტულად აღნიშნოს ეს განსაკუთრებული დღე. აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს მრავალფეროვან სეზონურ ასორტიმენტს, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სწრაფ მიწოდებას.
აღდგომის ტენდენციები საქართველოში: რას, როდის და როგორ ირჩევენ მომხმარებლები
მომხმარებლები აღდგომისთვის მომზადებას ბოლო წუთამდე არ აჭიანურებენ. სულაც არა. Glovo-ს მონაცემების მიხედვით, მომხმარებლები სააღდგომო ასორტიმენტის, მათ შორის პასკების ძიებასა და შეკვეთას დღესასწაულამდე ერთი-ორი კვირით ადრე იწყებენ. ეს ასახავს საქართველოში დამკვიდრებულ ტრადიციას; სეზონის საუკეთესო პასკების დაგემოვნებისა და შედარების სურვილს. ყოველ გაზაფხულზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა სოციალურ ქსელებში არის: „რომელია წელს საუკეთესო პასკა?“. Glovo კი ის პლატფორმაა, სადაც ამ კითხვაზე პასუხის პოვნა მარტივადაა შესაძლებელი.
აღდგომის პერიოდში Glovo-ზე ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიებია: საცხობი და საკონდიტრო პროდუქტები, სუპერმარკეტები, ალკოჰოლი, სახლის დეკორი და ყვავილები. ეს კომბინაცია ნათლად აჩვენებს, როგორ ემზადებიან ქართველები დღესასწაულისთვის — პროდუქტის მომარაგებიდან დაწყებული, სახლის გაფორმებითა და საჩუქრების შერჩევით დასრულებული.
დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, სუპერმარკეტებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. მომხმარებლები ხშირად იყენებენ სწრაფ მიწოდებას, რათა ბოლო მომენტში საჭირო პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ. „ბოლო წუთის შოპინგი“ ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ქცევითი ტენდენციაა. Glovo კი ამ საჭიროებას განსაკუთრებული შეთავაზებებით პასუხობს.
ექსკლუზიური სააღდგომო შეთავაზებები Glovo-ზე
სადღესასწაულოდ Glovo თანამშრომლობს საქართველოს წამყვან საცალო ქსელებთან და ადგილობრივ ბიზნესებთან, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვანი და ექსკლუზიური შეთავაზებები შესთავაზოს.
4–8 აპრილის პერიოდში, ისეთი სუპერმარკეტები, როგორებიცაა აგროჰაბი, ნიკორა, ევროპროდუქტი, კარფური და სხვები, მომხმარებლებს სპეციალურ პრომოკოდებს სთავაზობენ — მათ შორის უკვე ფასდაკლებულ პროდუქტებზეც. მაგალითად, 80 ლარზე მეტი შეკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით 20 ლარის ფასდაკლების მიღება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია Glovo-ს აპლიკაციაში.
აგროჰაბის დირექტორი, გიორგი ჯაშიაშვილი აღნიშნავს: “აგროჰაბისთვის Glovo მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სააღდგომო პერიოდში, როდესაც ერთობლივი კამპანიები გვაძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა და გავზარდოთ გაყიდვები. მათი მხარდაჭერით ჩვენი სერვისები უფრო ეფექტურად ვრცელდება ყველა ციფრულ არხში და რეალურ შედეგებშიც აისახება”.
ექსკლუზიური შეთავაზებები ვრცელდება სხვადასხვა კატეგორიაში. გარდა ამისა, სპეციალურად შერჩეული სააღდგომო პროდუქტები ხელმისაწვდომია „მხოლოდ Glovo-ზე" განსაკუთრებული ონლაინ ფასებით, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. შეთავაზებები მოიცავს რამდენიმე კატეგორიას:
● საცხობი და საკონდიტრო — პასკა აღდგომის მთავარი სიმბოლოა. Glovo პოპულარულ საკონდიტროებთან, მათ შორის მადარტთან, თანამშრომლობით მომხმარებლებს 35%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს.
● ყვავილები — ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა ამ პერიოდში. პარტნიორი მაღაზიები, Noosh Flowers, Flower Bar, Gloria Flowers და სხვები, 15%-დან 40%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობენ მომხმარებლებს.
● სახლი და დეკორი — სადღესასწაულო ატმოსფეროს შესაქმნელად, Super Home-ის, BlueTabla-სა და Old Supra-ს პროდუქტებზე კი 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება.
ქართული ბიზნესის მხარდაჭერა
Glovo-სთვის აღდგომა მხოლოდ მომხმარებლის კომფორტს არ ნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია ადგილობრივი და რეგიონული პარტნიორების მხარდასაჭერადაც. კომპანია მზადებას დღესასწაულამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე იწყებს და პარტნიორებთან ერთად მუშაობს ოპერაციების გაუმჯობესებაზე, აპლიკაციაში ხილვადობის გაზრდასა და მიზნობრივი კამპანიების განხორციელებაზე.
ნინო ტომარაძე, Glovo-ს Q-Commerce-ის ხელმძღვანელი, აღნიშნავს: „აღდგომის პერიოდში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დროა როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის, Glovo განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. წინასწარ ვამზადებით, ვაუმჯობესებთ ოპერაციებს, ვამრავალფეროვნებთ შესაბამის ასორტიმენტს და ვუშვებთ კამპანიებს, რათა პარტნიორებმა მაქსიმალურად გაზარდონ ხილვადობა და გაყიდვები.
Glovo-ს ზრდა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი პარტნიორების ციფრულ განვითარებასთან, ბევრისთვის ჩვენ ელ. კომერციაში შესვლის პირველი ნაბიჯი ვართ. ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა Glovo Local, ვთავაზობთ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, ტრენინგებსა და მუდმივ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება მაღალი მოთხოვნის პერიოდებში, როგორიცაა აღდგომა.
ამავე დროს, Glovo აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას აპლიკაციაში და ქმნის მარტივ და შთამაგონებელ გარემოს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ადვილად იპოვონ ყველაფერი, რაც დღესასწაულისთვის სჭირდებათ — ყოველდღიური მოხმარების ნივთებიდან დაწყებული, სპეციალური პროდუქტებით დასრულებული. ეს ასევე უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, გაზარდონ ცნობადობა და დაიკავონ ის პოზიცია ბაზარზე, რაც ფიზიკურ სივრცეში შესაძლოა მიუწვდომელი იყოს.“
სააღდგომო პერიოდის მნიშვნელობას Glovo-ს პარტნიორი კომპანიებიც აღნიშნავენ — დავით ოსეფაშვილი, ევროპროდუქტის დამფუძნებელი: “ევროპროდუქტისა და Glovo-ს პარტნიორობა წლებს ითვლის. სააღდგომო პერიოდში მოთხოვნა პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე პიკს აღწევს, რაც მოითხოვს პროცესების ზუსტ მართვას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ ექსკლუზიური პროდუქტები ზედმეტი დანახარჯების, დროისა და ენერგიის გარეშე. განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში, Glovo-სთან პარტნიორობით ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაო პროცესის მაღალ ეფექტურობას: სწრაფ მიწოდებას, კომფორტულ შოპინგს და წვდომას ევროპროდუქტის ყოველკვირეულ აქციებზე”.
ერთი აპლიკაცია — ყველაფერი დღესასწაულებისთვის
არ აქვს მნიშვნელობა, ემზადებით ტრადიციულ სადღესასწაულო სუფრისთვის თუ ეძებთ საუკეთესო პასკას ქალაქში, სააღდგომოდ რთავთ სახლს თუ უგზავნით ყვავილებს საყვარელ ადამიანებს — Glovo აერთიანებს ყველაფერს ერთ სივრცეში. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ, შეადაროთ და შეუკვეთოთ პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიიდან, ლოკაკლური ბრენდებისგან და ყველაფერი მიიღოთ საკუთარ კართან, წუთებში.
Glovo უბრალოდ მიწოდების სერვისი აღარ არის — ეს არის ყველაზე კომფორტული გზა დღესასწაულის აღსანიშნავად.
Glovo-ს შესახებ:
Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/