როგორ შეგიძლია შექმნა შეთავაზება შენი ბიზნესის სამიზნე აუდიტორიისთვის Ads მენეჯერით
თანამედროვე მარკეტინგში ფართო აუდიტორიაზე ერთი და იმავე გზავნილის მიწოდება ეფექტიანი აღარაა. ახლა წარმატებას ის ბიზნესები აღწევენ, რომლებმაც ზუსტად იციან, ვინ არის მათი მომხმარებელი, სად იმყოფება და რა სჭირდება მას ამ კონკრეტულ მომენტში. სწორედ ამიტომ შეიქმნა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი, პლატფორმა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას და მართოს შეთავაზებები კონკრეტულად შერჩეული სეგმენტისთვის და მაქსიმალური სიზუსტით მიწვდეს მათ.
როგორ შეგიძლია განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია Ads მენეჯერში?
Ads მენეჯერის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მომხმარებელთა სეგმენტები დეტალურად გამოყოთ და შესაბამისად, ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების დაგროვების შეთავაზებებიც მათი ქცევისა და მახასიათებლების მიხედვით გამოაქვეყნოთ. მაგალითად, ასეთი სეგმენტებია:
ინტერესები:
• შოპინგი;
• გართობა და კულტურა;
• განათლება;
• დასვენება;
• სახლი და ოჯახი;
• სპორტი და ჯანმრთელობა;
• გასტრონომია.
გარდა ამისა, შეიძლება სამიზნე აუდიტორიის შერჩევა სქესის, შემოსავლის, ასაკის ან რეგიონის მიხედვით, რაც კიდევ უფრო ზუსტს ხდის კამპანიას და ცდომილებების ალბათობასაც ამცირებს.
Ads მენეჯერში შეგიძლიათ აუდიტორიის შერჩევა კონკრეტული ბარათის მფლობელების მიხედვითაც, როგორებიცაა SOLO, AmEx, sCool Card, Student Card, Plus Card.
ამ გზით შეთავაზება არა ფართო მასამდე, არამედ ზუსტად იმ ადამიანამდე მივა, ვისაც თქვენი სერვისი ყველაზე მეტად სჭირდება.
Ads მენეჯერის კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია ის არის, რომ შეგიძლიათ განსაზღვროთ, კონკრეტულად რომელ ფილიალებსა თუ ობიექტებში გსურთ შეთავაზების გავრცელება. მაგალითად, თუ გაქვთ მაღაზია რამდენიმე ლოკაციაზე და გსურთ, აქციამ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში იმოქმედოს, ეს ერთი ღილაკის მონიშვნითაა შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის, შექმნილი შეთავაზების შესახებ ვრცელდება ისეთ პლატფორმებზე, რომლებსაც 1 700 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ესენია: საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. გარდა ამისა, შეთავაზების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გავრცელდეს საქართველოს ბანკის სოციალური მედიით ან SMS-ით.
გამოცადეთ Ads მენეჯერის შესაძლებლობები და შექმენით პირველი შეთავაზება. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი,გახსენით ანგარიში ონლაინ 2 წუთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.19:00
EMMAR-ის ინვესტიციას საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და საქართველოს მიმზიდველობა, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი თქმით, $6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე, პარალელური დარგების განვითარებას.
„პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს ინვესტორის გადაწყვეტილებაა და ამას საფუძვლად უდევს ის გარემო, ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ამ სახის და ამ ოდენობის ინვესტიციებისთვის უკვე. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც გაჟღერდა ამ ოდენობის ინვესტიცია ერთჯერადი, ერთი კონკრეტული მიმართულებით. რა თქმა უნდა ამის ათვისება არ მოხდება და ვერ მოხდება ვერც ერთი წლის განმავლობაში და ვერც ორის. ეს გაიწელება გარკვეულ პერიოდში და ეს ასეც არის ალბათ გათვალისწინებული, მაგრამ თვითონ ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მრავალ სხვა პარალელურ ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას პარალელურად საქართველოში და ეკონომიკის პარალელური დარგების განვითარებას. იმიტომ, რომ ეს იქნება მრავალ წახნაგოვანი და მრავალ მიმართულებიანი ინვესტიცია, იმიტომ რომ იქ სადაც უნდა აშენდეს, იქ გზა იქნება მისაყვანი, იქ იქნება სხვა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ მთავარი ინვესტორის გარდა ბევრი მოთამაშე იქნება პარალელურად ჩართული“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
"თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, EMMAR-ის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებით სარგებელს ბევრი სხვა მომიჯნავე სექტორები და ბიზნესები ნახავენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ სარგებელს აქედან, როგორც სატრანსპორტო კომპანიები, ჩვენი სატრანსპორტო კომპანია და ბევრი სხვა ჩვენი კონკურენტი. მათ შორის იმიტომ რომ ბევრი რამ რაც ამ მშენებლობის პროცესში იქნება საჭირო, ის იქნება ტრანსპორტირებული ზღვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ბევრი მოთამაშე ეყოლება ამ ინვესტიციას და თანამონაწილე“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი.