მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

როგორ ქმნის Nutera ნატურალურ არაქისის კარაქს და რას გეგმავს ბრენდი მომავალში

news image

Nutera არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ნატურალურ არაქისის კარაქს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს თამაზ გიუნაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Nutera არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ნატურალურ არაქისის კარაქს. ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, იმ იდეით, რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ჯანსაღი, სუფთა შემადგენლობის პროდუქტი, ზედმეტი დანამატების, შაქრისა და კონსერვანტების გარეშე. ჩვენი მთავარი აქცენტი არის ხარისხზე, ბუნებრიობასა და გემოზე. მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის არაქისის კარაქს, რომელიც იდეალურია როგორც ყოველდღიური კვებისთვის, ასევე სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლებში მოთხოვნა ჯანსაღ პროდუქტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ტენდენცია ჩვენს სფეროზეც აისახა. მომხმარებლები უფრო მეტად ინტერესდებიან პროდუქტის შემადგენლობით და არჩევანს აკეთებენ ბუნებრივ და ნაკლებად დამუშავებულ საკვებზე. შესაბამისად, არაქისის კარაქზეც მოთხოვნა მზარდია, თუმცა ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და აქვს დიდი პოტენციალი.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პროდუქტის სისუფთავე და ხარისხი. Nutera-ს არაქისის კარაქი მზადდება მხოლოდ მიწისთხილისგან. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ გემოს სტაბილურობას და მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციას, რაც გვაძლევს საშუალებას დროული რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით, ასევე პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები/რეკომენდაციები.

როგორია Nutera-ს სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, მათ შორის ახალი გემოების და სხვა ნატურალური პროდუქტების დამატებას. ასევე, ჩვენი მიზანია გაყიდვების არხების გაფართოება როგორც ონლაინ, ისე მაღაზიებში. პარალელურად, ვმუშაობთ ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე, რათა Nutera ასოცირდებოდეს ხარისხიან და ჯანსაღ ქართულ პროდუქტთან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომერზე: 598 80 72 30.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Paysera Visa Signature - პეისერა ბანკმა პრემიუმ კლასის ბარათი გამოუშვა

26.03.2026.15:30

ერთი ბარათი - უსაზღვრო შესაძლებლობები

Paysera Visa Signature პეისერას პრემიუმ კლასის ბარათია, რომელიც ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს, საერთაშორისო გადარიცხვებსა და სამოგზაურო სერვისების სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ, ხელმისაწვდომ გადაწყვეტაში.

“ჩვენ გვჯერა რომ ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ არის ინოვაციური, როცა ის ადამიანს ყოველდღიურ თავისუფლებას აძლევს. ფინანსური თავისუფლება კი მხოლოდ ციფრები არ არის, ეს არის წვდომა ინსტრუმენტებზე, რომლებიც ხელოვნურ ბარიერებსა და საზღვრებს შლის. შევქმენით ერთი ბარათი, რომელიც პასუხობს ყველა ფინანსურ საჭიროებას, ყოველდღიური ტრანზაქციებიდან საერთაშორისო ბიზნესის მართვამდე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს წინაშე მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობებს ხსნის.” - დიმიტრი ქუმსიშვილი, პეისერა ბანკის გენერალური დირექტორი

● ყოველდღიური გადახდების და ფინანსების ეფექტური მართვისთვის
● ონლაინ შოპინგისთვის
● კომფორტული მოგზაურობისთვის
● თქვენს ოჯახთან და ახლობლებთან ფინანსური რესურსების და ხარჯების გაზიარებისთვის
● მათთვის, ვინც ევროპაშია და საქართველოსთან მჭიდრო კავშირი აქვს
● ევროპაში მყოფი ქართველი სტუდენტების და მათი ოჯახის წევრებისთვის
● საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმოებისთვის

პეისერასთვის თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებულია. ეს ნიშნავს, რომ პრემიუმ სტანდარტის მომსახურება, უსაფრთხოება და საუკეთესო ტარიფები არა პრივილეგია, არამედ უკვე ხელმისაწვდომი სტანდარტია ყველასთვის. პრემიუმ ბარათები, გადარიცხვების პირობები და საკომისიოები არის ის უპირატესობა, რომლითაც ტრადიციულ საბანკო სისტემაში, როგორც წესი, მხოლოდ უმსხვილესი კომპანიები სარგებლობენ. პეისერაში ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია თითოეული მომხმარებლისთვის.

Paysera Visa Signature-ის შეკვეთა შესაძლებელია Paysera Super App-ის მეშვეობით. ციფრული ბარათის დამატება უკვე შესაძლებელია Google Pay-ს ციფრულ საფულეში. Paysera Visa Signature მალე გამოჩნდება Apple Pay-ზეც.

დეტალური ინფორმაცია ბარათის შეკვეთის პროცედურის, ტარიფებისა და ბენეფიტების შესახებ ხელმისაწვდომია Paysera-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: paysera.ge

შეუკვეთე ბარათი დღესვე, პირდაპირ აპლიკაციიდან.

IOS: https://bit.ly/47YIzZl | Android: https://bit.ly/4uMS5Zz

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა