როგორ ქმნის MENA Furniture მომხმარებელზე მორგებულ ავეჯს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
MENA Furniture არის ინდივიდუალური ავეჯის მწარმოებელი ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ ციკლურ მომსახურებას. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს სალომე კიკვაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
MENA Furniture არის ინდივიდუალური ავეჯის მწარმოებელი ქართული ბრენდი, რომელიც სალომე კიკვაძის პროფესიული გამოცდილებისა და ძლიერი ხედვის საფუძველზე დაარსდა. ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის პროექტირების მრავალწლიანი პრაქტიკა ეტაპობრივად გადაიზარდა საკუთარ წარმოებაში და საბოლოოდ დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდა.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულ ციკლურ მომსახურებას -სივრცის ანალიზიდან და კონცეფციის შექმნიდან, 3D ვიზუალიზაციამდე, წარმოებადე და მონტაჟამდე.
MENA Furniture- ის ძირითადი მიმართულებაა სამზარეულოს, გარდერობის, მისაღებისა და საძინებლის ავეჯის, ასევე კომერციული სივრცეების ინდივიდუალური პროექტირება და დამზადება. ბრენდის მთავარი ღირებულება ფუნქციონალური ესთეტიკაა - თანამედროვე დიზაინის, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და ხარისხიანი მასალების სინთეზი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ინდივიდუალურ, მომხმარებელზე მორგებულ ავეჯზე. ურბანიზაციის ტემპის ზრდასთან ერთად ადამიანები სულ უფრო მეტად აფასებენ სივრცის ოპტიმალურ გამოყენებას, მინიმალისტურ და თანამედროვე დიზაინს, ასევე ხარისხსა და გამძლეობას.
მომხმარებელი აღარ ეძებს მხოლოდ ავეჯს - ის ეძებს სრულ გადაწყვეტას საკუთარი ცხოვრების სტილისთვის. სწორედ ამ ტენდენციამ განაპირობა MENA Furniture-ის აქტიური განვითარება და განხორციელებული პროექტების რაოდენობის ზრდა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა საკუთარი წარმოება და სრული სერვისია ერთ სივრცეში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ხარისხი, დავიცვათ ვადები და მომხმარებელს შევთავაზოთ მოქნილი გადაწყვეტილებები როგორც დიზაინის, ისე ბიუჯეტის კუთხით.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს - თანამედროვე მექანიზმებს, ინოვაციურ მასალებს და პროექტირების ეტაპზე ფუნქციონალურ ანალიზს, რაც საბოლოო პროდუქტს როგორც ვიზუალურად გამორჩეულს, ისე პრაქტიკულად კომფორტულს ხდის.
როგორია MENA Furniture-ის სამომავლო გეგმები?
კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება წარმოების გაფართოებას, ახალი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ასევე ბრენდის ცნობადობის ზრდას, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე რეგიონულ ბაზრებზე. პარალელურად ვმუშაობთ საგანმანათლებლო და კრეატიული მიმართულებების განვითარებაზე, რაც მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას ახალგაზრდა დიზაინერებთან და ხელოსნებთან.
ჩვენი ხედვაა, რომ MENA Furniture გახდეს არა მხოლოდ ავეჯის მწარმოებელი, არამედ სივრცის კულტურისა და თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი აქტიური შემქმნელი საქართველოში.

დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge