როგორ პასუხობს Conciergia ჰოსპიტალიტი ინდუსტრიის მთავარ გამოწვევებს - Tech Park Georgia-ს გამარჯვებული სტარტაპის გეგმები
Conciergia არის AI ასისტენტი, რომელიც სასტუმროების პროცესების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. როგორც Business Insider Georgia-სთან სტარტაპის დამფუძნებელმა გიორგი სანიკიძემ განაცხადა, Conciergia-მა Tech Park Georgia ის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში გაიმარჯვა, რაც თავის მზრივ განსაზღვრა იმან, რომ Conciergia იყო ბიზნესი, რომელიც ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
- რა გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა Conciergia და როგორ განსაზღვრავთ სტარტაპის მისიას ჰოსპიტალიტი ინდუსტრიაში?
- სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილების მანძილზე, ყოველდღიურად ვაწყდებოდი სისტემურ პრობლემებს: გადატვირთულ ფრონტ-დესკს, ენობრივ ბარიერებს (განსაკუთრებით ახალი ტურისტული ნაკადების პირობებში) და დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციის ხარვეზებს. თუმცა, ყველაზე კრიტიკული გამოწვევა მენეჯერებისთვის მონაცემთა ნაკლებობა იყო - მათ არ ჰქონდათ საკმარისი "Data", რომ სწორი ანალიზი გაეკეთებინათ და სამომავლო სტრატეგია დაეგეგმათ, რაც პირდაპირ აისახებოდა დაკარგულ შემოსავალზე (Upselling-ის კუთხით).
ჩემი ტექნოლოგიური ბექგრაუნდისა და ჰოსპიტალიტიში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების სინთეზმა მომცა საშუალება, შეგვექმნა Conciergia. ეს არ არის მხოლოდ პრობლემის გადაჭრა, ეს არის ერთიანი SaaS პლატფორმა, რომელიც სასტუმროს ოპერაციებს ციფრულად გარდაქმნის და მასშტაბურ ბიზნეს-გადაწყვეტილებად ყალიბდება.
- როგორც ვიცით, Conciergia-მ სულ ახლახან გაიმარჯვა Tech Park-ის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში. რამდენად დიდი იყო კონკურენცია და რა კრიტერიუმებმა განსაზღვრა თქვენი წარმატება?
- გარემო საკმაოდ კონკურენტული იყო - 19 ძლიერი გუნდი მუშაობდა ინდუსტრიის სხვადასხვა გამოწვევაზე. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ჩვენივე პოზიციონირება აღმოჩნდა: ჩვენ არ ვიყავით ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ბიზნესს სწავლობდა; ჩვენ ვიყავით ბიზნესი, რომელიც მივიდა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებამდე. საოპერაციო პრობლემების ღრმა ცოდნამ და მათი გადაჭრის ზუსტად გააზრებულმა გზებმა ჟიურის დაანახა, რომ ჩვენი პროდუქტი რეალურ ტკივილზე იყო პასუხი.
- ჰაკათონში გამარჯვებამ კომპანიისთვის რა სტრატეგიული შესაძლებლობები გახსნა, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა?
- ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად, ჩემთვის ყველაზე ღირებული ის "Mindset shift" (აზროვნების ცვლილება) იყო, რაც განვიცადეთ. მენტორებმა დაგვანახეს, თუ როგორ უნდა გადავიტანოთ ტრადიციული ბიზნეს-ხედვა სტარტაპ-ეკოსისტემაში, რათა აღმოვაჩინოთ ზრდის გლობალური პერსპექტივები.
ამასთან, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი შედეგი მივიღეთ: გავხდით Silk Hospitality-სა და Courtyard by Marriott Batumi-ის რჩეული გუნდი. უკვე მიღწეულია შეთანხმება, რაც ნიშნავს, რომ "კონსიერჟია" მალე ამ პრესტიჟულ სასტუმროებში დაინერგება. ჰაკათონმა ასევე მოგვცა საშუალება, დაგვემყარებინა საინტერესო B2B კოლაბორაციები სხვა მონაწილე სტარტაპებთანაც.
- როგორ მუშაობს Conciergia სასტუმროებთან და რა შედეგებით ასრულებთ 2025 წელს?
- 2025 წელი ჩვენთვის ბაზარზე ვალიდაციის და სტრატეგიული პილოტირების წელი იყო. წლის ბოლოსთვის პროექტი უკვე გაშვებულია საპილოტე რეჟიმში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში, რაც ჯამში 500-მდე ნომერს მოიცავს. ახალი წლიდან სრულად გადავდივართ "Live" რეჟიმზე. ამასთან, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს 10-მდე ცნობილ ბრენდთან და 2026 წლის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დავაანონსებთ თითოეულ პარტნიორობას.
- როგორ აფასებთ სტარტაპის ზრდის პოტენციალს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე?
- საქართველოს ბაზარი საკმაოდ ტევადია - დაახლოებით 7000 განთავსების ობიექტი და 350,000-მდე საწოლი ფონდი, თუმცა ჩვენ ზუსტად გვაქვს განსაზღვრული ჩვენი სამიზნე სეგმენტი. ჩვენი სტრატეგიული გეგმა ("Roadmap") ასეთია:
- სტარტაპის განვითარების პროცესში როგორ ვითარდება Conciergia-ს გუნდი და რამდენ ადამიანს ასაქმებთ დღეისათვის?
- ამ ეტაპზე კომპანია ინარჩუნებს ე.წ. "Lean" სტრუქტურას და სრული საოპერაციო პროცესი თანადამფუძნებლებზე დგას. 2026 წლის პირველ კვარტალში ვიმატებთ 2 საკვანძო თანამშრომელს, რაც აუცილებელია ზრდისთვის, ხოლო წლის ბოლომდე ვგეგმავთ გუნდის 10 ადამიანამდე გაზრდას.
- როგორ აპირებთ Conciergia-ს ბრენდის პოზიციონირებას ჰოსპიტალიტი ინდუსტრიაში მეტი პარტნიორის მოსაზიდად?
- ჩვენი ზრდა დღემდე მთლიანად ორგანული იყო. არ დაგვიხარჯავს რესურსი მარკეტინგში, რადგან საუკეთესო რეკლამა ჩვენი პროდუქტი და კმაყოფილი პარტნიორების რეკომენდაციებია (Word of Mouth). თუმცა, მასშტაბირებასთან ერთად, 2026 წლის პირველი კვარტლიდან ვიწყებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გასაძლიერებლად.
სხვა სიახლეები
“ჩირიფრუტი“ მომხმარებელს მრავალფეროვან საახალწლო ბოქსებს სთავაზობს
17.12.2025.16:00
საახალწლოდ „ჩირიფრუტი“ მომხმარებელს ჩირის, ტყლაპის, შოკოლადიანი ჩირებისა და ჩურჩხელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია მუშაობს როგორც კერძო, ისე საცალო და კორპორატიულ შეკვეთებზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს სოფიო ჯიქიას ესაუბრა.
„წელს პროდუქციაში სიახლე არ გვაქვს, თუმცა ყუთების ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანია. მომხმარებელს ვთავაზობთ ბრენდირებულ ყუთებს, რომელთა ღირებულება იწყება 10–15 ლარიდან და 700 ლარამდე მერყეობს. ფასი განისაზღვრება შერჩეული პროდუქციით, შეფუთვის სტილითა და სხვა მოთხოვნებით “, - აცხადებს სოფიო ჯიქია.

2025 წელს კომპანია დადებითად აფასებს. ფიქსირდება გაყიდვების ზრდა.
„შარშან რთული წელი იყო, ხოლო წლევანდელი გაცილებით უკეთესია. წინა წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 5–10%-ით გაიზარდა, რაც დადებით დინამიკაზე მიუთითებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჩირიფრუტი“ - ტყლაპისა და ჩირის ოჯახური ბიზნესი ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.