როგორ მოვემზადოთ რთველისთვის – 4 რჩევა
რთველი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა – ეს არის დრო, როცა ოჯახი, მეზობლები და მეგობრები იკრიბებიან, ერთად მუშაობენ და ამავე დროს, ზეიმობენ. თუმცა, იმისათვის, რომ რთველი კიდევ უფრო სასიამოვნო და ორგანიზებული იყოს, მნიშვნელოვანია სწორი მომზადება და პრაქტიკული ნივთების შერჩევა, რასაც გორგიას ფილიალებში მარტივად შეხვდებით:
ყურძნის კრეფისას მთავარი გამოწვევა მისი უსაფრთხოდ გადატანაა. მსუბუქი და გამძლე პლასტმასის ყუთები სწორედ ამისთვის არის ყველაზე გამოსადეგი – მოსავალი არ ზიანდება და ტრანსპორტირება ბევრად მარტივდება.
ვენახში სწრაფად და მოხერხებულად მუშაობისთვის სეკატორი შეუცვლელია. მისი საშუალებით ყურძნის მოკრეფა უფრო სწრაფად და სუფთად ხდება, ვიდრე ხელით. საინტერესოა, რომ ასეთი ხელსაწყო სულ რამდენიმე ლარადაა ხელმისაწვდომი და პრაქტიკულობაში ბევრად აღემატება თავის ფასს.
ტრადიციულად, ბევრს ახსოვს ფეხით დაწურვის პროცესი, თუმცა თანამედროვე ოჯახები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მექანიკურ საწურს. ის ზოგავს დროსა და ენერგიას. ამასთანავე ინარჩუნებს სისუფთავესა და რთველის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. „გორგიაში“ უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საწურის შერჩევა, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებული მოდელები 99 ლარად არის ხელმისაწვდომი.
დაწურულ ყურძენს აუცილებლად სჭირდება დიდი მოცულობის ჭურჭელი. სწორედ ამიტომ, ბიდონი რჩება რთველის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად. აღნიშნული პროდუქტი სხვადასხვა ზომისა და ფასისაა, ხოლო პოპულარული მოდელები საშუალოდ 60–70 ლარის ფარგლებშია ხელმისაწვდომი, რაც ღვინის წარმოებისთვის უსაფრთხო და გამძლე გადაწყვეტილებაა.
რთველი მხოლოდ სამუშაო პროცესი არაა – ეს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების საუკეთესო შესაძლებლობაა. მცირე ორგანიზება, სწორი პროდუქტები ყველაფერს ბევრად მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. მოემზადეთ, ისიამოვნეთ პროცესი და დატკბით რთველის თითოეული წამით!
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.19:00
2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი.
ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული.
Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.