მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის? - Wizz Air-ის რეკომენდაციები

news image

ფრენა შესაძლოა, ძალიან ამაღელვებელი გამოცდილება იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, შედარებით მოკლე მგზავრობას აპირებთ თუ გრძელსწინასწარ მომზადება აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობა წარიმართოს უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად. როგორ შეგიძლიათ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე მშვიდად და უსაფრთხოდ? აი, რამდენიმე რჩევა სწორად მოსამზადებლად:

 

ფრენამდეროგორ მოემზადოთ სწორად

1. გონივრულად ჩაალაგეთ ბარგიხელბარგში გქონდეთ აუცილებელი ნივთები: სამგზავრო დოკუმენტები, მედიკამენტები, მსუბუქი ხემსი და წყლის ბოთლი, რომლის შევსებასაც შეძლებთ. ძვირფასი ნივთები და ის, რაც ფრენის დროს შესაძლოა დაგჭირდეთ, შეინახეთ ხელბარგში და არა ჩასაბარებელ ბარგში.

2. ჩაიცვით კომფორტულადაირჩიეთ თავისუფალი, ჰაერგამტარი ტანსაცმელი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი, რათა თავი იგრძნოთ კომფორტულად ფრენისას, მათ შორის შეშუპების შემთხვევაშიც. გრძელი ფრენებისას რეკომენდებულია კომპრესიული წინდების გამოყენებაისინი მჭიდროდ ერგება ფეხებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილს და შეშუპებას და ამავდროულად ამცირებს ღრმა ვენური თრომბოზის (DVT) და ცირკულაციის სხვა პრობლემების რისკს.

3. დარჩით ჰიდრატირებულ მდგომარეობაში და იკვებეთ სწორადფრენამდე მოერიდეთ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებას. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ, ნოყიერ საკვებს სისხლში შაქრის დონის დასაბალანსებლად.

 

ფრენის დროსროგორ შევინარჩუნოთ კომფორტი

1. იმოძრავეთ რეგულარულადფრენისას გაითვალისწინეთ დროის ხანგრძლივობაც. იმოძრავეთ, გაიარეთ სალონში (თუ შესაძლებელია) და შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები. ეს დაგეხმარებათ ღრმა ვენური თრომბოზის (DVT) რისკის შემცირებაში.

2. დალიეთ საკმარისი წყალითვითმფრინავის სალონში ტენიანობა დაბალია, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. დალიეთ წყალი ფრენის განმავლობაში. ტკბილმა სასმელებმა შეიძლება გაამწვავოს ეს მდგომარეობა და გამოიწვიოს თავის ტკივილიც.

3. დაისვენეთ და მოდუნდითმეტი კომფორტისთვის და ხარისხიანი გამოძინებისთვის გამოიყენეთ თვალის ნიღაბი, სამგზავრო ბალიში და ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები. ეცადეთ, მოწყდეთ ყოველდღიურ ხმაურს და სრულად მოდუნდეთწაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან უყურეთ ფილმებს, რაც დაგეხმარებათ განტვირთვაში და მოგზაურობის პროცესის გაადვილებაში.

4. შეზღუდეთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღებაორივე ხელს უწყობს გაუწყლოებას და არღვევს ძილის რეჟიმს. ალკოჰოლი მოქმედებს როგორც დიურეტიკიის აჩქარებს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. რეკომენდებულია მინიმუმამდე დაიყვანოთ ალკოჰოლის მიღება ფრენამდე და ფრენის დროს.

5. გამოიყენეთ პირბადეთუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, გაქვთ გაციება ან ცემინება, გთხოვთ იყოთ გულისხმიერი სხვა მგზავრების მიმართ და გამოიყენოთ პირბადემათი ჯანმრთელობაც მნიშვნელოვანია.

თუ რეგულარულად იღებთ მედიკამენტებს

1. ყოველთვის იქონიეთ თან მედიკამენტებიმედიკამენტები შეინახეთ ხელბარგში, რათა ფრენის განმავლობაში მარტივად გქონდეთ წვდომა.

2. დაიცავით რეჟიმითუ მედიკამენტს იღებთ გაღვიძებისთანავე, შეინარჩუნეთ თქვენი ჩვეულებრივი დრო, თუნდაც ფრენა დილას იყოს.

3. დააყენეთ შეხსენებებიდააყენეთ ტელეფონში შეხსენებები, რათა სასაათო სარტყელების ცვლილების დროს არ გამოგრჩეთ დოზა.

4. წამოიღეთ ცხვირის სპრეიგაციების სიმპტომების შემთხვევაში, შესაძლოა ყურზეც შეგექმნათ პრობლემა. იქონიეთ ყელის წამალი ან რაიმე დამამშვიდებელი საშუალება, დალიეთ ცხელი სასმელები.

თუ გადაიტანეთ სამედიცინო პროცედურა

1. მოიტანეთ Fit-to-Fly ცნობათუ გაქვთ ხილული ფიზიკური შეზღუდვა ან ახლახანს გაიკეთეთ ოპერაცია, საჭიროა ექიმის ცნობა, რომელიც დაადასტურებს ფრენისთვის მზადყოფნას. ცნობა უნდა იყოს გაცემული ფრენამდე არაუგვიანეს 6 დღისა.

2. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთანოპერაციის შემდეგ ფრენა შეიცავს რისკებს. ფრენამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და დაელოდეთ რეკომენდირებულ პერიოდს.

თუ ორსულად ხართ

1. შეატყობინეთ ეკიპაჟს - აცნობეთ ჩვენს გადამზადებულ ბორტგამცილებლებს თქვენი ორსულობის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში მოგაქციონ დამატებითი ყურადღება და უზრუნველყონ რეგულაციების დაცვა. თუ ფრენის დროს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეკიპაჟს.

2. Fit-to-Fly ცნობა - ორსულობის 28-34 კვირის პერიოდში აუცილებელია ექიმის მიერ გაცემული Fit-to-Fly ცნობა. თუ ეს დოკუმენტი არ გექნებათ, მოგიწევთ შესაბამისი პასუხისმგებლობის ფორმის (Disclaimer) შევსება. 34-ე კვირის შემდეგ ფრენა აღარ არის ნებადართული, ხოლო ტყუპებზე ორსულობის შემთხვევაში ფრენა შესაძლებელია მხოლოდ 32 კვირამდე.

ფრენის დროს სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევის შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრები გაგიწევენ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ თვითმფრინავის დაშვებას უახლოეს აეროპორტში. თუ საჭირო გახდა ფრენის მიმართულების შეცვლა მგზავრის გაუარესებული მდგომარეობის გამო, აღნიშნული მგზავრი გადაეცემა ადგილობრივ გადაუდებელ სამედიცინო სამსახურებს. ასეთ შემთხვევაში, მგზავრი თავად არის პასუხისმგებელი შემდგომ ტრანსპორტირებასა და სახლში დაბრუნებაზე, მას შემდეგ რაც შესაბამისი სამედიცინო დახმარებას მიიღებს და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ მიეცემა წასვლის ნებართვა. ამიტომაც, Wizz Air გირჩევთ ყოველთვის თან იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა.

სწორი წინასწარი მომზადება უზრუნველყოფს მშვიდ, სასიამოვნო და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მოგზაურობას. ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობასა და სხვა მგზავრების კეთილდღეობაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ გაუარესებული სამედიცინო მდგომარეობა. ყოველთვის იქონიეთ თან აუცილებელი მედიკამენტები ხელბარგში და საჭიროების შემთხვევაში მოიპოვეთ Fit-to-Fly ცნობა.

იმგზავრეთ გონივრულად, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დატკბით მოგზაურობით!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

19 , 2025

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. 

 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა