“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს: კრიზისიდან სტრატეგიამდე“ გაიმართება.
ღონისძიება ბიზნესის წარმომადგენლების, კომპანიების დირექტორებისა და C-level მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
• კრიზისის ნიშნების ამოცნობა;
• კრიზისის პრევენცია;
• კრიზისის დაძლევის მიდგომები;
• კრიზისის მართვის პროცესის სტრუქტურირება.
ღონისძიება ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება მიმოიხილონ, ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ და პირადი რეკომენდაციები ბიზნესის ტიპის, ზომისა და კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით მიიღონ.
ლარისა პატარაია ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და კრიზისების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია.
შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში, 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
Biodiesel Georgia-მ ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყო
24.10.2025.18:00
Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯიას ბიზნეს მოდელი ეტაპობრივად ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჰოლდინგის დამფუძნებელმა, მურმან პატარაიამ განაცხადა, მათ საწარმოში ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყეს.
„ჰოლდინგმა Biodiesel Georgia-მ დაამატა ახალი მიმართულება ბიზნესში. ჩვენ დავიწყეთ ცხოველური ცხიმების შეგროვება სასაკლაოებიდან, რომელსაც ადგილზე ვამუშავებთ და ბიოდიზელის საწარმოებლად გამოვიყენებთ. აღნიშნული ნედლეული წლების განმავლობაში ნაგავსაყრელებზე იყრებოდა. საუბარი მაქვს გამოუყენებელ ნედლეულზე, რომელიც გარემოს ზიანს აყენებდა. დღეს Biodiesel Georgia-მ გადაწყვიტა, ეს ნედლეული გამოიყენოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მას ასევე მივაწვდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. ეს იქნება ნაბიჯი ნარჩენების მართვის, გარემოზე ზიანის შემცირების და ბიოდიზელის წარმოების განვითარებისთვის“, - აცხადებს მურმან პატარაია.
ამ დროისთვის Biodiesel Georgia ზუსტ მონაცემებს არ ფლობს, თუ რა მოცულობის ცხოველური ცხიმების შეგროვება და გადამუშავება იქნება შესაძლებელი.
„მოლოდინი ნედლეულთან დაკავშირებით ზუსტად არ ვიცი. ამაზე დეტალური მონაცემები ძალიან მალე გვექნება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობილია, რომ ახალი საწარმო ვაზიანში, Green Hub-ის ტერიტორიაზე შენდება, რომლის ინვესტიციის მოცულობა რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.
„რაც შეეხება ახალი საწარმოს მშენებლობას, ამ დროისთვის გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა ჰარმონიზდეს. პროცესის დასრულების შემდეგ აქტიურად გავაგრძელებთ წარმოების მშენებლობას. საუბარია ახალ გადამამუშავებელ საწარმოზე Green Hub-ზე. ამჟამად ველოდებით რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის ჰარმონიზებას, შემდეგ კი აქტიურად გავაგრძელებთ მშენებლობას“, - აღნიშნავს მურმან პატარაია.
სამომავლოდ Biodiesel Georgia ბიოგაზის წარმოებასაც გეგმავს. აღნიშნული პროექტიც Green Hub-ის ტერიტორიაზე განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო Biodiesel Georgia ქვემო ქართლში ახორციელებს ახალ პროექტს Green Hub, სადაც არამხოლოდ ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავმოყრილია ყველა გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება.
Biodiesel Georgia-მ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული, განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავის წარმოება გამოყენებული მეორადი საკვები ზეთისგან.
გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში.
ბიოსაწვავის მწვანე პროექტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას და შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
„ვამაყობთ, რომ ჰოლდინგი Biodiesel Georgia დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი Meliora 2022 - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.
პირველი წარმატებული „მწვანე“ პროექტის შემდეგ, ჰოლდინგმა Biodiesel Georgia დაიწყო მსგავსი ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა გამოყენებული მინერალური ზეთების შეგროვება და გადამუშავება. ნარჩენები აგროვდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადგილზე ვამუშავებთ და ვექსპორტავთ პარტნიორ კომპანიებთან ევროკავშირის ბაზარზე, ბაზელის კონვენციის რეგულაციების სრული დაცვით.
ჰოლდინგი მუდმივად ვითარდება და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი „მწვანე“ პროექტი – ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოება საქართველოში. იგი მიიღება სხვადასხვა ნარჩენებისგან, როგორიცაა: კვების ნარჩენები ჰორეკა ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ. ბიოგაზიდან გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება სხვადასხვა საბოლოო ბენეფიციარისთვის.
Biodiesel Georgia მოწინავე პოზიციაზეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ნარჩენების მართვაში, ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებაში და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში. ჰოლდინგი სწრაფად ზრდის ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბებს და ტენდენციებს, ხოლო ახალი, უფრო დიდი თანამედროვე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე.
Biodiesel Georgia ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია კერძო კომპანიას მოუტანოს სარგებელი ეკონომიკას, ეკოლოგიას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა და შეუწყოს ხელი საქართველოს მდგრად განვითარებას“, - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.