მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

როგორ ხვდება სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi ახალ სეზონს – სიახლეები და სტრატეგია

news image

Dreamland Oasis Chakvi საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი რეზორტია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. ახალ სეზონთან დაკავშირებულ სიახლეებზე Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს მარიკა იაკობაძეს ესაუბრა

Dreamland Oasis Chakvi დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსია შავი ზღვის რეგიონში. როგორია კომპანიის მთავარი ღირებულება და მისია ამ ეტაპზე?

Dreamland Oasis Chakvi-ში ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ბალანსი კომფორტს, ბუნებასა და ხარისხს შორისეს არ არის მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც აერთიანებს: საცხოვრებელი კომპლექსს, პრემიუმ სასტუმროს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, გასართობ ზონებს და ეკოლოგიურ პერფექციონიზმს.

ჩვენი მისიაა შევქმნათ გარემო, რომელიც სტუმრებს არამხოლოდ დროებით მუხტს აძლევს, არამედ დაუვიწყარ ემოციურ კავშირს უქმნის დასვენებასა და განტვირთვასთან ერთად.

რომელი სიახლეები განიხილება ყველაზე სტრატეგიულად და რატომ?

უახლოეს პერიოდში მომხმარებელს შევთავაზებთ სპა ცენტრის პროექტს. სწორედ ამ კომპლექსის მშენებლობაზეა ჩვენი მთავარი ფოკუსი. ეს იქნება დასავლეთ საქართველოს ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური Wellness ცენტრი.

მოიცავს ექსკლუზიურ თერმალურ და რელაქსაციურ ზონებს.

დიზაინი შექმნილი იქმნება საერთაშორისო არქიტექტორების მონაწილეობით.

მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს უმაღლესი სტანდარტებით განსაზღვრულიველნესმომსახურება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.

ამ პროექტით არა მხოლოდ ჩვენი სტუმრების კმაყოფილებას გავზრდით, არამედ რეგიონული ტურიზმის ხარისხსაც.

 

რამდენად მზარდია დაინტერესება კომპლექსით, რას გვეტყვით ჯავშნების სტატისტიკაზე?

2024 წლის ზაფხულის სეზონზე ჩვენი სასტუმრო მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა და მაჩვენებელი სეზონისგან დამოუკიდებლად იზრდება.

ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს განსაკუთრებით ადგილობრივი მომხმარებლებისგან  და სხვადასხვა ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ისრაელი, ბალტიისპირეთი. გაზაფხულის წინასწარი ჯავშნებიც მოწმობს პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენი მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის დამსახურებაა.

 

რას მიიჩნევთ Dreamland Oasis-ის  მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

Dreamland Oasis არ არის მხოლოდ სასტუმრო ან საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენ ვართ ერთადერთი რეზორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც აერთიანებს:

აპარტამენტებსა და ვილებს

სასტუმროს

სხვადასხვა ტიპის აუზებსა და წყლის ატრაქციონებს

კერძო პლაჟს

თემატურ რესტორნებსა და ბარებს

ბავშვებისთვის Playland ზონას და უფროსებისთვის ღამის კლუბს

სპორტულ ინფრასტრუქტურას

ამ ჩამონათვალს სულ მალე შეემატებაველნესსცენტიც როგორც აღვნიშნეამ მოდელით ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას და სტრატეგიულად ვუყურებთ განმეორებითი ვიზიტების ზრდის ალბათობას. 

როგორი გეგმებია 2025 წლისთვის და ზოგადად მომავლისთვის? რას ელოდება Dreamland Oasis შემდეგ სეზონზე?

2025 წელი Dreamland-სთვის არაერთი მიმართულებით იქნება გარდამტეხი. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სტუმრების გამოცდილება და მივაღწიოთ ახალ სტანდარტებს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე კონცეპტუალურ დონეზეგეგმაშია დასავლეთ საქართველოს ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური Spa ცენტრის ამოქმედება.  

მე-13 ბლოკის დასრულება - მრავალფეროვანი საცხოვრებელი შეთავაზება და საინვესტიციო შესაძლებლობები საერთაშორისო და ადგილობრივი მყიდველებისთვის.

მარკეტინგული გაფართოება საერთაშორისო ბაზრებზე – უკვე ვთანამშრომლობთ ბროკერებთან და ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში.

პარტნიორული შეთავაზებები ტურისტულ სააგენტოებთანკოლაბორაციები და ექსკლუზიური შეთავაზებების განვითარება.

 

რას ურჩევდით დამსვენებლებს, ვინც პირველად გეგმავს სტუმრობას Dreamland Oasis-ში?

ჩვენთან სტუმრობა ნიშნავს  საუკეთესო დასვენებას  და გამოცდილებას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული - Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე

02.08.2025.15:22

სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული, - ამის შესახებ განცხადებას სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ირაკლი იაკობაშვილი აკეთებს. მისი თქმით, სასტუმრო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა და Ambassadori Kachreti Golf Resort-მა ივლისი 100%-იანი დატვირთულობის ჩახურა. არსებული ჯავშნების მიხედვით ანალოგიური ვითარებაა აგვისტოს თვეზე. 

„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გეტყვით, რომ სასტუმრო ძალიან დატვირთულია არამხოლოდ Weekend-ზე, არამედ კვირის სხვა დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად. ჩვენი დამსვენებლების დაახლოებით 80%-ი არის საქართველოდან, ხოლო 20%-ი არის უცხო ქვეყნებიდან, როგორიც არის ისრაელი, გალფის ქვეყნები, ინდოეთი და ასევე ლატვია, ლიტვა და ასე შემდეგ“, - აცხადებს ირაკლი იაკობაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ი 9 კატეგორიის 210 სასტუმრო ნომრისგან შედგება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა