როგორ ხვდება სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi ახალ სეზონს – სიახლეები და სტრატეგია
Dreamland Oasis Chakvi საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი რეზორტია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. ახალ სეზონთან დაკავშირებულ სიახლეებზე Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს მარიკა იაკობაძეს ესაუბრა.
Dreamland Oasis Chakvi დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსია შავი ზღვის რეგიონში. როგორია კომპანიის მთავარი ღირებულება და მისია ამ ეტაპზე?
Dreamland Oasis Chakvi-ში ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ბალანსი კომფორტს, ბუნებასა და ხარისხს შორის. ეს არ არის მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც აერთიანებს: საცხოვრებელი კომპლექსს, პრემიუმ სასტუმროს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, გასართობ ზონებს და ეკოლოგიურ პერფექციონიზმს.
ჩვენი მისიაა შევქმნათ გარემო, რომელიც სტუმრებს არამხოლოდ დროებით მუხტს აძლევს, არამედ დაუვიწყარ ემოციურ კავშირს უქმნის დასვენებასა და განტვირთვასთან ერთად.

რომელი სიახლეები განიხილება ყველაზე სტრატეგიულად და რატომ?
უახლოეს პერიოდში მომხმარებელს შევთავაზებთ სპა ცენტრის პროექტს. სწორედ ამ კომპლექსის მშენებლობაზეა ჩვენი მთავარი ფოკუსი. ეს იქნება დასავლეთ საქართველოს ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური Wellness ცენტრი.
• მოიცავს ექსკლუზიურ თერმალურ და რელაქსაციურ ზონებს.
• დიზაინი შექმნილი იქმნება საერთაშორისო არქიტექტორების მონაწილეობით.
• მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს უმაღლესი სტანდარტებით განსაზღვრული „ველნეს“ მომსახურება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.
ამ პროექტით არა მხოლოდ ჩვენი სტუმრების კმაყოფილებას გავზრდით, არამედ რეგიონული ტურიზმის ხარისხსაც.
რამდენად მზარდია დაინტერესება კომპლექსით, რას გვეტყვით ჯავშნების სტატისტიკაზე?
2024 წლის ზაფხულის სეზონზე ჩვენი სასტუმრო მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა და მაჩვენებელი სეზონისგან დამოუკიდებლად იზრდება.
ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს განსაკუთრებით ადგილობრივი მომხმარებლებისგან და სხვადასხვა ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ისრაელი, ბალტიისპირეთი. გაზაფხულის წინასწარი ჯავშნებიც მოწმობს პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენი მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის დამსახურებაა.
რას მიიჩნევთ Dreamland Oasis-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
Dreamland Oasis არ არის მხოლოდ სასტუმრო ან საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენ ვართ ერთადერთი რეზორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც აერთიანებს:
• აპარტამენტებსა და ვილებს
• სასტუმროს
• სხვადასხვა ტიპის აუზებსა და წყლის ატრაქციონებს
• კერძო პლაჟს
• თემატურ რესტორნებსა და ბარებს
• ბავშვებისთვის Playland ზონას და უფროსებისთვის ღამის კლუბს
• სპორტულ ინფრასტრუქტურას
ამ ჩამონათვალს სულ მალე შეემატება „ველნესს“ ცენტიც როგორც აღვნიშნე. ამ მოდელით ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას და სტრატეგიულად ვუყურებთ განმეორებითი ვიზიტების ზრდის ალბათობას.

როგორი გეგმებია 2025 წლისთვის და ზოგადად მომავლისთვის? რას ელოდება Dreamland Oasis შემდეგ სეზონზე?
2025 წელი Dreamland-სთვის არაერთი მიმართულებით იქნება გარდამტეხი. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სტუმრების გამოცდილება და მივაღწიოთ ახალ სტანდარტებს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე კონცეპტუალურ დონეზე. გეგმაშია დასავლეთ საქართველოს ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური Spa ცენტრის ამოქმედება.
მე-13 ბლოკის დასრულება - მრავალფეროვანი საცხოვრებელი შეთავაზება და საინვესტიციო შესაძლებლობები საერთაშორისო და ადგილობრივი მყიდველებისთვის.
მარკეტინგული გაფართოება საერთაშორისო ბაზრებზე – უკვე ვთანამშრომლობთ ბროკერებთან და ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში.
პარტნიორული შეთავაზებები ტურისტულ სააგენტოებთან – კოლაბორაციები და ექსკლუზიური შეთავაზებების განვითარება.
რას ურჩევდით დამსვენებლებს, ვინც პირველად გეგმავს სტუმრობას Dreamland Oasis-ში?
ჩვენთან სტუმრობა ნიშნავს საუკეთესო დასვენებას და გამოცდილებას.
სხვა სიახლეები
განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური
06.06.2026.12:54
Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.
გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.
GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“