მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

როგორ ხვდება Lopota Lake Resort & Spa ახალ წელს და რა შეთავაზებები აქვს ტურისტულ ობიექტს სტუმრებისთვის

news image

Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი-ზე საახალწლო სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული ობიექტის კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 13 დეკემბრიდან  Lopota Lake Resort & Spa -ზე საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი, რომელიც მთელი თვის განმავლობაში უმასპინძლებს რეზორტის სტუმრებს.

„გახსნის დღეს ტერიტორიაზე დაგხვდებათ ზღაპრული დეკორაციები, ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი აქტივობები და ვორქშოფები. სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში კი შესაძლებელი იქნება საახალწლო ნუგბარისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენა.

რაც შეეხება უშუალოდ ახალი წლის დღეებს, წელს სტუმრებს ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულს ვუმზადებთ. ეს იქნება პარიზიდან, ბერლინიდან და ნიუ-იორკიდან მოწვეული მუსიკოსების გამორჩეული ტანდემი და ენერგიული ლაივ კონცერტები, რომლებიც დაუვიწყარ განწყობას შექმნის“, - განმარტავს  მაკა ღლიღვაშვილი.

Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორის თქმით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, სადღესასწაულო გალა ვახშმის შემდეგ, მუსიკალურ პროგრამას გახსნის ნიუ-იორკელი მომღერალი Nicolle Rochelle „სვინგ ბენდთან“ ერთად.

„ისინი მსმენელს ჯაზის, ფრანგული შანსონისა და ვინტაჟური სვინგის დინამიურ ნაზავს შესთავაზებენ. საღამოს ენერგიული პერფორმანსებითა და საცეკვაო მუსიკით გააგრძელებს რიტმ-ენდ-ბლუზ ბენდი ბერლინიდან - The Fat 6, ღამე კი დიჯეის სეტით (After Party) დასრულდება.

თუმცა, დღესასწაული ამით არ მთავრდება. ჩვენს სტუმრებს რამდენიმედღიანი მრავალფეროვანი პროგრამით ვხვდებით - 1 და 2 იანვარს ლოპოტას სხვადასხვა სივრცეში კვლავ ჯადოსნური მელოდიები აჟღერდება. რეზორტის პირსზე პარიზიდან მოწვეული ბენდი New Orleans Combo, ჯო სანტონის ხელმძღვანელობით, ნიუ-ორლეანის ჯაზის რიტმებს შემოგვთავაზებს. პარალელურად, ჯაზკლუბის სცენას დაიკავებს პარიზული ბენდი Atomic Cocktail, რომელიც სვინგის, რიტმ-ენდ-ბლუზისა და როკ-ენ-როლის საღამოს გამართავს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახურ დასვენებასაც: ბავშვებისთვის დაგეგმილია ილუზიონისტების შოუ, „რაუმის“ საახალწლო ვორქშოფები და ჩრდილების თეატრი. ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის მოყვარულებს „კახური კუთხე“ უმასპინძლებს, ხოლო „შატო ბუერაში“ როიალის ჰანგები დაგხვდებათ. ლოპოტას ყველა სივრცე - საშობაო სოფლიდან დაწყებული, ჯაზკლუბით დამთავრებული - სრულად იქნება მოცული სადღესასწაულო განწყობით“, - ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი.

როგორც Lopota Lake Resort & Spa-ს მენეჯმენტი ამბობს, ახალი წლის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია და ნოემბრის ბოლოდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„ტრადიციულად, საახალწლო დღეებში ქართველი დამსვენებლები ჭარბობენ, რადგან მათთვის ლოპოტაზე ახალი წლის შეხვედრა ერთგვარ ტრადიციად იქცა. თუმცა, წელსაც შესამჩნევია უცხოელი ტურისტების დაინტერესება და ჯავშნების აქტიური დინამიკა საერთაშორისო ბაზრებიდანაც ფიქსირდება“, - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს - მარიამ ქვრივიშვილი

14.03.2026.17:29

„საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ, ტურბულენტურ დროში შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ხედვას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი პროექტების განვითარება უზრუნველყო. მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმ ხედვასა და გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით აქვს.

„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარე ომები არამხოლოდ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, არამედ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ეკონომიკისთვის. ამ ფონზე ერთადერთ სწორ გზად გვესახება მშვიდობის ტოტალური დაცვა, საერთო ინტერესებზე აგებული თანამშრომლობა და სამშვიდობო პოლიტიკის უპირატესობების დემონსტრირება. ეს პოლიტიკა ბადებს ნდობას და ეს ნდობა გაამყარა ხელისუფლების მედეგობამ, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო ნათლად აჩვენებს თავის პოლიტიკას და განაგრძობს იყოს საიმედო პარტნიორი.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა და განვითარება ჩვენს მიერ წარმოებული და აღწერილი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს. შედეგად ვიღებთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია გააჩნია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა