როგორ ყალიბდება „სვანიძის ზეთისხილის ზეთი“ რეგიონული მნიშვნელობის პრემიუმ ბრენდად
„სვანიძის ზეთისხილის ზეთი“ ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ზეთისხილის სრული წარმოების ციკლს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს თეო მამულაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„სვანიძის ზეთისხილის ზეთი“ წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ზეთისხილის სრულ წარმოების ციკლს - საკუთარი პლანტაციებიდან საბოლოო პროდუქტის ჩამოსხმამდე. კომპანია ბაზარზე ოპერირებს აქტიურად რამდენიმე წელია და მისი მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხიანი, ადგილობრივი, პრემიუმ კატეგორიის ზეთისხილის ზეთის კულტურის განვითარება.
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ საქართველოში მოყვანილი ზეთისხილისგან წარმოებულ ცივი დაწურვის Extra Virgin ზეთს, რომელიც გამოირჩევა ბუნებრივი გემოთი, მაღალი ხარისხითა და წარმოების სრული გამჭვირვალობით - ანუ მომხმარებელმა ზუსტად იცის, რა გზას გადის პროდუქტი პლანტაციიდან მის მაგიდამდე.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
დღეს კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს ცივი დაწურვის ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს, რომელიც განკუთვნილია როგორც ცივი მოხმარებისთვის, ისე შეწვისთვის - დაახლოებით 170–180°C-მდე (smoke point).
პროდუქცია წარმოდგენილია 250 მლ-დან 1 ლიტრამდე დაფასოებებში და ხელმისაწვდომია წამყვან ქსელურ მარკეტებში, მათ შორის Agrohub, Goodwill, Fresco, Europroduct, Smart და Carrefour. პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობთ HoReCa სექტორთან და ვპარტნიორობთ ისეთ საერთაშორისო სასტუმრო და რესტორნების ჯგუფებთან, როგორიცაა Radisson Collection, Paragraph და სხვა წამყვანი ობიექტები.
ასორტიმენტი ეტაპობრივად ფართოვდება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ზეთის წარმოება, არამედ ზეთისხილის კულტურაზე დაფუძნებული დამატებითი პროდუქტების განვითარება, რაც მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან და ღირებულ არჩევანს შესთავაზებს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ზეთის ნატურალური კატეგორია, დაბალი მჟავიანობა, პენოფოლების დიდი რაოდენობა (რაც განსაზღვრავს ანტიოქსიდანტურ თვისებებს) და სრული კონტროლი წარმოების თითოეულ ეტაპზე - პლანტაციიდან საბოლოო პროდუქტამდე. ზეთისხილი იკრიფება ოპტიმალური სიმწიფის ფაზაში, ხოლო გადამუშავება მიმდინარეობს პლანტაციასთან მაქსიმალურად ახლოს, რაც ამცირებს ტრანსპორტირების დროს და უზრუნველყოფს ნედლეულის მაღალი ხარისხისა და სიჯანსაღის შენარჩუნებას.

ცივი დაწურვის ტექნოლოგია დაბალ ტემპერატურაზე საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ზეთის ბუნებრივი არომატი, კვებითი ღირებულება და ხარისხობრივი სტაბილურობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული პრემიუმ პროდუქტის შექმნა - მომხმარებელი იღებს ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ხარისხით სრულად პასუხობს გლობალურ მოთხოვნებს.
ამასთანავე, სვანიძის ზეთი ბაზარზე გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მჟავიანობის ინდექსით, რაც პირდაპირ მიუთითებს მის პრემიუმ კატეგორიაზე და წარმოების მაღალი სტანდარტის დაცვაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შემოდგომაზე გავხსენით ახალი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელმაც წარმოების პროცესები კიდევ უფრო გააუმჯობესა და ხარისხის კონტროლი ახალ დონეზე აიყვანა.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანიის სტრატეგიული ხედვა ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება - ბრენდის გაძლიერება ადგილობრივ ბაზარზე და საერთაშორისო პოზიციონირების ეტაპობრივი გაფართოება.
ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ბაზარზე დამატებით გაშლაზე, ექსპორტის მიმართულების განვითარებაზე, ახალი პროდუქციის ხაზების შექმნაზე და საქართველოში ზეთისხილის კულტურის პოპულარიზაციაზე.

ჩვენი მიზანია, „სვანიძის ზეთისხილის ზეთი“ ჩამოყალიბდეს რეგიონული მნიშვნელობის ბრენდად, რომელიც წარმოადგენს ქართული აგროსექტორის თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული და ინოვაციური განვითარების მაგალითს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის ვებგვერდს ეწვიონ.
სხვა სიახლეები
ჩვენი მთავარი მიზანი კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და ტექნოლოგიური ინტეგრაციის განვითარებაა - Ideahub
15.04.2026.12:00
Ideahub შეიქმნა 2019 წელს, კომპანია „როქის“ მიერ - ორგანიზაციის, რომელიც უკვე 18 წელია ემსახურება ფერმერებს, აგრობიზნესსა და ვეტერინარულ სექტორს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Ideahub -ის პროექტების ხელმძღვანელს, ანა ჭყონიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ამ ეტაპზე კომპანიაში საკმაოდ აქტიური და დატვირთული პერიოდია. ვმუშაობთ რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთან, სადაც თითოეული პროექტი ერთმანეთისგან განსხვავდება და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ეს პროცესები ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, ბიზნესის სპეციფიკის სწორად დანახვას და ოპერაციების იმგვარად დალაგებას, რომ საბოლოოდ კომპანიამ უფრო ეფექტიან, გამართულ და ციფრულ მოდელზე გადაინაცვლოს.
განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ზოგადად ბიზნეს პროცესების გაციფრულების მიმართ. სულ უფრო მეტი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ სურვილი - ის ბიზნესის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ თანამშრომელთა ტექნიკური და ტექნოლოგიური მზაობა რჩება. ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიას აქვს სურვილი, გარდაქმნას და გააუმჯობესოს პროცესები, თუმცა არ გააჩნია საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროს, რა სჭირდება და როგორ უნდა დაიწყოს ეს ცვლილება.
სწორედ აქ იკვეთება ჩვენი მთავარი უპირატესობა - მოქნილობა, გამოცდილება და უნარი, თავად შევისწავლოთ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, გავაანალიზოთ პროცესები, შევთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტა და დავეხმაროთ მას გაციფრულების გზის ეფექტიანად გავლაში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
ზოგადი სურათით თუ შევაფასებთ, გაციფრულება დღეს უკვე არა მხოლოდ აქტუალური, არამედ ტრენდული მიმართულებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე თანამედროვე ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა პროცესების მოქნილობა და სიმარტივე - ის, რაც პირდაპირ განსაზღვრავს ოპერაციულ ეფექტიანობას.
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა სწორად აღიქვას გაციფრულება არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის მნიშვნელოვნად მეტ სარგებელს - ამცირებს დანახარჯებს, ზრდის პროდუქტიულობას და აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, რომელმაც საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. როდესაც კომპანიებს ვესაუბრებით კონკრეტულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, პროცესების გაუმჯობესების პოტენციალი უკვე პირველივე ეტაპზე ხდება თვალსაჩინო. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი რეალურად ხედავენ განხორციელებულ პროექტებს და თავად ერთვებიან ამ ტრანსფორმაციაში, ხშირ შემთხვევაში ინტერესი კიდევ უფრო იზრდება და ჩნდება სურვილი, დამატებითი პროცესებიც გაციფრულდეს.
სწორედ ეს ქმნის მოთხოვნის დინამიკურ ზრდას და ჩვენს საქმიანობასაც კიდევ უფრო მოთხოვნადსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის.
როგორია კომპანიის სამომავლო სტრატეგია და განვითარების ძირითადი მიმართულებები?
ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანია, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ შეძლოს ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელება და საკუთარ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად ინტეგრირება. სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა გავაფართოოთ თანამშრომლობა და დავეხმაროთ ბიზნესებს ოპერაციული პროცესების გამარტივებასა და ოპტიმიზაციაში.
პარალელურად, მნიშვნელოვან ფოკუსს ვაკეთებთ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ვგეგმავთ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს უკეთ გააცნობიერონ, რა არის გაციფრულება, რა გამოწვევებს უკავშირდება და როგორ შეიძლება ამ გამოწვევების ბიზნესის სასარგებლოდ გარდაქმნა. მიგვაჩნია, რომ წარმატებული ტრანსფორმაციის საფუძველი სწორედ მმართველი გუნდის სწორ ხედვასა და ინფორმირებულობაზე გადის.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბუნებრივად დგება გუნდის გაფართოების საჭიროებაც, რასაც უკვე აქტიურად განვიხილავთ. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ხარისხი და მოქნილობა იმ პირობებშიც კი, როდესაც პროექტების რაოდენობა იზრდება.
სტრატეგიულად, ვრჩებით იმ მიმართულების ერთგულნი, რომელიც თავიდანვე ავირჩიეთ- დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს პროცესების ავტომატიზაციასა და ეფექტიან მართვაში. გვჯერა, რომ სწორედ ეს სეგმენტი ფლობს ყველაზე დიდ პოტენციალს და ამავე დროს ყველაზე მეტად საჭიროებს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. შესაბამისად, ჩვენი განვითარებაც ამ ფოკუსის გაძლიერებაზეა მიმართული.
ცნობისთვის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ კომპანიასთან დაკავშირება :
info@ideahub.ge |http://www.ideahub.ge/ | +995 551 08 30 84