როგორ იქმნება Spotlight: ახალი იდეებისა და აღმოჩენების სივრცე - ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight-ი სათავეს 2013 წლიდან იღებს და წელს უკვე მეთორმეტედ, 20-21 დეკემბერს სტუმრებს „რადისონ ბლუ ივერიაში” უმასპინძლებს. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ამ პერიოდის განმავლობაში, Spotlight-ი იქცა მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალების თავშეყრის სივრცედ, სადაც მონაწილეები გამოცდილების, ცოდნის და ინსპირაციის გასაზიარებლად იკრიბებიან.
საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის თანამშრომლობის შესახებ კი უფრო დეტალურად საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა და Spotlight-ის ორგანიზატორი, აკო ახალაია გვიყვებიან.
საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. როგორ განვითარდა ეს პარტნიორობა?
“ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. წლების წინ Spotlight-ი ერთ დღიანი ღონისძიება იყო, თუმცა, ინიციატივისადმი მუდმივად მზარდი ინტერესის შედეგად, დღეს Spotlight-ი წელიწადში ორჯერ ტარდება - გაზაფხულზე Spotlight Tech-ი, წლის ბოლოს კი - შემაჯამებელი Spotlight-ი. ორივე შემთხვევაში, ჩვენი ღონისძიების წარმდგენი საქართველოს ბანკია”, - აღნიშნავს აკო ახალაია.
რა ღირებულებები აერთიანებს საქართველოს ბანკსა და Spotlight-ს?
“საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი გვჯერა, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა არგაჩერებაა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ჩვენი ბრენდის მთავარი მოწოდებაც - “არ გაჩერდე”.
ამ კონტექსტში კი Spotlight-ი ზუსტად ეხმიანება ჩვენს ღირებულებებს - ინსპირაცია, კრეატივი, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა და გამოცდილებები გაზიარება ის ფორმულაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, არ გაჩერდნენ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
შესაბამისად, საქართველოს ბანკსა და Spotlight-ის გუნდს გვაერთიანებს საერთო სურვილი და მისწრაფება, ხელი შევუწყოთ ახალ თაობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ინდუსტრიის განვითარების პროცესში და მუდმივი განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა.
ხშირად, სპონსორშიპი მხოლოდ ბანერებზე ლოგოს განთავსებით შემოიფარგლება, როგორია თქვენი თანამშრომლობა ვიზუალური მხარის მიღმა?
“ჩვენ შორის ურთიერთობა არასდროს იყო პირდაპირი სპონსორშიპი. ეს არის იმ ორი ბრენდის თანამშრომლობა, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან შინაარსით, მიზნებით და ღირებულებებით. ასეთი თანხვედრა კი, ორივეს გვაძლიერებს.
ჩვენ გვჯერა რომ ბიზნესებს, ბრენდებს და ადამიანებს აქვთ შთამაგონებელი ისტორიები, რომელსაც სამყაროს და ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, შევქმენით სივრცე, სადაც მაინსპირირებელი ადამიანები საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას უზიარებენ და აძლევენ მათ მოტივაციას, დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდნენ. ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის მთავარი მესიჯიც ხომ არ გაჩერებაა. ამასთან, ბრენდის მთავარი ღირებულებაა - მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
შესაბამისად, საქართველოს ბანკის გუნდი მთლიანი ღონისძიების გულშემატკივარია და ეს ყველა დეტალში იგრძნობა. ისინი მარტო საკუთარ წარმოჩენაზე არ ზრუნავენ, ფიქრობენ ისეთ დეტალებზე რაც საერთო ჯამში ამ ღონისძიებისა და მონაწილეებისთვის ქმნის დიდ ღირებულებას”, - გვიყვება აკო ახალაია.
როგორ დაახასიათებდით დღეს Spotlight-ს?
“დღეს Spotlight-ი იქცა არა მხოლოდ შეკრების ადგილად, არამედ სივრცედ, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას უზიარებენ, არღვევენ საზღვრებს და ადგენენ ახალ სტანდარტებს.
Spotlight-ის ყოველი ღონისძიების დაგეგმვა და სპიკერების შერჩევა საგულდაგულოდ ხდება იმისათვის, რომ გაჩნდეს ახალი კითხვები, ახალი სივრცე ახალი იდეებისთვის და ინსპირაცია, რომ ერთად შევქმნათ რაღაც განსხვავებული”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა.
რა გამოარჩევს წლევანდელ Spotlight-ს წინა წლებისგან?
“Spotlight-ს ქმნიან სპიკერები და აუდიტორია, შესაბამისად ის საკუთარი არსით ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ ყოველთვის დაუვიწყარი”, - გვიყვება აკო ახალაია.
“ყოველი შემდგომი სპიკერი სცენაზე ახალ იდეებს გვპირდება, რაც Spotlight-ის ყოველ მომდევნო ღონისძიებას განსაკუთრებულს ხდის. ამიტომ, გელოდებით წლევანდელ Spotlight-ზე და ინსპირაციის ძიების გზაზე არ გაჩერდეთ”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს Voyager - მა 15% - ით მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა საქართველოში - სოფო აზარაშვილი
სხვა სიახლეები
ნელ-ნელა წინ მივიწევთ, დიდი ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ - გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი
18.12.2025.18:56
2025 წელი გასტრონომიული სფეროსთვის ძალიან კარგი წელი იყო, - აცხადებს გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე. მისი თქმით, 2025 წელს აღინიშნებოდა ტურისტების ზრდა.
„აქტივობებს რაც შეეხება, ძალიან კარგი მარკეტინგული კამპანიები ჩავატარეთ, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ასევე ცალკეულად. საკმაოდ კარგი წელი იყო. მომავალ წელს მოლოდინები მაღალი გვაქვს. ვინაიდან ნელ-ნელა წინ მივიწევთ და აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ. წელს ტურისტები ისეთი ქვეყნებიდან გვყავდნენ, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია“, - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელიც.
სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.