მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

როგორ იყენებს “განჯინა” საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს და ინტერნეტბანკს ზრდისთვის

news image

„განჯინა” თანამედროვე, კონცეპტუალური საკონდიტროა თბილისში, რომლის ისტორია წლების წინ ერთ ბინაში, პატარა ღუმელით დაიწყო. დღეს კი უკვე კაფე-საკონდიტრო, 20-მდე თანამშრომლითა და მუდმივად მზარდი ერთგული მომხმარებლების ბაზით არის წარმოდგენილი.

„განჯინა იყო ერთ-ერთი პირველი საკონდიტრო, რომელმაც მომხმარებელს განსხვავებული დიზაინის ტკბილეული შესთავაზა. ჩვენთან ყოველი დეტალი მომხმარებლის ხასიათსა და სურვილებზეა მორგებულია. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური პროდუქტები, მაგალითად - „ქუქი ფაი“, ასევე ვქმნით სივრცეს საინტერესო გამოცდილებებისთვის, მაგალითად, ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ხელით შექმნას ტორტი საყვარელი ადამიანისთვის“, -ამბობს კომპანიის დამფუძნებელი სოფო ჩიქოვანი.

სოფოსთვის, როგორც ბიზნესის ლიდერისთვის, დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. სწორედ ამიტომ, ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები „განჯინაში“ სწრაფად, და მარტივად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის დახმარებით სრულდება.

„განჯინაში ყველა დესერტი მზადდება დიდი სიყვარულით. სწორედ ამიტომ გვყავს უამრავი ერთგული მომხმარებელი. ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებაში კი ძალიან გვეხმარება საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი. ეს პლატფორმები ხელს გვიწყობს, მეტი დრო დავუთმოთ შემოქმედებითობას და მომხმარებელთან ურთიერთობას“, - აღნიშნავს სოფო.

თუ თქვენი ბიზნესი ჯერ კიდევ არ სარგებლობს ამ პლატფორმებით, „განჯინას“ მაგალითი ნათელი დასტურია, რომ დროა, მათი შესაძლებლობები თქვენც გამოსცადოთ - განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოს ბანკის სპეციალური კამპანიის ფარგლებში, შეგიძლიათ მიიღოთ:

● უფასო გადარიცხვები ნებისმიერ ვალუტაში;

● 25%-იანი ქეშბექი Mastercard ბიზნეს ბარათით გადახდისას.

გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ ამ ბმულიდან. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკიან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით.  ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image  „ჩელთი“ საექსპორტო არეალს აფართოებს - ახალი კონტრაქტები და გეგმები

19.11.2025.14:00

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი აცხადებს, რამდენიმე დღეში ახალი კონტაქტების გაფორმება იგეგმება ინგლისშიც, რის ხარჯზე ინგლისში „ჩელთის“ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.

„სულ ახლახან ვიყავით London Fashion Week-ის მხარდამჭერები, სადაც გვქონდა კოლაბორაცია ბევრ ცნობილ ადამიანთან. ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, აქამდე სხვა ქართული ღვინო არ ყოფილა London Fashion Week-ის ოფიციალური მხარდამჭერი. ახლა ლონდონში ჩავდივარ იმ მიზნით, რომ გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულებები და გავაფართოოთ არეალი. საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანით მოდის ინდუსტრიიდანაც და ზოგადად სხვადასხვა ივენთების ორგანიზატორიც. ბოლო პერიოდში ლონდონში თანდათან ვფართოვდებით - უფრო მეტ რესტორანში და ქსელში შევედით,“ - განმარტავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

ანა მირიანაშვილის თქმით, წელს ინგლისში „ჩელთის“ გაყიდვები 25%-იან ზრდას აჩვენებს.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ბაზარზე ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებზე გავიდეთ და უფრო მეტი ზრდა გვექნება,“ - აცხადებს მეღვინეობის ერთ-ერთი მენეჯერი.

კომპანიის 2026 წლის ძირითად გეგმებში აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე გაფართოება შედის.

„2026 წელსაც აქტიურად ვაპირებთ გამოფენებში მონაწილეობას. ასევე ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს, როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ქვეყნებში. 2026 წელს ამერიკაში გაყიდვების გაფართოებაზე ვმუშაობთ. აშშ და ჩინეთი გვყავს აღებული სტრატეგიულ მიმართულებად. ჩინეთში 2025 წელს გავაკეთეთ საკუთარი საწყობი. თუ აქამდე საწყობი გვქონდა მხოლოდ გერმანიაში, ახლა უკვე გვაქვს ჩინეთშიც,“ - ამბობს ანა მირიანაშვილი.

გერმანიისა და ჩინეთის შემდეგ „ჩელთი“ საწყობების გაკეთებას განიხილავს აზიის ერთ-ერთ ქვეყანაშიც.

„ჩინეთიდან ექსპორტი არ ხდება სხვა აზიურ ქვეყნებში, ამიტომ თუ სადმე აზიაში დაემატება საწყობი, მაგალითად, ჰონგ კონგში - ის გახდება აზიაში რეექსპორტის პუნქტიც. თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზე გვაქვს.

ევროპაში კი პატარ-პატარა საწყობების გაკეთება უკვე დავიწყეთ. თუ არის გარკვეული ადგილები, სადაც გერმანიიდან მიწოდება ფერხდება, ახლა უკვე პატარა პუნქტი გვაქვს. შვეიცარიაში განვაახლეთ მიწოდება, ახალი იმპორტიორი გვყავს და ახალი პარტნიორები გავიჩინეთ,“ - ამბობს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ „ჩელთის“ პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე საკმაოდ მოთხოვნადია.

„ჩვენი ღვინოები მოთხოვნადია როგორც ევროპაში, ისე აზიაში და ასევე ამერიკაში. ამ ფონზე გარკვეულ ბაზრებზე გვსურს გაზრდა,“ - აცხადებს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა