მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7047.6
0.0058
flag
AZN 1.586
0.0021
flag
CNY 37.741
0.0048
flag
EUR 3.1397
0.0061
flag
GBP 3.6136
0.0059
flag
KZT 49.95
0.0006
flag
TRY 0.0655
0.0001
flag
USD 2.6971
0.0036

როგორ გეხმარება Wolt ზაფხულის შემდეგ რუტინასთან დაბრუნებაში?

news image

საზაფხულო შვებულება და სასკოლო არდადეგები დასრულდა - აქტიური სასწავლო და სამუშაო სეზონის დადგომას ვოლტი ტრადიციულად ახალი შეთავაზებებით და ფასდაკლებებით გაგიმარტივებთ. ვოლტი კვლავაც მზადაა, ხელი შეგიწყოთ, რათა ყოველდღიურობას უფრო მარტივად და სასიამოვნოდ დაუბრუნდეთ, გამოიძახოთ საუზმე დილისთვის თუ სნექები გვიან ღამით. 

ვოლტი, ათეულობით პარტნიორი ობიექტის და მაღალი ხარისხის სერვისის მეშვეობით, ცხოვრებას იმ ოჯახებსაც გაუმარტივებს, სადაც მოსწავლეები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. ვოლტის პარტნიორები მომხმარებელს სკოლისა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ მრავალფეროვან პროდუქტს თუ სერვისს სთავაზობენ.

სასწავლო წლისთვის სამზადისის გარდა, ვოლტი თქვენი საიმედო მეგობარია ყველა საქმეში - საკვები პროდუქტების თუ საყოფაცხოვრებო ნივთების მარაგის შევსებიდან, საჩუქრების გაგზავნამდე, რაც საზაფხულო დასვენების შემდეგ რუტინასთან დაბრუნებისას ძალიან მნიშვნელოვანია.

საშემოდგომო რუტინასთან დაბრუნების კამპანიას მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი კომპანია ვოლტი სხვადასხვა სიახლეებით - 60%-მდე ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებით იწყებს. 

ყოველდღიურად ახალი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტით გამორჩეული ვოლტ მარკეტი და ვოლტის პარტნიორი სუპერმარკეტები მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად ფასდაკლებას სასკოლო ნივთებზეც გთავაზობენ. 

ვოლტ მარკეტზე ხელმისაწვდომი Deli-ს მრავალფეროვანი პროდუქცია კი იმის გარანტია, რომ აქ შეიძენთ ყველაფერს, რაც სკოლისთვის გჭირდებათ და თან დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

სხვადასხვა პროდუქტზე 60%-მდე ფასდაკლებებია ვოლტის ისეთ მსხვილ პარტნიორ სუპერმარკეტებშიც, როგორებიცაა - კარფური, გუდვილი, გასტრონომი, ევროპროდუქტი და სპარი. 

მომხმარებლის კომფორტი და მუდმივი სიახლეების შეთავაზება ვოლტის განსაკუთრებული პრიორიტეტია. უმაღლესი ხარისხის სერვისი კი ვოლტის უცვლელი ხელწერაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ საჭირო მომენტში მიიღებთ თქვეთვის ყველაზე საჭირო შეკვეთებს, რათა თქვენი დღე სასიამოვნო და წარმატებული იყოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები - „პარკსტეკი“

03.09.2025.18:00

„პარკსტეკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მექანიკური და ავტომატიზებული პარკინგ სისტემების მწარმოებლის KLAUS Multiparking-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკო ზურაბიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„პარკსტეკი“ 2025 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში, თუმცა, კომპანიის საფუძველს მრავალწლიანი საინჟინრო და საერთაშორისო გამოცდილება განაპირობებს. ჩვენ წარმოვადგენთ საუკუნოვანი ისტორიის მქონე გერმანული კომპანიის Klaus Multiparking-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

„პარკსტეკი“ მომხმარებელს სთავაზობს გერმანული საინჟინრო გადაწყვეტილებების საფუძველზე შემუშავებულ მექანიზმებს, რომლებიც შეზღუდულ სივრცეში ერთ საპარკირებელ ადგილზე ორი ან მეტი ავტომობილის განთავსების საშუალებას იძლევა. ეს ინოვაციური ტექნოლოგია მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს არსებულ სივრცეს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ინოვაციურ საპარკინგე სისტემებს ყველა ზომისა და ტიპის პროექტისთვის, იქნება ეს კერძო სახლები, კორპუსები, ავტოსადგომები, სავაჭრო ცენტრები თუ საცხოვრებელი კომპლექსები.

ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები, რომლებმაც უკვე წარმატებით გააუმჯობესეს ქალაქური ინფრასტრუქტურა მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

„პარკსტეკი“, შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიური პარტნიორი და მრჩეველია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მდგრად და ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს ყველა ტიპის პარკირების ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო საპარკინგე ადგილები უფრო და უფრო იშვიათი ხდება, რასაც ბუნებრივად ფასის ზრდა მოჰყვება, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი და ბათუმი. ამ ფონზე თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ინტერესი როგორც სამშენებლო კომპანიების მხრიდან, ისე კერძო მომხმარებლების მხრიდან ძალიან მაღალია. დეველოპერებისთვის ეს არის შესაძლებლობა, ერთი და იმავე მიწის ფართობზე მეტი მანქანა განათავსონ და შესაბამისად, უფრო მარტივად მოერგონ სახელმწიფო რეგულაციებს სავალდებულო საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით, ხოლო კერძო პირებისთვის საკუთარ ეზოსა თუ ავტოფარეხში მაქსიმალურად ეფექტურად აითვისონ სივრცე.

ჩვენი პროგნოზით, უახლოეს წლებში მოთხოვნა ასეთ სისტემებზე უფრო მეტად გაიზრდება, რადგან თბილისის და ბათუმის ურბანული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ პარკინგია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

"პარკსტეკის" მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც თანამედროვე ავტოსადგომის სისტემების დანერგვა დაიწყო. რეალურად, დღეს ქართულ ბაზარზე ასეთ პროდუქტს არ ჰყავს კონკურენტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩამოვაყალიბოთ სრულიად ახალი მიმართულება ქვეყნის ურბანული განვითარებისათვის.

ამასთანავე, ჩვენ ვთანამშრომლობთ Klaus Multiparking-თან, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელთან, რომელიც ცნობილია ხარისხით, ინოვაციური მიდგომებითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ ახალ, არამედ ევროპულ სანდო და გამოცდილ ტექნოლოგიას.
ჩვენი გუნდის გამოცდილება საინჟინრო და სამშენებლო სფეროში საშუალებას გვაძლევს, თითოეული პროექტი ინდივიდუალურად მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებებს, ხოლო სრული სერვისი - კონსულტაციიდან მონტაჟამდე და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებამდე მომხმარებლისთვის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

"პარკსტეკის" მთავარი მიზანია, რომ საქართველოში პარკინგის კულტურა თანამედროვე სტანდარტებზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში დავნერგოთ თანამედროვე საპარკინგე სისტემები.

მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა პირველი მასშტაბური საზოგადოებრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი პროექტების განხორციელება, რათა საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემები და რამდენად პრაქტიკულია ის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მაგალითები გახდება საფუძველი უფრო ფართო გავრცელებისთვის.

გრძელვადიან გეგმებში კი შედის სერვისისა და ტექნიკური მომსახურების ქსელის გაფართოება და ასევე ჩვენი ასორტიმენის მუდმივი განვითარება ახალი მოწინავე პროდუქტებით. გვინდა, რომ „პარკსტეკი“ არა მხოლოდ ინოვაციური პროდუქტის შემომტანი, არამედ საქართველოში ურბანული განვითარების აქტიური მონაწილე გახდეს.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://parkstack.ge/ka ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 551 33 55 84

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა