„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის Ads მენეჯერის შესახებ ვორკშოპს გამართავს
 
            საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 7 ნოემბერს, 18:00 საათზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Ads მენეჯერის პლატფორმის შესახებ ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „როგორ გავზარდოთგაყიდვები Ads მენეჯერით შავი პარასკევისთვის” პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიისფარგლებში განხორციელდება. შეხვედრას საქართველოს ბანკის Digital Product Owner, ნინო ნოზაძე გაუძღვება.
ვორკშოპი ონლაინ ფორმატში, Zoom-ში გაიმართება, რომლის დროსაც მონაწილეები გაიგებენ,როგორ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის ზრდისთვის Ads მენეჯერის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. შეხვედრაზე განხილული იქნება პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალები დაშეთავაზებების შექმნის პროცესი. რაც მთავარია, მონაწილეები შეიტყობენ, როგორ შეუძლიათ Ads მენეჯერის პლატფორმით შექმნან და საკუთარ მომხმარებლებს წარუდგნინონ შავი პარასკევის შეთავაზებები.
აღსანიშნავია, რომ შავი პარასკევისთვის, 23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად საქართველოს ბანკისგან დაფინანსდება.
შეხვედრაზე დასასწრებად შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომლითაც ბიზნესს შეუძლია ხმა მიაწვდინოს 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს ბანკის არხებში - SMS-ით, სოციალური მედიით, მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამასთანავე, გააანალიზოს ბიზნესის ანალიტიკა და შექმნას Cashback-ის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები.
 
            
            
        სხვა სიახლეები
 ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია - "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
                ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია - "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
                31.10.2025.19:00
ჩვენ რეალურად არ ვართ მზად, მაგრამ ის, რომ ევროკავშირი და ჩინეთი გაასამმაგებენ საკუთარ სავაჭრო ბრუნვას, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად შუა დერეფანზე გადაივლის, - აცხადებს რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი კითხვის პასუხად, არის თუ არა შუა დერეფანი მზად გაზრდილი ტვირთნაკადების გასატარებლად.
მისი შეფასებით, ზრდის ათვისება ძირითადად მოხდება ზღვით.
„იმიტომ, რომ ზღვა რჩება ყველაზე იაფ და ეფექტურ საშუალებად ტრანსპორტირებისთვის ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. ასევე მზარდი არის ჩვენი ვაჭრობა ჩინეთთან და აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის. რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, მათთვის ლოგისტიკურად გაცილებით მოხერხებულია, ან უფრო უპრიანია, რომ ჩინეთიდან გადაზიდვები სარკინიგზო გზით განხორციელდეს, რადგან ისინი პრაქტიკულად საერთო საზღვრით არიან დაკავშირებულები. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ წამოვიდეს ეს ტვირთნაკადი და გამოიაროს, რაღაც მცირე ნაწილი შეიძლება გამოიაროს, გავა და შეიძლება მივიდეს ევროპამდე, მაგრამ მთავარი ჩვენთვის ის არ არის, რომ ჩვენ აუცილებლად ჩინური ტვირთით დავტვირთოთ ჩვენი ნავსადგური. ჩვენი მთავარი წყარო ტვირთის არის ცენტრალური აზია და მისი საექსპორტო პოტენციალი და მათი ნედლეულის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე. ეს არის დიდი პოტენციალი. ისინი ძალიან ბევრ ინვესტიციებს აკეთებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ახალი ქარხნები შენდება - სასუქის წარმოებაში, ნედლეულის წარმოება, ეს იქნება ქრომი, ალუმინი, სპილენძი და მრავალი. მე ხშირად ვლაპარაკობ, რომ ჩვენ როდესაც ვადარებთ ექსპორტ-იმპორტის ბალანსს, 100% იმპორტი სრული სავსე კონტეინერიდან, ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვუშვებთ სავსეს და 80% მიდის ცარიელი კონტეინერი. ჩვენ აქ უნდა აღმოვფხვრათ ეს სერიოზული განსხვავება. ეს წყარო ტვირთის ზუსტად ცენტრალურ აზიაშია. ჩვენ გვჭირდება ეს ინფრასტრუქტურა, რომ მოვიტანოთ ტვირთი ცენტრალური აზიიდან, ჩავტვირთოთ კონტეინერში და გავუშვათ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს არის „msc საქართველო“. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია. კომპანია msc, მალე ბაქოში გახსნის წარმომადგენლობას. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ.ისედაც ვმუშაობთ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში უკვე დიდი ხანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იქ ჩვენი წარმომადგენლობა უფრო და უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ ავიღებთ ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების ყველაზე უმოკლეს გზას, ის გადის რუსეთზე და ბელორუსიაზე. 
„ის უფრო კონკურენტულია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევაში ტვირთის ძირითადი  99%, მაინც ზღვით გადაზიდვა მოხდება. თუმცა ცენტრალური აზიისთვის ეს მნიშვნელოვანია, ასევე  ჩვენი დერეფნის გამტარუნარიანობისთვის. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო ამოცანა, და ეს ამოცანა სწორედ ის არის, რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთები ჩვენი მიმართულებით მოვიზიდოთ ჩვენი დერეფნის საშუალებით“, - ამბობს ინაიშვილი. 
