მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

როგორ განავითარა Geo Sky School-მა განათლების თანამედროვე სტანდარტები საქართველოში - ინტერვიუ მადონა ხარატიშვილთან

news image

Geo Sky School/ჯეო სქაი სქულ განათლების სფეროში უსაფრთხო და თანამედროვე მიდგომებზე ორიენტირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და ხელს უწყობს მათ ინდივიდუალურ განვითარებას. სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხო ენებისა და STEAM მიმართულებების გაძლიერებულ სწავლებას, ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეთა მომზადებას მომავლის გამოწვევებისთვის.
სკოლის მისიაა, შექმნას გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად და თავდაჯერებულად განვითარდეს აკადემიური და კარიერული გზით.
Geo Sky School-ის ამჟამინდელ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia სკოლის დირექტორს, მადონა ხარატიშვილს, გაესაუბრა.

- Geo Sky School რამდენი წელია რაც ბაზარზეა და როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა?

- სკოლა „ჯეო სქაი“ თავისი არსებობის ისტორიას 20 წლის განმავლობაში ითვლის, ამ სახელწოდებით კი საგანმანათლებლო ბაზარზე უკვე მესამე წელია ოპერირებს.

- საიდან მოდის სკოლის სახელწოდება – რატომ Geo Sky?

- სკოლის სახელწოდება Geo Sky გამომდინარეობს მისი დამფუძნებლისგან, საერთაშორისო ავიაკომპანია Geo Sky-ის ხელმძღვანელი ბატონი ზაურ ქორთოშიძისგან. მე ამ სკოლის დამფუძნებელი და სკოლის დირექტორი გახლავართ და პირადად ვხელმძღვანელობ სკოლას და ვზრუნავ სწავლების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაზე. სკოლა „ჯეო სქაი“ პირველი სკოლაა, რომელსაც აქვს საავიაციო მიმართულება (არჩევითი პროგრამის სახით), რაც სრულად ასახავს მის სახელწოდებას.

- რომელი სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობს სკოლა?

- სასწავლო გეგმის პრიორიტეტი STEM მიმართულებაა, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ფიზიკისა და მათემატიკის, ასევე უცხო ენების სწავლების მიმართულებით. სკოლაში გვაქვს სპეციალურად შემუშავებული პროგრამები, რომლებიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას. თითოეული საგანი მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების სამომავლო კარიერული და საავიაციო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

- როგორია თქვენი სკოლის საგაკვეთილო გრაფიკი?

- დღის პირველი ნახევარი, 09:00–15:00, ეთმობა საგაკვეთილო პროცესს. 15:00-დან იწყება სამეცადინო დრო და მოსწავლეები გადანაწილდებიან სხვადასხვა კლუბში მათი ინტერესებისა და უნარების მიხედვით. ეს სისტემა უზრუნველყოფს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ მოსწავლეთა უნარების მრავალმხრივ განვითარებას.

- რა განსაკუთრებულ საგნებს, პროექტებს ან წრეებს სთავაზობთ მოსწავლეებს?

- სასწავლო გეგმა ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას როგორც აკადემიურ, ისე არაფორმალური განვითარების მიმართულებით. პროექტული სწავლება მიმდინარეობს თითქმის ყველა საგანში, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე სასწავლო რესურსები, ვირტუალური ლაბორატორიები და სიმულაციური კაბინა.

გვაქვს შემდეგი კლუბები, ესენია: LEGO,  CRAFT-ის პროგრამა, ქართული ცეკვა, ჭადრაკი და ქართული ენის შემსწავლელი კლუბი უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის. წარმატებით ფუნქციონირებს რემედიაციის პროგრამა მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში - შეიქმნა მოსწავლეთა დეპარტამენტები, რაც უზრუნველყოფს აკადემიური ცოდნისა და პიროვნული უნარების ერთდროულ განვითარებას.

სკოლა გთავაზობთ: უნივერსიტეტისთვის მზადება: XII კლასი - აბიტურის პროგრამა, XI კლასი წინასააბიტურო კურსი. S.T.E.A.M Education - მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა ერთ სივრცეში, ვირტუალური ლაბორატორია- ცდები თანამედროვე ტექნოლოგიებით, პროფესიული ორიენტაციის კლუბი (ავიაცია) - მომავალი პროფესიის აღმოჩენა, Cambridge English – გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლება, გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკა ზუსტი საგნების სიღრმისეული ცოდნა.  LEGO Education – სწავლა თამაშით, ამონაშვილის აკადემია- ჰუმანური პედაგოგიკა, პიროვნული განვითარება და შემოქმედებითი უნარები, ინტელექტუალთა კლუბი , წიგნიერება კითხვის სიყვარული, კრაფტის საავტორო პროგრამა, ფსიქოლოგის საათი, ეთიკა და ესთეტიკა ჭადრაკის კლუბი და ქართული ცეკვის კლუბი.

- როგორია უცხო ენების სწავლების დონე და არჩევანი – რამდენი ენა ისწავლება და რა სიხშირით?

უცხო ენების სწავლება მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ სამ უცხო ენას: ინგლისურს, გერმანულს და რუსულს, გახანგრძლივებულია სწავლების საათების რაოდენობა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ჩინური და ფრანგული ენების დამატებაც. ინგლისური ენის პედაგოგები მუდმივად გადიან ტრენინგებსა და ვებინარებს, ხოლო მოსწავლეების დონეს სისტემატურად ადგენს ტესტირებები, რომლის შედეგების მიხედვით იგეგმება მომდევნო სწავლების პროცესი. ეს მიდგომა უზრუნველყოფს სწავლების ეფექტურობას და უნარების ეტაპობრივ განვითარებას.

სკოლაში STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა. შექმნილია სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც აკვირდება აღნიშნული საგნების გაკვეთილებს და უზრუნველყოფს ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობას.

რა აქტივობებს ვთავაზობთ მოსწავლეებს STEAM-ში:

●        პროექტული სწავლება, რომელიც აერთიანებს ფიზიკას, ბიოლოგიას, მათემატიკასა და ტექნოლოგიას;

●        ვირტუალური ლაბორატორიები - ცდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს ექსპერიმენტულად განიხილონ იდეები;

●        კრეატიული მოდულები - მოსწავლეები ინჟინერიისა და ხელოვნების შერწყმის გზით ქმნიან მინი-პროექტებს, მოდელებსა და პროტოტიპებს;

●        გუნდური პროექტები - მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ, რაც ასწავლის თანამშრომლობას, კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს;

●        STEM კლუბები - დამატებითი სამუშაო საათები საგნების შესასწავლად

●        პრეზენტაციები და კონკურსები – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გააცნონ საკუთარ პროექტებს ფართო აუდიტორიას, რაც ზრდის კომუნიკაციის და არგუმენტაციის უნარებს;

●        დასკვნითი შეხვედრა- წლის ბოლოს ყველა პროექტის წარდგენა.

- რა დოზით არის ჩართული ტექნოლოგია სწავლების პროცესში?

- ტექნოლოგია სწავლების განუყოფელი ნაწილია. სწავლების პროცესში ტექნოლოგია ინტეგრირებულია ყველა საფეხურზე: ვირტუალური ლაბორატორიები ფიზიკისა და ბიოლოგიისთვის, ჭკვიანი დაფები თითოეულ კლასში, ინტერაქტიული სასწავლო რესურსები მათემატიკასა და უცხო ენებში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას, სწრაფი შეჯამებისა და ექსპერიმენტების შესაძლებლობას, რაც სწავლას არა მხოლოდ ეფექტურს, არამედ საინტერესოსა და აქტიურს ხდის.

- როგორ ხდება სკოლაში მასწავლებლების შერჩევა და შეფასება?

- პედაგოგების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით. ყველა კანდიდატი გადის რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას,  რაც საშუალებას აძლევს სკოლას აირჩიოს ყველაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და ინოვაციური მასწავლებლები.

მასწავლებლების სამუშაოს სისტემატურად აკვირდებიან დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორი და მენეჯმენტი. თითოეული პედაგოგი ექვემდებარება რეგულარულ შეფასებას:

●        კლასში ჩატარებული გაკვეთილების მონიტორინგი;

●        მოსწავლეთა პროგრესისა და შეფასების ანალიზი;

●        კოლეგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან უკუკავშვირი

●        პროფესიული ტრენინგებისა და სემინარების გავლა.

როგორ უზრუნველყოფთ სწავლების მაღალ დონეს - მეთოდოლოგია, ტრენინგები, უკუკავშირი?

სკოლაში მუდმივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესის მონიტორინგი. გამოცდილი პედაგოგები ზრუნავენ ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. კლასების დამრიგებლები რეგულარულად ესწრებიან ტრენინგებს, მიმდინარეობს ურთიერთდასწრება პედაგოგებს შორის, ხოლო დეპარტამენტებს შორის ორგანიზდება ინტეგრირებული თანამშრომლობა.

სკოლაში რეგულარულად ტარდება დიაგნოსტიკური ტესტირებები, რომლის ანალიზის საფუძველზე იგეგმება მომდევნო სემესტრის სასწავლო პროცესი. ასევე ტარდება წლიური და სემესტრული გამოცდები. მე-11 კლასის მეორე სემესტრიდან მე-12 კლასის ჩათვლით ხორციელდება სააბიტურო პროგრამა, რომლის ეფექტურობამ გასულ სასწავლო წელს წარმატებით დაამტკიცა საკუთარი სარგებელი.“

- დღეისათვის სკოლაში დაახლოებით რამდენი მოსწავლე სწავლობს?

- დღეისათვის სკოლაში დაახლოებით 150 მოსწავლე სწავლობს.

- რამდენად ხშირია სხვა სკოლებიდან მოსწავლეების გადმოსვლის შემთხვევები?

- ახალ სასწავლო წელს იმატა სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეების რაოდენობამ.

- როგორია მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა თითოეულ კლასში?

- კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მაქსიმუმი 15 მოსწავლეა.

- რა დისციპლინარული პოლიტიკა გაქვთ სკოლაში?

- სკოლაში მკაფიოდ არის გაწერილი შინაგანაწესი, რომელიც განსაზღვრავს წესების დაცვას, დარღვევების შედეგებს და მოსწავლეთა წახალისების წესებს. წახალისების ერთ-ერთ თანამედროვე ფორმას წარმოადგენს „სქაი ქოინების“ სისტემა - სკოლის ფულის ერთეული, რომლის მეშვეობით მოსწავლეები ჯილდოვდებიან სანიმუშო სწავლისა და ქცევისათვის. სკოლაში მოქმედებს უსაფრთხოების სამსახური და ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს აცნობს ქცევის კოდექსს, რომელიც ყველასათვის საჯაროა. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხო, ჯანსაღ და პასუხისმგებლიან გარემოს, სადაც სწავლა და პიროვნული განვითარება უმნიშვნელოვანესია.

- რას მოიცავს სკოლის ინფრასტრუქტურა? (სპორტდარბაზი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და ა.შ.)

- გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად აღჭურვილი სპორტული ინვენტარით და საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზით, რომელმაც მიმდინარე წელს დაიწყო თანამშრომლობა ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან. მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მშენებლობა. სკოლაში ფუნქციონირებს მუდმივად განახლებადი წიგნადი ფონდის მქონე ბიბლიოთეკა, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები, მოსწავლეთა დასასვენებელი გარე სივრცეები და სკოლის კომპლექსს ასევე აქვს საკუთარი სასწავლო-საბაღე მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და მრავალმხრივ განვითარებულ გარემოს მოსწავლეებისთვის.

- ემსახურება თუ არა სკოლას საკუთარი ტრანსპორტი? 

- დიახ.

- როგორია სკოლის გარემო უსაფრთხოების თვალსაზრისით - ფიზიკური დაცვა, ვიდეო-კონტროლი?

- მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ყველა სართულზე, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოთვალები. გარდა ამისა, სკოლას ჰყავს პროფესიონალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მუდმივად აკონტროლებს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მშვიდ, დაცულ გარემოს მოსწავლეებისთვის

- რა სეგმენტზეა გათვლილი სკოლის საფასური?

- საფასური გათვლილია საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ოჯახებისთვის, რაც სრულად შეესაბამება სკოლაში აღებულ მაღალი სტანდარტებსა და მრავალმხრივ განვითარებულ სასწავლო გარემოს.

- სარგებლობენ თუ არა გარკვეული კატეგორიის მოსწავლეები შეღავათებით?

- მაღალი ხარისხის განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომლებიც ტესტირებას წარმატებით გაივლიან, უსასყიდლოდ ვთავაზობთ სწავლებას და ვუწყობთ ხელს მათ განვითარებასა და წარმატებაში.

- შესაძლებელია თუ არა სწავლის საფასურის ნაწილობრივ გადახდა ან განვადება?

- მშობელთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია სწავლის საფასურის გადახდა ნაწილობრივ. მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, განისაზღვროს გადახდის სიხშირე და თანხის მოცულობა ისე, რომ მოსწავლეს სწავლის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.

- როგორია სკოლის მთავარი ღირებულებები და მისია?

- სკოლა „ჯეო სქაის“ მთავარი მისიაა შექმნას სასიამოვნო და კეთილმეგობრული სასკოლო გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. ჩვენი მიზანია აღზარდოს ზნეობრივი ღირებულებების მატარებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება, რომელიც მზადაა თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების წინაშე.

სკოლის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება არის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა და არაფორმალური განათლების აქტიური განვითარება. GSS-ში სწავლა არ არის რუტინული - ჩვენ ვქმნით არაჩვეულებრივ, შემოქმედებით და მოტივირებულ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ, სწავლა კი სიამოვნებას მიანიჭებთ.

სკოლის სლოგანი: „თავისუფლება განათლებაშია“ - ეს არის ჩვენი ხედვა, რომ სკოლა უნდა იყოს სივრცე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ აღმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და განვითარდნენ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანია „თეთრი კვადრატის“ გათამაშება

28.09.2025.14:07

იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.

გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ. 

კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება. 

ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი. 

უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ

კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო  სიახლეს სთავაზობს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა