მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

როგორ ემზადება Georgia Palace Hotel & Spa ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის და რა სიახლეები დახვდებათ სასტუმროს სტუმრებს

news image

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ჯავშნებს აქტიურად ვიღებთ, - აცხადებს Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti-ს გაყიდვების მენეჯერი ელზა ჯინჭარაძე.

მისი თქმით, ივლისი-აგვისტოზე ჭარბობს ინდივიდუალური ჯავშნები, ხოლო ივნისი და სექტემბერი უფრო ჯგუფური ჯავშნებია, ეს იქნება უცხოური თუ ადგილობრივი.

როგორც Business Insider Georgia-სთან Georgia Palace Hotel & Spa-ს გაყიდვების მენეჯერმა განაცხადა, სასტუმრო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება და სასტუმროს ინფრასტრუქტურულ განახლებასაც ახდენს, რათა Georgia Palace Hotel & Spa-ში მოსულმა სტუმარმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს.

„წელს სიახლეები საკმაოდ ბევრი გვექნება. რა თქმა უნდა სიახლეები ყოველ წელს გაქვს, მაგრამ წელს უფრო მეტია, რადგანაც უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდო, ვიდრე შარშან. გარდა კოსმეტიკური რემონტისა, რომელსაც საჭიროებს ყოველ წელს სასტუმრო ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე, განახლდა რესტორნისა და ბარის ტერასები. გადაიხურა ახალი, თანამედროვე პერგოლათი, რომელიც სტუმრებს უფრო სასიამოვნო გარემოს, კომფორტს და ჰარმონიას შეუქმნის. ჩვენ გაქვს ორი აუზი, რომელთაგან ერთი არის მარილიანი აუზი და ამ აუზზე განახლდა ბარი და რეალურად ახალი ბარი გვექნება. „ფულ ბარი“ იქნება უფრო ახალი, თანამედროვე დიზაინით.

ასევე გვექნება სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც სპორტი უყვართ. ახალი საკმაოდ ტრენდული სპორტული მიმდინარეობა ვისაც აინტერესებს, უახლესი პადელის კორტი გვექნება, რომლის მშენებლობაც ძალიან მალე დასრულდება და დაიწყებს ფუნქციონირებას. სასტუმროს სტუმრებს, თუ გარედან შემოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ პადელის კორტით და მისი აქსესუარებით“, - აღნიშნა ელზა ჯინჭარაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ

02.05.2025.21:27

29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. 

PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. „Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. 

EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და  აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. 

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმოამდგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ  სტუმრებს გააცნოსაწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები. PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო. 

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას.  ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხამრებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“

უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე მეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა