როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზებები My Boba-ს რეკლამის შექმნაში
ბიზნესის ზრდისთვის ეფექტური რეკლამის შექმნა და პოტენციურ მომხმარებელთა განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების მხრივ, Google Ads გლობალურად ლიდერი სარეკლამო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ხილვადობისა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება. Google Ads-ის მეშვეობით, Google-ში სარეკლამო კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, რეკლამის ნახვა კი მომხმარებლებს Search, Display და Video სივრცეებში შეუძლიათ. საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზების ფარგლებში, Google Ads-ის გააქტიურებისას ბიზნეს მომხმარებლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.
კაფე My Boba, რომელიც მომხმარებელს ბურთულებიანი ჩაის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, Google Ads-ის შეთავაზებით უკვე სარგებლობს. My Boba ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა, განსხვავებული და გამორჩეული გემოებით კი, ბურთულებიანი ჩაის მოყვარულების გული მარტივად მოიგო. დღეს My Boba-ს თბილისში ორი ფილიალი აქვს, რომლებშიც 80 სახეობის ბურთულებიანი ჩაი, ჰონგკონგური ვაფლი და იაპონური ხემსი — ონიგირი შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
“თითქმის ორი წელია, რაც My Boba საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. ბიზნეს ინტერნეტბანკში აქტიურად ვიყენებთ ფინანსურ ანალიტიკას ზუსტი აღრიცხვისა და დაგეგმვისთვის. ბიზნეს მობილბანკი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — მოსახერხებლობის გამო, ჩვენი ყოველდღიური ოპერაციები ყოველთვის აქედან სრულდება. Google Ads-ის შეთავაზების შესახებ ელექტრონული ფოსტით გავიგეთ. კიდევ ბევრი საინტერესო შეთავაზებაც იყო სხვადასხვა კუთხით, თუმცა რადგანაც Google Ads-ს უკვე ვიყენებდით, ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ეს ტექ. შეთავაზება აღმოჩნდა”, — ამბობს My Boba-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, თათია ნადირაშვილი.
Google Ads-ის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, რეკლამები სხვადასხვა მიზნით შექმნათ, იქნება ეს ბიზნესის პოპულარიზაცია თუ კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა. შექმნილი რეკლამა კი ჩნდება Google-ის საძიებო სისტემაში, მის ყველა პარტნიორ საიტსა და პლატფორმაზე. თათიას თქმით, რეკლამის შექმნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რელევანტური საკვანძო სიტყვების შერჩევაა, რადგან პროგრამა სწორედ ამ სიტყვების მიხედვით წყვეტს, ვის და სად ანახოს თქვენი რეკლამა.
“Google Ads-ის რეკლამით გვსურდა, რომ ბურთულებიანი ჩაით დაინტერესებული მომხმარებლისთვის ჩვენი ადგილმდებარეობისა და პროდუქტის შესახებ ხმა მოგვეწვდინა. ჩვენი მიზანი იყო, ვინც ჩვენთვის რელევანტურ საკვანძო სიტყვებს მოძებნიდა Google Search-ში ან Google Maps-ზე, ჩვენი რეკლამაც ენახათ. შესაბამისად, გადასულიყვნენ ან ჩვენი ინსტაგრამის პროფილზე, ან უშუალოდ ჩვენი Google Maps-ის გვერდზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Google Ads-ის ანალიტიკა, რითაც რეკლამის ეფექტურობაში დავრწმუნდით. ანალიტიკის გამოყენებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ. ბიზნესის წარმოების საწყის ეტაპზე ანალიტიკა სხვადასხვა ობიექტივის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა. გვაჩვენა, თუ რა საკვანძო სიტყვებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა ასაკის კატეგორიას აინტერესებს ჩვენი პროდუქტი, რას ეძებს პოტენციური მომხმარებელი და რა სიტყვებს იყენებს ამისთვის. Google Ads-ის ანალიტიკამ ხელი შეგვიწყო სხვა სოციალურ ქსელებზე SEO-ს განვითარებაშიც”, — აღნიშნა თათია ნადირაშვილმა.
Mastercard ბიზნეს ბარათით Google Ads-ის გააქტიურებისას ყოველთვიურ გადასახადებზე სამი თვის განმავლობაში $300-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. Google Ads-ის შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
გარდა Google Ads-ის შეთავაზებისა, My Boba, როგორც საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, სხვა უპირატესობებითაც სარგებლობს. თათიას თქმით, ბიზნესის მართვის პროცესში ბიზნეს ინტერნეტბანკის ანალიტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, რომელსაც ფინანსური აღრიცხვისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის აქტიურად იყენებს.
საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზებები ბიზნესებსითვის Google Ads-თან ერთად მრავალ საერთაშორისოდ ცნობილ ტექნოლოგიური პლატფორმას მოიცავს (Microsoft 365, Hotjar, Google Workspace, HubSpot და ა.შ.). სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათების აღება, რომელიც პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნეს ბარათი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.08.2025.10:12
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა - „სილქ როუდ ჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც “აჭარა ჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა.
თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.
ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
“სილქ როუდ ჯგუფსა” და “აჭარა ჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში - ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.
„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ გარიგება “აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქ ჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით სასტუმროს გადმობარებას. “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”,- ნონა ონიანი, “სილქ როუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.