მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

როგორ დაეხმარა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა იგრიკას საქმიანობის გაძლიერებაში

news image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა საკუთარი წამოწყებების გასაძლიერებლად. ახლა პროგრამის მე-11 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა ამჯერად ქუთაისში განხორციელდება. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იგრიკას თანადამფუძნებელი, ბაია ლომსაძე კი პროგრამაში მონაწილეობას აფასებს და ბრენდის ისტორიასაც გვიყვება:

"იგრიკა ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნოა, სადაც მიზნად დავისახეთ, აღმოვაჩინოთ და მოგიყვეთ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. იგრიკა ძველ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი სახელოსნოს ამბავიც 2020 წლის აპრილში დაიწყო. ვფიქრობ, ჩვენი სახელოსნო განვითარების ახალ ეტაპზეა, გავცდით ჩვენს სივრცეს და ინტერიერის მასშტაბურ პროექტებზეც გადავერთეთ. 2024 წლიდან კი საბავშვო ხაზი დავამატეთ - სამაგიდო თამაშის სახით, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟების სიყვარულით შეიქმნა", - ამბობს ბაია.

ბაიას მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მეგობარმა ურჩია. პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნებოდა: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. პროექტის მიმდინარეობის პერიოდს ბაია შემდეგნაირად აფასებს:

"ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ცოდნის გაღრმავება, ახალი ინფორმაციის მიღება. ყველაზე დასამახსოვრებელი კი პროექტში ჩართულ ადამიანებთან კონტაქტი და მათი გამოცდილების გაზიარება იყო. ჩვენი ნაკადის მონაწილეები განსხვავებული სფეროებიდან ვიყავით, თუმცა ერთმანეთთან მარტივად დავმეგობრდით და კოლაბორაციულ პროექტებშიც ჩავერთეთ. დღემდე აქტიური კავშირი გვაქვს და ერთმანეთის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. მენტორები ყურადღებით ეცნობოდნენ ჩვენს გამოწვევებს და ერთად ვცდილობდით ამ თუ იმ პრობლემის მოგვარებას, ეს ურთიერთობა, ვფიქრობ, ყველაზე ღირებული იყო", - დასძინა ბაიამ. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები მონაწილეებთან როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად მუშაობენ. 360°-იანი მხარდაჭერა კი გულისხმობს როგორც ცოდნის გაზიარებას, ისე კონსულტაციებს, სასარგებლო კონტაქტების დამყარებასა და ასევე გრანტის მოპოვების შესაძლებლობას.

"ჩემი აზრით, ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მისი შეფასება, რომ იცოდე, რა ეტაპზეა ის და შემდეგ მომდევნო ნაბიჯები განსაზღვრო. მენტორებთან ერთად ვიმუშავეთ თითოეულ საკითხზე და შევძელით, სამოქმედო გეგმა დაგვესახა. ხოლო საბავშვო თამაშმა, რომელზეც პროგრამის შემდეგ ვიმუშავე, იგრიკას აუდიტორია გაზარდა და მის სოციალურ მიზანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი შემატა", - გვიყვება ბაია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამ 2022 წლიდან  საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მეწარმე ქალებს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა. პროგრამა უკვე 185 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც ბიზნესის განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ და საკუთარი იდეები რეალობად აქციეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მეწარმე ქალისთვის მსგავსი პროექტების არსებობა, ბაია ლომსაძე თავის აზრს გვიზიარებს:

"პროგრამის ფორმატი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტიპურ ლექციებს, არამედ ჯგუფურ დავალებებსა და აქტივობებს, მენტორებთან ერთად ბიზნესის შეფასებას და საკვანძო დეტალების განხილვას, რაც ძალიან ეხმარება მეწარმეებს, სწორად შეაფასონ და დაგეგმონ ბიზნესის განვითარების ეტაპები. მეწარმეობა საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზაა. ასეთი პროექტები კი მონაწილეებს თავდაჯერებულობას მატებს, ქმნის ერთობას, კავშირებს", - აღნიშნავს ბაია. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Kairos Logistics უკვე სომხეთშია

18.11.2025.14:00

ქართული გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი აქტიურად ფართოვდება და იზრდება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, Kairos Logistics-ი უკვე ოფიციალურად წარმოდგენილია სომხეთში და ამ ბაზარზე არსებული მოთხოვნა მოლოდინს უკვე გადააჭარბა.

„გეტყვით, რომ ჩვენ აქამდეც ვაქტიურობდით სომხეთის ბაზარზე და აქტიურად გვყავდა დამკვეთები. უბრალოდ ახლა სომხეთში ოფიციალური წარმომადგენლობა დავაფუძნეთ და დავარეგისტრირეთ შპს. ავიყვანეთ ადგილობრივი გამოცდილი კადრები და მაქსიმალურად ფოკუსი ავიღეთ სფეროს განვითარებაზე, რადგანაც ლოგისტიკურად სომხეთი მიბმულია საქართველოზე. სომხეთის ბაზარზე ჩვენს კომპანიას საკმაოდ დადებითად აღიქვამენ, სანდოობა და რეპუტაციაც მაღალი გვაქვს. სომხეთის ბაზარზე საკმაოდ სწრაფად ვითარდებით და პირველი ორი თვის შედეგებმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა“, - განაცხადა ნამადოვმა.

როგორც Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, სომხეთის ბაზარზე ექსპორტისა და იმპორტის კუთხით მოთხოვნა ევროპის მიმართულებებზეა.

„ძირითადი ექსპორტი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ეს არის სომხეთი–ევროპის მიმართულება, ხოლო რაც შეეხება იმპორტს, აქაც ფოკუსი გვაქვს აღებული უკრაინისა და ევროპის მიმართულებაზე. ასევე ფოთიდან ტვირთების მომსახურებაზე, რადგანაც ისინი ფოთს განიხილავენ, როგორც საზღვაო არტერიას“, - განმარტავს Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics-ი 2013 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს და უკვე 6 ქვეყანაში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა: საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე სომხეთშიც.

საგულისხმოა, რომ Kairos Logistics-ი არსებულ მიღწევებზე არ ჩერდება და კიდევ მორიგი გაფართოებისთვის ემზადება.

„აქტიურად ვუყურებთ უზბეკეთის მიმართულებას და სავარაუდოდ, მომავალ წელს უზბეკეთის ბაზარზე უკვე დაგეგმილად შევალთ. ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ შუა დერეფნის მიმართულებაზე თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილები - ინფრასტრუქტურულად საქართველოს გამოვიყენებთ, როგორც ჰაბს და უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ბაზარს, როგორც სერვისების კუთხით, ისე ინფრასტრუქტურულად“, - განმარტავს მიხეილ ნამადოვი.

კომპანია Kairos Logistics ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, კომპანია მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე. პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 200-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო ბრენდს.

კომპანიის მისია დაარსების დღიდან უცვლელია - „პროფესიონალური ლოგისტიკური სერვისის შეთავაზებით ხელს ვუწყობთ კომპანიებს გაზარდონ წარმადობა და მუდმივად იდგნენ განვითარების გზაზე“.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა