როგორ აფასებს teamtwo - Architects & Engineers 2025 წელს
teamtwo - Architects & Engineers არის არქიტექტორების და კონსტრუქტორების ჯგუფი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia 2025 წლის შეფასებასთან დაკავშირებით, კომპანიის თანადამფუძნებელსა და არქიტექტორს შოთა საგანელიძეს ესაუბრა.
„teamtwo-სთვის 2025 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გამოცდილების გაღრმავების მხრივ. წელს მუშაობა დავიწყეთ ისეთ კომპლექსურ და ტექნიკურად მოთხოვნად პროექტებზე, რომლებმაც ჩვენი გუნდის ცოდნა და კომპეტენცია კიდევ უფრო გააძლიერა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია QSpeed Robotics ინდუსტრიული რობოტების ქარხნის პროექტი, რომელიც დამკვეთის მოთხოვნით EDGE სერტიფიცირების პროცესს გადის. EDGE სერტიფიცირება (Excellence in Design for Greater Efficiencies) არის საერთაშორისო მწვანე სტანდარტი, რომელიც აფასებს შენობების ენერგოეფექტურობას, წყლისა და მასალების დაზოგვას და მიზნად ისახავს ამ რესურსების მოხმარების მინიმუმ 20%-იან შემცირებას. შესაბამისად, პროექტირებისას უფრო ღრმად შევისწავლეთ მშენებლობის ევროპული სტანდარტები ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ტექნოლოგიური პროცესების ინტეგრაციისა და ინდუსტრიული არქიტექტურის სპეციფიკა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი გუნდის ინტელექტუალურ ბაზა და პრაქტიკულ გამოცდილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის პირველი ნახევარი პროექტების მოზიდვის კუთხით გამოწვევებით დაიწყო, რაც დროებით აისახა კომპანიის ადამიანური რესურსების სტრუქტურაზეც. თუმცა წლის მეორე ნახევარში შევძელით პროცესების დაბალანსება, პროექტების სტაბილური ნაკადის აღდგენა და შედეგად, წლის ბოლოსთვის გუნდის რაოდენობა 20%-ით გაიზარდა “, - აღნიშნავს შოთა საგანელიძე.
ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ზ. ფალიაშვილის #37-ში. მეტი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ teamtwo - ს ვებგვერდს ესტუმრონ ან დაუკავშირდნენ მათ შემდეგ ნომერზე : 555 57 74 99.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს Marblue 2025 წელს და როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები
07.01.2026.18:00
წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. შევიძინეთ ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხელნაკეთი სამკაულების მწარმოებელი ბრენდის „მარბლუს“ დამფუძნებელმა, მარიამ ლომინაძემ განუცხადა.
„წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შევიძინეთ მრავალი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც თითქმის ყოველ თვე სხვადასხვა ნივთს იძენენ. მათი საჩუქრები უკვე ერთგვარ ნიშად იქცა - ყველას ადვილად შეუძლია იცნოს, ვისგან არის.
წინა წლებთან შედარებით მოხოვნა საკმაოდ გაიზრდა. შევიძინეთ ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც თვე არ გადის რამე რომ არ შეიძინონ და მათი საჩუქრები ერთგვარი ნიშასავით არის და ყველა ხვდება ვინ ჩუქნის.
ეს სტილი მხოლოდ ჩვენ გვაქვს და არავის სხვას საქართველოში.
მოთხოვნა სტაბილურად მზარდია და ჩვენი მიზანია მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიახლე და გაფართოებული ასორტიმენტი შევთავაზოთ. ასევე გვინდა ფიზიკური სივრცის გახსნა, სადაც მომხმარებლებს ადგილზე შეეძლებათ მოსვლა და პროდუქციის დათვალიერება. პარალელურად, ვგეგმავთ მარკეტინგის უფრო პროფესიონალურ დონეზე განვითარებას, განსაკუთრებით სოციალური მედიის მიმართულებით, და გვჯერა, რომ ეს კიდევ უფრო უკეთეს შედეგს გამოიღებს “, - აცხადებს მარიამ ლომინაძე.
ცნობისთვის, აქსესუარები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით და შეძენა შესაძლებელია ონლაინ Instagram ან Facebook გვერდის მეშვეობით. გარდა ამისა, თბილისის აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომია Gifthub.ge -ზე.