მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

როგორ აფასებს „თამაშობანა“ 2025 წელს

news image

„თამაშობანა“ მულტიფუნქციური საბავშვო სივრცეა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ნაუ სონღულაშვილს, 2025 წლის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„2025 წელს, როგორც იცით, გავხსენით ახალი სივრცე „თამაშობანა მზიური“, რომელიც ბიზნესგეგმის სცენარს სრულად მიჰყვება. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ბაზარზე ახალ სიტყვას იტყვის და ზოგადად მომხმარებლების, კონკურენტებისა და პარტნიორების ქცევაზეც მოახდენს გავლენას.

მგონია, რომ ვქმნით ღირებულ სივრცეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღს. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი გვყვება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, „თამაშობანამ“ მუდმივად შექმნას განვითარებაზე ორიენტირებული სივრცეები. მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც გავხსენით, საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველია. ეს არის სივრცე, სადაც გაერთიანებულია ჩვენი სრულფასოვანი თეატრი, ვორქშოპები, დაბადების დღის ოთახები, სათამაშო ზონა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოსვლა და თამაში, ასევე კაფე და მაღაზია. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო პროექტი, რომელიც წელს გავაკეთეთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს იყო ფინანსური ცნობიერების პროექტი, რომლის ფარგლებში შევქმენით კომიქსები, სამაგიდო თამაშები და დავდგით სპექტაკლი - „წინ და წინ - ფინანსობანა”, რომლითაც ტურნეზე წავედით საქართველოს 8 ქალაქში. პროექტს დაახლოებით 1 500 ბავშვი ესწრებოდა სხვადასხვა სკოლებიდან. „ფინედუს“, ეროვნული ბანკის და სხვა ბანკების პარტნიორობით, პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

პროექტი ეხებოდა Entrepreneurship-ს და ბავშვების მეწარმეობას - როგორ უნდა რეალიზდეს მათი სურვილები და როგორ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯები, რომ მათი იდეები განხორციელდეს. ასევე ის მოიცავდა ფულის დაზოგვას, ბიუჯეტირებას, ფინანსური ტერმინების გაგებასა და გამოყენებას. პროექტი ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა „თამაშობანასთვის“, რომლის განხორციელებაზეც მთელი წელი ვმუშაობდით.

ჯამში 40 000 ბავშვი მივიღეთ და ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, როგორც კორპორატიულ ღონისძიებებზე, ასევე ჩვენს სივრცეში. მიუხედავად სირთულეებისა, ვფიქრობთ, რომ 2025 წელს კარგად გავართვით თავი. „თამაშობანაში“ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი ტოლფასია და ჩვენი სივრცე შექმნილია არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის, ამიტომ ყოველდღე ვზრუნავდით, იმისთვის რომ ყველაფერი სრულფასოვნად შეგვესრულებინა. ასე ვაპირებთ გაგრძელებას 2026 წელსაც “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.

ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „გუდვილის“ ახალი ფილიალი კრწანისში: უმაღლესი სტანდარტი და გამორჩეული ასორტიმენტი „კრწანისი გრანდეს“ კომპლექსში

31.03.2026.21:00

კრწანისის ისტორიულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო კომფორტული ხდება. 2 აპრილს, ჰიპერმარკეტების წამყვანი ქსელი „გუდვილი“ ახალ ფილიალს ხსნის. ფილიალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში - „კრწანისი გრანდეში“ განთავსდება და მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

ახალი ფილიალის კონცეფცია სრულად პასუხობს თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებს, სადაც პრიორიტეტი ხარისხს, სისწრაფესა და კომფორტს ენიჭება.

• მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს „გუდვილის“ წარმოების მზა კერძები, ახლად გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული და გამორჩეული დესერტები;
• ფილიალში ასევე წარმოდგენილი იქნება ევროპული ბრენდების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის იტალიური და გერმანული პროდუქტები;
• მაღაზიის ინტერიერი და დიზაინი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე, რაც ყოველდღიურ საყიდლებს სასიამოვნო პროცესად აქცევს.

„კრწანისი გრანდეს“ კომპლექსი თავისი მასშტაბითა და ინფრასტრუქტურით საუკეთესო ლოკაციაა იმისთვის, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უმაღლესი სტანდარტის მომსახურება სახლთან ახლოს მიიღონ.

„ჩვენი მიზანია, კრწანისის მოსახლეობას შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის ხარისხი და ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში 'გუდვილის' მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა