მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0043
flag
AZN 1.5862
0.0001
flag
CNY 38.659
-0.0012
flag
EUR 3.1467
-0.0036
flag
GBP 3.6335
0.0029
flag
KZT 52.9
0.0004
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6969
0.0002

როგორ აფასებს „თამაშობანა“ 2025 წელს

news image

„თამაშობანა“ მულტიფუნქციური საბავშვო სივრცეა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ნაუ სონღულაშვილს, 2025 წლის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„2025 წელს, როგორც იცით, გავხსენით ახალი სივრცე „თამაშობანა მზიური“, რომელიც ბიზნესგეგმის სცენარს სრულად მიჰყვება. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ბაზარზე ახალ სიტყვას იტყვის და ზოგადად მომხმარებლების, კონკურენტებისა და პარტნიორების ქცევაზეც მოახდენს გავლენას.

მგონია, რომ ვქმნით ღირებულ სივრცეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღს. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი გვყვება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, „თამაშობანამ“ მუდმივად შექმნას განვითარებაზე ორიენტირებული სივრცეები. მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც გავხსენით, საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველია. ეს არის სივრცე, სადაც გაერთიანებულია ჩვენი სრულფასოვანი თეატრი, ვორქშოპები, დაბადების დღის ოთახები, სათამაშო ზონა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოსვლა და თამაში, ასევე კაფე და მაღაზია. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო პროექტი, რომელიც წელს გავაკეთეთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს იყო ფინანსური ცნობიერების პროექტი, რომლის ფარგლებში შევქმენით კომიქსები, სამაგიდო თამაშები და დავდგით სპექტაკლი - „წინ და წინ - ფინანსობანა”, რომლითაც ტურნეზე წავედით საქართველოს 8 ქალაქში. პროექტს დაახლოებით 1 500 ბავშვი ესწრებოდა სხვადასხვა სკოლებიდან. „ფინედუს“, ეროვნული ბანკის და სხვა ბანკების პარტნიორობით, პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

პროექტი ეხებოდა Entrepreneurship-ს და ბავშვების მეწარმეობას - როგორ უნდა რეალიზდეს მათი სურვილები და როგორ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯები, რომ მათი იდეები განხორციელდეს. ასევე ის მოიცავდა ფულის დაზოგვას, ბიუჯეტირებას, ფინანსური ტერმინების გაგებასა და გამოყენებას. პროექტი ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა „თამაშობანასთვის“, რომლის განხორციელებაზეც მთელი წელი ვმუშაობდით.

ჯამში 40 000 ბავშვი მივიღეთ და ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, როგორც კორპორატიულ ღონისძიებებზე, ასევე ჩვენს სივრცეში. მიუხედავად სირთულეებისა, ვფიქრობთ, რომ 2025 წელს კარგად გავართვით თავი. „თამაშობანაში“ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი ტოლფასია და ჩვენი სივრცე შექმნილია არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის, ამიტომ ყოველდღე ვზრუნავდით, იმისთვის რომ ყველაფერი სრულფასოვნად შეგვესრულებინა. ასე ვაპირებთ გაგრძელებას 2026 წელსაც “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.

ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე

13.01.2026.16:53

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი,  მზის ენერგიის გამოყენება დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებით და სურთ, გაიგონ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის მზის ენერგიის გამოყენებას.

ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან, რა პრინციპით მუშაობს სისტემა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ბიზნესში. კურსი მიმოიხილავს მზის ენერგიის გამოყენების ძირითად უპირატესობებს, მათ შორის ხარჯების შემცირებასა და გრძელვადიან ფინანსურ ეფექტს.

კურსს უძღვება თორნიკე დარჯანია, Helios Energy-ის დამფუძნებელი, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ მაგალითებს მზის ენერგიის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ საქართველოში.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა მიიღოს გამოცდილი სპეციალისტებისგან. კურსები მორგებულია ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე და პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია — ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა