როგორ აფასებს Sairme Glampings • Rooms & Cottages 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
Sairme Glampings • Rooms & Cottages დაახლოებით ერთი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. 2025 წლის შეფასებასა და 2026 წლის გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვილი თუთაშვილს ესაუბრა.
როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი ჩვენთვის განსაკუთრებით პერსპექტიული აღმოჩნდა -დაგეგმილმა ინიციატივებმა და წლის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი საქმიანობის დახვეწასა და განვითარებაში. ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი უფრო მაღალი დატვირთვითა და უკეთესი შედეგებით გამორჩეული იქნება. უკვე დაფიქსირებულია 2026 წლის წინასწარი ჯავშნები და გვყავს ბევრი კმაყოფილი დამსვენებელი.
როგორია 2026 წლის გეგმები?
2026 წელს ვგეგმავთ სერვისების გაფართოებას. ახალი სივრცეების დამატებას, ეზოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და რასაც ყველაზე მეტად ითხოვს ზაფხულში დამსვენებელი, აუზის შეთავაზებას. ჩვენი მიზანი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემოს შეთავაზებაა.
ცნობისთვის, კომპანია დაახლოებით ერთი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს.
სივრცე მოიცავს:
სხვა სიახლეები
რა გეგმები აქვს ხის სათამაშოების მწარმოებელ კომპანია „კოკიტოს“ 2026 წლისთვის
07.01.2026.10:00
2025 წელი კოკიტოსთვის ინოვაციური ნაბიჯებისა და აქტიური განვითარების პერიოდი იყო , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „კოკიტოს“ თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ განუცხადა.
„2025 წელი კოკიტოსთვის ინოვაციური ნაბიჯებისა და აქტიური განვითარების პერიოდი იყო. კომპანია უწყვეტად ახორციელებდა მაღალი ხარისხის, შემეცნებითი და უსაფრთხო სათამაშოების წარმოებას.
გაიხსნა განმავითარებელი სივრცე და სათამაშოების სტენდი ისთ ფოინთსა და სითი მოლში. „კოკიტო“ მუდმივად აფართოებს ასორტიმენტის, რაც ზრდის მომხმარებელთა ჩართულობას და აძლიერებს ბრენდის პოპულარობას ბავშვებსა და მშობლებში “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

2026 წელს ბრენდის მთავარი მიზანი, ასორტიმენტის გაფართოების პარალელურად, ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება იქნება.
„კოკიტო“ 2026 წელს გეგმავს ასორტიმენტის ზრდას, სტენდის დამატებას რამდენიმე მოლში, მათ შორის ბათუმში, ასევე საბავშვო-სადღესასწაულო სივრცის გაფართოებას. კომპანია ასევე აპირებს ბაზრის წილის გაზრდას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, მაღაზიებისა და ონლაინ არხების განვითარებით.
აქცენტი გაკეთდება ბრენდის ცნობადობის ზრდასა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე, მათ შორის ინტერაქტიული კამპანიებითა და სოციალური მედია აქტივობებით “, - აცხადებს ლალიკო გოგიბერიძე.
აღსანიშნავია, რომ სათამაშოების თითოეული მოდელი იქმნება ბავშვის განვითარებაზე ზუსტი გავლენით - სენსორული და მოტორული უნარების, ფერებისა და ფორმების აღქმის, მეხსიერების სტიმულირებისთვის.