როგორ აფასებს „პრაქტიკული სწავლების ცენტრი“ 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
„პრაქტიკული სწავლების ცენტრი“ საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრში არსებულ სიახლეებზე, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia პრაქტიკული სწავლების ცენტრის დირექტორს, ელისაბედ შენგელიას ესაუბრა.
- როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
პრაქტიკული სწავლების ცენტრი - PLC, აქტიურად ვითარდება და ფოკუსირებულია არაფორმალური იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებაზე.
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ორი პროექტი: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი და შრომის სამართლის პრაქტიკული კურსი.
პროექტის ფარგლებში ჩვენს აპლიკანტებს სიახლეები დახვდათ, როგორიცაა განახლებული სასწავლო მეთოდიკა, საიდანაც აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნოთ სასწავლო ცენტრის ოფიციალური ტესტების პლატფორმა და მისი, როგორც სწავლების მექანიზმის როლი. ტესტების ციფრული პლატფორმა, ჩვენს სტუდენტებს/აპლიკანტებს გამოცდასთან მაქსიმალურად დაახლოებულ გარემოს უქმნის, ეხმარება სისტემატიზაციასა და სასწავლო მასალის ეფექტურად ათვისებაში, ამასთან დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით წინ გადადგმული ინოვაციური ნაბიჯია.

- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
სასწავლო ცენტრის სერვისებზე მოთხოვნა არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც ბოლო თვეებში დაფიქსირდა, ჩვენი კურსებით შემოდგომის სეზონზე 300-მდე ადამიანმა ისარგებლა, რაც მოთხოვნის ზრდის 30%-იანი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, აღნიშნული რიცხვები ჩვენთვის, როგორც სასწავლო ცენტრისათვის, საამაყოა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი გუნდისთვის ეს დიდ პასუხისმგებლობას და გამოწვევებს უკავშირდება, რადგან ჩვენი პრინციპული პოზიცია სფეროში ოპერირებისას ხარისხია.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული და რთული იყო, თუმცა სასწავლო კურსების, მათ შორის გამოცდების შედეგებისა და სხვა ობიექტური ინდიკატორების შეფასების მიხედვით, ჩვენმა გუნდმა ამ გამოწვევებს თავი ეფექტურად გაართვა.
უცვლელად, მიმდინარე წელსაც, ჩვენი სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებები რეკორდულად მაღალი ქულებით გამოირჩევიან.
2025 წლის გაზაფხულის (რიგით მე-17) ნაკადის საგამოცდო ქულების სტატისტიკა:
2025 წლის შემოდგომის (რიგით მე-18) ნაკადის საგამოცდო ქულების სტატისტიკა:

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წელს, ერთ-ერთმა სტუდენტმა (მარიამ ბასილაშვილი), ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასებაში 100-დან 98 ქულა მიიღო, რაც ამ გამოცდის ისტორიაში, პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.

როგორც აღვნიშნეთ პარალელურად დაინერგა და ამუშავდა ჩვენი ციფრული პლატფორმა, რომელიც გაცილებით მიმზიდველს და ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესებს. ასევე, 2025 წლის ფარგლებში, გვქონდა რამდენიმე კოლაბორაცია იურიდიული განათლების მიმართულებით წამყვან ორგანიზაციებთან, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობენ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, და 2025 წელმა ნაყოფიერად და გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო დიდი წარმატებებით ჩაიარა.
- როგორია 2026-ის გეგმები განსაკუთრებით გაფართოების/სერვისების ზრდის მიმართულებით?
2026 წელს, PLC ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მე-19 ნაკადს (ჯგუფს) მიიღებს.
მომავალი წლისთვის ჩვენი მთავარი ამოცანა შეთავაზებული სერვისების გაზრდაა.
იგეგმება რამდენიმე პროექტი, რომელიც სამართლის ვიწრო ან პრობლემატური მიმართულებების მოთხოვნებს/საჭიროებებს დააკმაყოფილებს/უპასუხებს, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო, სამეწარმეო, სამშენებლო სამართალი, ხელოვნური ინტელექტთან და ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.
ასევე, აქტიურად განვაგრძნობთ თანამშრომლობას სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სასწავლო დაწესებულებებთან - ამ მიმართულებითაც რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს აუდიტორიას.
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.