როგორ აფასებს „სემელე“ IFE LONDON 2026-ის გამოფენას და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
IFE LONDON 2026-ის საერთაშორისო გამოფენაში ჩვენი კომპანიის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ლიქიორის მწარმოებელი ქართული ბრენდის „სემელეს“ თანადამფუძნებელმა ელი უზუნაშვილმა განუცხადა.
როგორ შეაფასებდით IFE LONDON 2026-ის საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობას თქვენი კომპანიისთვის?
IFE LONDON 2026-ის საერთაშორისო გამოფენაში ჩვენი კომპანიის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, „სემელე“ საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარგვედგინა.

ამგვარი გამოფენები საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ თანამედროვე ტენდენციებს, გავცვალოთ გამოცდილება სხვა მწარმოებლებთან და უკეთ გავიგოთ საერთაშორისო მომხმარებლის მოთხოვნები. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „სემელეს“ ექსპორტისა და ახალ ბაზრებზე პოზიციონირებისთვის.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა „აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით შევძელით რისთვისაც მადლობა მათ.
გაქვთ თუ არა დაინტერესება ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის დაწყების კუთხით?
დიახ, რა თქმა უნდა. „სემელესთვის“ ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
IFE LONDON 2026-ის გამოფენაზე ჩვენმა ლიქიორებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე კომპანია დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით, რაც დამატებით სტიმულს გვაძლევს, არ გავჩერდეთ და ჩვენი პროდუქტი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ და შევაყვაროთ.
ვფიქრობთ, რომ სწორი პარტნიორობა დაგვეხმარება, უფრო ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი და გავაძლიეროთ მისი ცნობადობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენთვის „სემელე“ არ არის ერთჯერადი პროექტი - ეს არის გზის დასაწყისი. მომავალში გვინდა, ჩვენს ლიქიორებს კიდევ უფრო მეტი არომატი და ისტორია შევძინოთ.

ვგეგმავთ წარმოების ზრდას, მომხმარებელთა რაოდენობის გაფართოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ინფორმაციისთვის, ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
გარემოსდაცვით თემებზე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
23.04.2026.12:33
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა.
პლატფორმა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორში ღირსეული შრომის სტანდარტების გაძლიერებას და წევრ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, სისტემურად განავითარონ სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვის, დისკრიმინაციის პრევენციის, სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის პრაქტიკა.
პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები და აქტივობები კომპანიებს დაეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში და მათი საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. სელფი მობაილი მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ მიდგომებს სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მიმართულებით.
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია 2023 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს სექტორის როლის ზრდაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
შეხვედრებზე კომპანიები განიხილავენ:
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს: