როგორ აფასებს Marblue 2025 წელს და როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები
წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. შევიძინეთ ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხელნაკეთი სამკაულების მწარმოებელი ბრენდის „მარბლუს“ დამფუძნებელმა, მარიამ ლომინაძემ განუცხადა.
„წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შევიძინეთ მრავალი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც თითქმის ყოველ თვე სხვადასხვა ნივთს იძენენ. მათი საჩუქრები უკვე ერთგვარ ნიშად იქცა - ყველას ადვილად შეუძლია იცნოს, ვისგან არის.
წინა წლებთან შედარებით მოხოვნა საკმაოდ გაიზრდა. შევიძინეთ ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც თვე არ გადის რამე რომ არ შეიძინონ და მათი საჩუქრები ერთგვარი ნიშასავით არის და ყველა ხვდება ვინ ჩუქნის.
ეს სტილი მხოლოდ ჩვენ გვაქვს და არავის სხვას საქართველოში.
მოთხოვნა სტაბილურად მზარდია და ჩვენი მიზანია მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიახლე და გაფართოებული ასორტიმენტი შევთავაზოთ. ასევე გვინდა ფიზიკური სივრცის გახსნა, სადაც მომხმარებლებს ადგილზე შეეძლებათ მოსვლა და პროდუქციის დათვალიერება. პარალელურად, ვგეგმავთ მარკეტინგის უფრო პროფესიონალურ დონეზე განვითარებას, განსაკუთრებით სოციალური მედიის მიმართულებით, და გვჯერა, რომ ეს კიდევ უფრო უკეთეს შედეგს გამოიღებს “, - აცხადებს მარიამ ლომინაძე.
ცნობისთვის, აქსესუარები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით და შეძენა შესაძლებელია ონლაინ Instagram ან Facebook გვერდის მეშვეობით. გარდა ამისა, თბილისის აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომია Gifthub.ge -ზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.