როგორ აფასებს Georgia’s Natural Organic BioFach 2026-ში მონაწილეობას და რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები
ორგანული წარმოების ლიდერმა, Georgia’s Natural Organic-მა, BioFach 2026-ზე ნიურნბერგში, პრემიუმ კოლექცია წარადგინა და პროფესიონალებისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების დიდი მოწონება დაიმსახურა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ნედლეულის შესყიდვების ხელმძღვანელი გიორგი ნოზაძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით BioFach-ის საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობას თქვენი კომპანიისთვის?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოდგენილები ვიყოთ ნებისმიერ საერთაშორისო გამოფენაზე.
რაც შეეხება კონკრეტულად BioFach-ს, ამ გამოფენამ კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა დაგვემყარებინა პირდაპირი კავშირები საერთაშორისო იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელებთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ექსპორტის პოტენციალს. გამოფენაზე მონაწილეობა აძლიერებს ჩვენი ბრენდის ცნობადობას გლობალურ ბაზარზე და ზრდის ნდობის ხარისხის.
მეორეს მხრივ, ეს არის საუკეთესო სივრცე ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ინოვაციების გაცნობისთვის.
საბოლოო ჯამში, BioFach-ში მონაწილეობა არის ეფექტური ინვესტიცია.

არსებობს თუ არა დაინტერესება ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის დაწყების მიმართულებით?
როგორც ჩვენს ბოლო ინტერვიუში აღვნიშნეთ, კომპანია სისტემატიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით, რათა შესაძლებელი იყოს ყოველწლიური ექსპორტის სტაბილური ზრდა და კომპანიის პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური არასტაბილურობით გამოწვეული რისკების გავლენის შემცირება.
რა მიმართულებით გეგმავს კომპანია სამომავლო გეგმების განხორციელებას?
კომპანიის გაყიდვები გაზრდილია და წელს უკვე გვექნება ექსპორტის 25 %-იანი ზრდა. ეს მატება განსაკუთრებით აისახება, აშშ, შუა აღმოსავლეთის და აზიის ბაზარზე.
უახლოეს პერიოდში ველოდებით შესვლას ახალ მარკეტებზე, როგორებიც არის ახალი ზელანდია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ბალტიის ერთ-ერთი მსხვილი ქსელი MAXIMA.
ასევე განვაგრძობთ გაფართოებას გლობალურ ონლაინ პლატფორმებზე და მომავალი წლიდან წარმოდგენილები ვიქნებით ამაზონზე და ალიბაბაზე.

სხვა სიახლეები
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
16.04.2026.18:00
თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.
რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.