როგორ აფასებს ბიზნესი ენერგეტიკის სექტორში სახელწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივას
უფრო დეტალურად იყო ახსნილი, რა როგორ და რა თამაშის წესები იქნება, - განაცხადა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ეკონომიკის მინისტრთან ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების განხილვის შემდეგ.
მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა სწორი და სამართლიანია.
„ჯარიმების და სიმკაცრის მიდგომა ბაზარს გააჯანსაღებს იმ კუთხით, რომ ენერგეტიკაში რეალური დეველოპერები დარჩებიან და ფურცლით მოვაჭრე ინვესტორები გაქრებიან ბაზრიდან“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
კომპანია „ფერის“ დამფუძნებლის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით კი, ამ ინიციატივას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი მოჰყვება.
„კომპანიები გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან პროექტებს, რომლებიც მათ ხელთ უპყრიათ. ასევე, მნიშვნელოვნად დაჩქარდება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც დღეს სახელმწიფოსთან არის გაფორმებული, - განაცხადა იორდანიშვილმა.
ინიციატივა შეაფასა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმაც.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამკაცრებული მიდგომა კერძო სექტორის მიმართ, რათა დაკონცენტრირდეს მხოლოდ რეალურ ინვესტორებზე და დეველოპერებზე ის სამუშაოები, რომლებიც წინ გველოდება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მინისტრის განმარტებით, ჯარიმების პატიება წინაპირობებით და დათქმით მოხდება, პირველი და უმთავრესი კი პროექტების ხასიათის შესაბამისად ახალი ვადების განსაზღვრაა.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ბიზნესი ენერგეტიკის სექტორში სახელწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივას
31.12.2025.04:40