მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

როგორ აფასებს 2025 წელს „მარილა“ - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

news image

კომპანია „მარილას“ საკმაოდ დატვირთული და საინტერესო 2025 წელი ჰქონდა , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განუცხადა.

„კომპანია მარილას საკმაოდ დატვირთული და საინტერესო 2025 წელი ჰქონდა. წელი დაიწყო მადრიდში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გასტრონომიულ გამოფენა -MADRIDFUSIÓN-ში მონაწილეობით, სადაც მსოფლიოს საუკეთესო შეფებთან ერთად, თავი მოიყარა გამორჩეულმა და ინოვაციურმა საკვებმა პროდუქტებმა!

2025 წლის 30-31 მარტს, „მარილა“ წარმოდგენილი იყო საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ლაჟვარდოვანი სანაპიროს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, ღვინის ფესტივალზე "Somm'Up 2025". აღნიშნული ღონისძიება ყოველ წელს ტარდება და მას უამრავი ღვინის ექსპერტი, რესტორატორი და მეღვინე ესწრება.
„მარილას“ ჰქონდა წარმატებული კოლაბორაცია კომპანია L'AutrE Chocolat-თან, რომელიც ფრანგული ტექნილოგიით ამზადებს არტიზანულ შოკოლადს. შედეგად შეიქმნა მარილიანი შოკოლადი და კარამელი, რომელიც განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა.

2025 წლის ივნისში, „მარილამ“ მონაწილეობა მიიღო, Tbilisi Gastro Week-ში, რომელსაც სტუმრობდნენ მიშლენის ვარსკვლავოსანი შეფები ევროპიდან. თითოეულს ქართული ღვინის მარილი გადაეცა საჩუქრად.

ა.წ. ნოემბერში მარილა მიწვეული იყო Gastro Batumi 2025-ის ღონისძიებაზე, სადაც უცხოელი შეფები და გასტროექსპერტები მონაწილეობდნენ. აქაც სტუმრებს მარილას ნაკრებები გადაეცათ საჩუქრებად.

2025 წლის ჭრილში, მარილას ასორტიმენტს დაემატა ხმელთაშუაზღვის მარილი ტრაპანიდან (სიცილია), რომელიც კარგად შეერწყა ქართულ, ქვევრის ღვინოს.

შეიქმნა ახალი, საფერავის ღვინის მარილი ლავანდის ყვავილით, რქაწითელის მარილი ტარხუნით, პიკანტური მარილას ახალი ნაირსახეობა „საახალწლო“, სადაც სხვადასხვა ღვინის მარილი და სუნელებია გაერთიანებული, ასევე დაემატა სასაჩუქრე ნაკრები „შექმენი საკუთარი გემო“ და „შენი ახალი თავგადასავალი“, ორივე მათგანი საუკეთესო კორპორატიული საჩუქარია, სადაც მარილას რამდენიმე სახეობა, ბრენდირებული მეტალის საფქვავი და სხვადასხვა ნივთებია მოთავსებული და რაც მთავარია, ყველაზე მოთხოვნადი - მარილას ბრენდული, მეტალის საფქვავი, რომელსაც ერთ თითის დაჭერით შეუძლია მარილის დაფქვა.

2025 წელს კომპანიამ განახორციელა ექსპორტი ამერიკაში, კერძოდ აიოვას შტატში და მცირე რაოდენობით საფრანგეთში.

გაზარდილი ასორტიმენტი შეიტანა „გუდვილის“ სავაჭრო ქსელის ყველა ფილიალში და წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას 8000 მოსავალთან.

გაიზარდა კორპორატიული შეკვეთების რაოდენობა. „მარილას“ პროდუქციას უცხოელ სტუმრებსა და პარტნიორებს სჩუქნიან, როგორც უნიკალურ ქართულ გემოსა და საუკეთესო ქართულ საჩუქარს.

მიმდინარე წლის ბოლოს კომპანიამ მოახდინა ეტიკტების ცვლილება და მომხმარებელს სთავაზობს ახალ ეტიკეტს, რომელზეც სპეციალური სტილით ნაბეჭდი, მარილის გრანულების ეფექტს იძლევა და ხელით შეხებისას ძალიან შთამბეჭდავია.

„მარილას“ ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქტი, საფერავის კლასიკური მარილია და მასთან ერთად იყიდება მეტალის ბრენდირებული საფქვავი, რომელიც ძალიან ელეგანტური და კომფორტულია. კომპანიამ სლოგანიც კი შექმნა „მარილა ყველა ჯიბეში“, რაც ნიშნავს, რომ ამ საფქავავის ჯიბით ტარებაც კია შესაძლებელი, რათა ყველგან იყოს შესაძლებელი საკუთარი ღვინის მარილის გამოყენება. საკმაო დაინტერესება გამოიწვია ლავანდის მარილამ, რომელიც ძალიან უხდება ბატნკის და ფრინველის ხორცს, ასევე დესერტებს “, - აცხადებს თამარ აბულაძე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შეარჩიეთ საჩუქარი ბავშვისთვის Velvet.ge-ზე

19.12.2025.17:13

ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევა ხშირად დიდ სიამოვნებასთან ერთად, გამოწვევებთანაცაა დაკავშირებული. მთავარია, რომ შერჩეული ნივთი არა მხოლოდ გასართობი, არამედ განმავითარებელი და თქვენი პატარას ინტერესების შესაბამისიც იყოს. ონლაინ მაღაზია Velvet.ge ამ მხრივ ფართო შესაძლებლობებს იძლევა, განსაკუთრებით საბავშვო სათამაშოების კატეგორიაში.

თუ პატარასთვის ეძებთ ისეთ საჩუქარს, რომელიც ხელს შეუწყობს მისი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მაშინ ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ “ველვეტის” სათამაშოების განყოფილებაზე. აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ნივთებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ასაწყობი კონსტრუქტორები, რომლებიც ბავშვისთვის ერთგვარი პირველი მასწავლებელია. ეს სათამაშოები არა მხოლოდ ართობს, არამედ აიძულებს მოზარდს იფიქროს, განავითაროს ანალიზის უნარი, სივრცითი აღქმა და მარტივი მოტორიკული უნარები. კონსტრუქტორები, იქნება ეს მანქანის, არქიტექტურული ნაგებობის, თუ სხვა თემატიკის, ხელს უწყობს ბავშვის ფანტაზიასა და კრეატიულობას. სწორედ ასეთი საჩუქარია ის, რომელიც პატარას დიდი ხნით ჩაითრევს შემეცნებით პროცესში და დაეხმარება ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

Velvet.ge-ზე საჩუქრის ონლაინ შერჩევა და სახლიდან გაუსვლელად მიღება კი პროცესს წარმოუდგენლად ამარტივებს.

თუ ჯერ კიდევ ვერ გაგირკვევიათ კონკრეტულად რომელი სათამაშო აჩუქოთ თქვენს პატარას აუცილებლად მოგვწერეთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა