როგორ აფასებს 2025 წელს „მაგნუს დაზღვევა“ და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
„მაგნუს დაზღვევის“ 2025 წლის საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მაია კახიანს ესაუბრა.
- როგორია „მაგნუს დაზღვევის“ მიმდინარე სიახლეები?
„მაგნუს დაზღვევა“ აგრძელებს მომსახურების სერვისების განვითარებას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.
ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება და მათთვის მაღალი დონის სერვისის შეთავაზება.
2025 წლის ჩვენი პროდუქტი: მწვანე ბარათი- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი სავალდებულო ავტომობილის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა გახდა სრულად ელექტრონული, რაც საკმაოდ კომფორტულია მომხმარებლებისთვის.
დაზღვევის პოლისის გაფორმების დროს ხდება დროის დაზოგვა და უმოკლეს დროში მომხმარებელი იღებს მწვანე ბარათს.
ასევე დავამატეთ ახალი პროდუქტები - სავალდებულო ავტოდაზღვევა, რომელიც მოქმედებს თურქეთის ტერიტორიაზე და ასევე სავალდებულო დაზღვევა, რომელიც მოქმედებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
ყველა ზემოთ აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ აქტუალურია და გვიახარია, რომ შევძელით ბაზრისთვის ყველა ამ პროდუქტის შეთავაზება.
როგორც იცით „მაგნუს დაზღვევის“ მთავარი კონცეფცია არის სადაზღვევო მარკეტის პრინციპი. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში გაეცნოს სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტებს და აირჩიოს მასზე სრულად მორგებული სადაზღვევო პროდუქტი. შესაბამისად, ჩვენი გუნდი მუდამ ცდილობს, რომ დაზღვევის პროცესი იყოს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული.
ასევე, კომპანიაში მიმდინარეობს ციფრული სერვისების გაუმჯობესება, რათა დაზღვევის შეძენა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად სწრაფი და მარტივი იყოს.
- როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო პერიოდში დაზღვევის მიმართ ინტერესი სტაბილურად იზრდება. მომხმარებლები უფრო მეტად აცნობიერებენ დაზღვევის, როგორც ფინანსური გარანტიის მნიშვნელობას, რაც დადებითად ისახება ზოგადად სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებაზე.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი ჩვენი გუნდისთვის კვლავაც წინსვლის და განვითარების წელი იყო. საკმაოდ დადებითად ვაფასებთ 2025 წელს და ახალი გეგმებით და გამოწვევებით გადავდივართ მომავალ წელში.
ისევ და ისევ კომპანიის მთავარი აქცენტი იქნება მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის გაძლიერება.
- როგორია 2026-ის გეგმები განსაკუთრებით გაფართოების და სერვისების დამატების მიმართულებით?
2026 წელს „მაგნუს დაზღვევა“ გეგმავს სერვისების გაუმჯებესებას და ფილიალების ქსელის გაფართოვებას მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული ფორმატით.
პირველ რიგში ყურადღება გამახვილდება ციფრული არხების განვითარებაზე, ფილიალების გაფართოებაზე და ისეთი გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რომლებიც დაზღვევის პროცესს კიდევ უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს გახდის.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უცვლელია - მომხმარებელთა კმაყოფილება. სწორედ ამიტომ, 2026 წელსაც ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, სადაზღვევო კომპანია საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს.
სხვა სიახლეები
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო
12.01.2026.17:52
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან - Gensler-თან ერთად ამზადებს.
1965 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანია, საქართველოში პირველ პროექტს ახორციელებს ქართულ კომპანია „დემარკთან“ ერთად.
კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
Gensler-ის ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის პროექტები კი, მათ შორის, Moody Centre Basketball and Events Area (აშშ), YOFC სათავო ოფისი (ჩინეთი), Adobe Founders Tower (აშშ) აღიარებულია თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოდ.
კომპანიის ნამუშევრები ხაზს უსვამს ქალაქების იდენტობასა და კულტურას, ხოლო დიზაინი ეფუძნება საზოგადოებაზე ზრუნვას და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი მზადდება.
შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, მრავალფუნქციურ სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. შენობაში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
გარდა ამისა, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.
აღსანიშნავია, რომ ამერიუკული კომპანია Gensler-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების დანერგავს ქვეყანაში.