5 წელი ბავშვთა STEM განათლების განვითარებაში - როგორ აფასებს Robo Coder-ი განვლილ პერიოდსა და 2025 წელს
2025 წელს საგანმანათლებლო პროექტმა Robo Coder - მა დაარსებიდან 5 წელი აღნიშნა , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ბექაურმა განუცხადა.
„2025 წელს საგანმანათლებლო პროექტმა Robo Coder დაარსებიდან 5 წელი აღნიშნა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ მცირე ინიციატივიდან გავიარეთ გზა და ჩამოვყალიბდით მდგრად საგანმანათლებლო პროექტად LEGO - რობოტოტექნიკისა და პროგრამირების სფეროში.
2020–2025 წლებში Robo Coder-ის კურსები გაიარა 2000-მდე ბავშვმა, როგორც მოკლევადიანი პროგრამების (ინტენსივები, მასტერკლასები, საზაფხულო ბანაკები), ასევე გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში.
მოსწავლეების ნაწილი Robo Coder-ში რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობს და ეტაპობრივად გადადის კონსტრუირების საბაზისო უნარების შესწავლიდან, უფრო რთულ საინჟინრო და პროგრამულ ამოცანებზე. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს არამარტო ვასწავლოთ ბავშვებს ტექნოლოგიები, არამედ ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი ურთიერთობები ოჯახებთან და შევქმნათ სტაბილური საგანმანათლებლო საზოგადოება პროექტის გარშემო.

ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება 5–8 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე, პერიოდში, როდესაც თამაშზე დაფუძნებული და პრაქტიკული სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია და საფუძველს უყრის ლოგიკურ და საინჟინრო აზროვნებას.
ამასთან, პროექტი მოიცავს უფრო ფართო ასაკობრივ დიაპაზონს და სთავაზობს ადაპტირებულ პროგრამებს, როგორც უმცროსი ასაკის ბავშვებს, ასევე მათ, ვინც უკვე გააზრებულად ინტერესდება პროგრამირებითა და ინჟინერიით “, - აცხადებს ნინო ბექაური.
ცნობისთვის, Robo Coder - ი არის რობოტოტექნიკისა და პროგრამირების სასწავლო სივრცე 3-15 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ცენტრი დაფუძნებულია Lego Education საერთაშორისო პროგრამაზე და მიზნად ისახავს კონსტრუქტორი Lego-ს დახმარებით განუვითარონ მოსწავლეებს მათი წარმატებული მომავლისთვის საჭირო უნარები. კომპანია 2020 წელს დაარსდა.
სხვა სიახლეები
2025 ნაყოფიერი, საკმაოდ წარმატებული და შედეგიანი იყო - BODBE Hotel
31.12.2025.14:00
2025 წელი BODBE Hotel -სთვის ნაყოფიერი, საკმაოდ წარმატებული და შედეგიანი იყო , - ასე აფასებს სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ქეთი ბახტურიძე ტურისტული ობიექტის ოპერირებას 2025 წლის განმავლობაში.
„როგორც პირველ წელს შეეფერება, ეს წელი იყო გამოწვევებით სავსე, ვისწავლეთ ადაპტაცია, მივიღეთ ბევრი ფასდაუდებელი გაკვეთილი. ალბათ, სწორედ ეს გამოწვევები და მათ გადასალახად საჭირო ინტენსიური მუშაობა დაგვეხმარა სწრაფადვე გვეპოვა ჩვენი ადგილი კონკურენტულ გარემოში. ვფიქრობთ, 2025 ნაყოფიერი, საკმაოდ წარმატებული და შედეგიანი იყო “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

ცნობისთვის, სასტუმრო “ბოდბე” გასული წლის ბოლოს გაიხსნა და ის სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა. სასტუმრო 134 ნომრით, სარესტორნო და საკონფერენციო სივრცეებითაა აღჭურვილი.