Roamingo სტარტაპერებს საერთაშორისო მოგზაურობებში უწყვეტ კავშირს სთავაზობს
Roamingo • როუმინგო, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ყველაზე იაფი, სწრაფი და ხარისხიანი eSIM ინტერნეტის მიმწოდებელი, თანდათან ფართოვდება და სერვისების ჩამონათვალს ზრდის.
როგორც Business Insider Georgia-ს Roamingo-ში განუცხადეს, კომპანიამ დაიწყო ახალი კამპანია Roamingo for Startups, რომლის მიზანიც სტარტაპერების მხარდაჭერაა.
„Roamingo ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერას, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ. Roamingo for Startups - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო ბიზნესმოგზაურობებისთვის დამფუძნებლებს უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირით,“ - განმარტავენ Roamingo-ში.
„ფრენები, შეხვედრები, ზარები, სპონტანური ფიჩები, side event-ები - ყველაფერი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ასეთ პირობებში ინტერნეტი არ უნდა იყოს კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტარტაპერს ენერგიის დახარჯვა მოუწევს,“ - აცხადებს Roamingo-ს ბიზნეს დეველოპერი, ომარ ხოფერია.
Roamingo-სთვის ეს კამპანია უბრალო შეთავაზებაზე გაცილებით მეტია, ის ეფუძნება პირად გამოცდილებებს.
„როცა ჩვენ ვიწყებდით, მხარი დაგვიჭირა სტარტაპ ეკოსისტემამ, ასევე ბრენდებმა, რომლებიც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან — მაგალითად: Visa, Bank of Georgia, TBC, Aldagi და ბევრი სხვა.
ახლა ჩვენი ჯერია, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც თავიანთი იდეებით საზღვრებს სცდებიან და სჯერათ, რომ გლობალურ სცენაზე საქართველო შეუძლიათ წარადგინონ,“ — ამბობს ომარ ხოფერია.
როგორ ჩაერთო კამპანიაში?
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/y1x1jcr65bhRxnuJ7
ფორმის შევსების შემდეგ, დამფუძნებელი მიიღებს უნიკალურ კოდს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს საერთაშორისო საქმიანი მოგზაურობის დროს.
სხვა სიახლეები
16.09.2025.17:40
საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ Ad Black Sea 2025-ზე საქართველოს ბანკმა 14 ჯილდო მოიპოვა - 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.
მიღებული მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ოქრო
ვერცხლი
ბრინჯაო
ინფორმაციისთვის, Ad Black Sea-ს ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულები 14 კატეგორიაში გამოვლინდა. მათ საერთაშორისო ჟიური აფასებდა, რომელიც 20 ქვეყნიდან მოწვეულ 28 წევრს აერთიანებდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოური კომპანიები და კრეატიული სააგენტოები.
Ad Black Sea საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ბათუმში თავს უყრის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და დაამყარონ საერთაშორისო კავშირები.