Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
თიბისი და Roamingo დამეგობრდნენ- პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიები მოგზაურობის მოყვარულებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას გეგმავენ, რომლითაც ახალი თიბისი ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები ისარგებლებენ. აქამდე, სამოგზაურო ინტერნეტის შეთავაზებები, მხოლოდ პრემიუმ ბარათებზე იყო ხელმისაწვდომი.
პირველი ერთობლივი შეთავაზება 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება- ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით Roamingo-ს პაკეტების შეძენისას მომხმარებლებს, პლატფორმის ბალანსზე, გადახდილი თანხის 15% მომენტალურად დაუბრუნდებათ.
შეთავაზება ვრცელდება Roamingo-ს ყველა პაკეტზე და მომხმარებლებს ქეშბექი (აქციის პერიოდში) ულიმიტოდ, ნებისმიერ ტრანზაქციაზე დაუბრუნდებათ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, დაამატეთ ბარათი Roamingo-ს აპლიკაციაში და გადაიხადეთ თიბისის გადახდის არხით. შეთავაზება მოქმედებს Apple Pay და Google Pay გადახდებზეც.
შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად გადადით ბმულზე.
სხვა სიახლეები
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
18.11.2025.11:16
AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.
GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.
GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.
შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.