რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს ,,შუა დერეფნის" მარშრუტზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების მოცულობების გაზრდას და მიწოდების ვადების შემცირებას - ლაშა აბაშიძე
„რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს ,,შუა დერეფნის" მარშრუტზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების მოცულობების გაზრდას და მიწოდების ვადების შემცირებას”- ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ მე-7 საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ბიზნეს ფორუმზე - „ახალი აბრეშუმის გზა“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ,,შუა დერეფანი" კვლავ რჩება საქართველოსთვის სატრანზიტო ტვირთების მთავარ მიმართულებად. მისივე განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს საბაჟო პროცედურების გაციფრულების პროცესი.
,,საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის გაზრდას. ჩვენ შეგვეძლება მეტი ტვირთის გადაზიდვა და დროის შემცირება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დღეს ჩვენ ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს ლოჯისტიკური მომსახურების გამარტივებას ტვირთმფლობელებისთვის. საქართველოს რკინიგზის სერვისები უნდა გახდეს კიდევ უფრო მოქნილი ტვირთმფლობელებისთვის, ტარიფები კი კონკურენტუნარიანი," - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
07.10.2025.12:14
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.
პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაა.
სტიპენდიის მისაღებად, თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს შემუშავებული.
Academy of Digital Industries-ში სტიპენდია ვრცელდება ისეთ კურსებზე, როგორებიცაა:
• მარკეტინგი: სოც. მედია და ციფრული მარკეტინგი;
• გრაფიკული დიზაინი;
• ინტერიერის დიზაინი;
• UI და UX დიზაინი;
• ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, AI, Java, Python, React, Angular;
• ბიზნესი (HR).
აკადემიაში სწავლით დაინტერესებულმა პირებმა 15 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე და გაიარონ გასაუბრება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.
საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge