რის ხარჯზე ამცირებს საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Camex-ი აშშ-დან ამანათების ტრანსპორტირების დროს და ტარიფს
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Camex-ი აშშ-დან ამანათების ტრანსპორტირების ვადას 3-4 დღემდე ამცირებს, რადგანაც კომპანია აშშ-დან უკვე 3 რეისს უზრუნველყოფს, რომელიც ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს სრულდება. როგორც Business Insider Georgia-სთან Camex-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა გიგა სეთურიძემ განაცხადა, მოქმედებს განსაკუთრებული ტარიფი და 1 სექტემბრამდე 1 კილოგრამი ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება 8,35 დოლარია, ასევე მოცულობითი წონა დაითვლება მხოლოდ პლუს 30 კილოგრამზე.
„ჩვენმა ავიაკომპანიამ Camex Airlines გააფართოვა ფრენების გეოგრაფია და ევროპიდან ოპერირებს სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენივე ავიახომალდებით წამოვიღოთ ტვირთები, როგორც ამერიკიდან ასევე ევროპიდან. ეს აისახა ამანათების ჩამოსვლის სიჩქარეზეც. ასევე შეიცვალა სატარიფო გეგმაც, რადგანაც ტრანსპორტირებაც ჩვენს ხელშია შევძელით ტარიფები დაგვეწია. იმედია ეს ყველაფერი გამოიწვევს კარგ უკუკავშირს მომხმარებლების მხრიდან. იმისათვის, რომ აშშ-დან მიწოდება ავაჩქაროთ მესამე რეისიც დაემატა“, - აღნიშნა გიგა სეთურიძემ.
Camex-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი ამბობს, რომ გარდა სიხშირეებისა გაიზარდა მოცულობის დათვლაც.
„აშშ-დან ამანათებზე გაიზარდა მოცულობის დათვლა. აქამდე თუ იყო, რომ 10 კგ-მდე ამანათების მოცულობა ითვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური წონით და 10 კგ-ის შემდეგ უკვე მოცულობა მოქმედებდა. ავტომობილების ნაწილებს ვინც იწერს, ან სხვა დიდი გაბარიტების ნივთებს, მათ მოცულობით უწევდათ გადახდა და ახლა ჩაეშვა სააქციო პერიოდი, როდესაც მოცულობა 30 კგ-მდე აიწია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც ავტონაწილებს იწერს, თუ მათი მოცულობითი წონა იქნება 30 კგ-მდე, ის არ დაითვლება და მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური წონის დათვლა მოხდება“- განმარტა სეთურიძემ.
ასევე სასიამოვნო სიახლეა Camex-გან ისიც, რომ გერმანიიდან შოპინგი განახლებული პირობებით ახლა კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახდა. Camex-ის შემთხვევაში გერმანიიდან ამანათები ჩამოვა მხოლოდ 2-4 დღეში
„25 აპრილიდან ისარგებლეთ მოხსნილი მოცულობითი წონით, შესაბამისად ყველაფერი დაითვლება მხოლოდ რეალური წონით! მოცულობითი წონა კი დაითვლება მხოლოდ 30+ კილოგრამზე. გთავაზობთ გერმანიიდან კვირაში 1 რეისს — ყოველ პარასკევს! რეისები ჩამოდის ყოველ კვირას!
1 კილოგრამი კი მხოლოდ 8,9€! არ გამოტოვოთ გერმანიიდან შოპინგის შანსი“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
Camex-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი გიგა სეთურიძე ამბობს, რომ გერმანიიდან სამომავლოდ მეორე რეისის დამატებაც იგეგმება.
კომპანია განიხილავს ასევე ახალი მიმართულებების დამატებას.
გიგა სეთურიძის თქმით, კომპანიის მიერ ამანათების ტრანსპორტირების მაჩვენებელი დინამიურად იზრდება.
„ჩვენთან ზრდა ყოველწლიურად სტაბილურია. კონკრეტულად რაიმე დიდი ნახტომო ყოფილიყო ასეთი რამ არ არის, თუმცა პირველ კვარტლის მაჩვენებლებით ზრდა 15-20%-ია.
ზოგადად, საქართველოს ბაზარზე ამანათების ტრანსპორტირების კუთხით, ზრდა ძირითადად ჩინური ტვირთების გამო მოხდა. ჩვენ TEMU-ს ტვირთების ტრანსპორტირებაში ჩართული არ ვართ, შესაბამისად ეს ზრდა არ გვქონია. ჩვენი მთავარი მიმართულება მაინც აშშ და ევროპაა და აქედან გამომდინარე ზრდაც ამ მიმართულებებზე მოდის და დიდი ნახტომი არ ყოფილა“, - აცხადებს სეთურიძე.
აღსანიშნავია, რომ Camex ამანათების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს: ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ევროპიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ჩინეთიდან.
კომპანიას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო ლოგისტიკაში, ექსპედირებასა და საწყობში მომსახურების სფეროში.
სხვა სიახლეები
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
16.04.2026.18:00
თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.
რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.